თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2014, 13:06
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1432,
კომენტარები: 4
ქერიქი "სიტის" გამოცდას ელის
მიღებული დარტყმა და გაორმაგებული მოლოდინი.
ქერიქი
მოგხესენებათ, "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონს არც თუ ისე კარგად ატარებს და ერთი კვირის წინ მორიგი დამცირება მიიღო "ლივერპულისგან" ოლდ ტრაფორდზე. ქერიქი აანალიზებს გულშემატკივრათა ტკივილს და აცხადებს, რომ თავად ფეხბურთელებიც იგივეს გრძნობდნენ ამ დამარცხების შემდეგ.

თუმცა როგორც ჩანს, "ლივერპულთან" მარცხი ადვილად "მოინელეს" წითელმა ეშმაკებმა, რადგან მათ სახლში 3-0 დაამარცხეს "ოლიმპიაკოსი" და სტუმრად 3 ქულა წამოიღეს "ვესთ ჰემ იუნაიტედისგან". ასე რომ, ახლა მანჩესტერის წითელ მხარეში საბრძოლო სულისკვეთება სუფევს და ქერიქს სჯერა, რომ მათ შეუძლიათ "სიტის" მიზანი, პრემიერ ლიგის ჩემპიონობა მიუღწეველი დატოვონ.

"ძალიან მძიმე დღე იყო და ჩვენც ფანებისავით განვიცადეთ ეს მარცხი." აცხადებს ქერიქი "ლივერპულთან" მატჩის შესახებ. "საშინელებაა, როდესაც ასეთი მატჩის შემდეგ გასახდელში შედიხარ. ჩვენ ძალიან დამცირებულები და იმედგაცრუებულები ვიყავით. ასეთ შემთხვევაში არც ტელევიზორს უყურებ და არც სახლიდან გადიხარ რამდენიმე დღის განმავლობაში."

"შენც სხვასავით განიცდი დამარცხებას. საბედნიეროდ, ჩვენ წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდა და მის ხარჯზე მოვახერხეთ ყურადღების გადატანა. მაგრამ მაინც ძნელია ასეთი მარცხი დაივიწყო. ჩვენ კარგად ვიცით თუ რას ნიშნავს ასეთი მატჩები ფანებისთვის და მერწმუნეთ, ჩვენც მათსავით განვიცადეთ ეს დამარცხება. მაგრამ ხვალინდელ მატჩს წინა კვირებზე ვიქრით არ უნდა შევხვდეთ."

ქერიქს ასევე აქვს იმედი, რომ მისი გუნდი შეძლებს რევანშის აღებას ეტიჰადზე განცდილი (4-1) მარცხის შემდეგ. "ჩვენ გვესმის ფანების და ფეხბურთელებსაც იმ შედეგის დაფიქსირება გვსურს, რაც ფანებს. მე დიდი ხანია რაც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ვიცით თუ რა არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი. "სიტისთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით. ვიცით, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ ხმაურიანი მეზობლებიც ვერ იგრძბობენ მოედანზე თავს კომფორტულად." დაასრულა ქერიქმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
24 მარტი 2014 13:16
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
სახლში სიტის მგონი ბოლოს 2011ში მოვუგეთ. ტეხავს ძაან და იმედია ამ თამაშში სასურველ შედეგს მიაღწევენ ჩვენი ბიჭები!
0
№2
ავტორი: Count Alucard
24 მარტი 2014 14:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Macklemore,
ხო რუნის იმ შედევრი გოლის მერე აღარ მოგვიგია, 2 წელია უკვე 1-6 და მერე 1-2 ახლა უნდა მოვიგოთ თორე სირცხვილია, ბოლო წლებში ურთიერთშეხვედრებში სიტი გვჯაბნის.
0
№3
ავტორი: LizarD
24 მარტი 2014 15:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მოსაგებად ჩადიან წითლები, აბა რა <3
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2014 16:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა მოვიგოთ როგორმე, სირცხვილია ოლდ ტრაფორდზე ამდენი წაგება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top