თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2014, 11:15
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2498,
კომენტარები: 10
ვინ არის ვილიამ კარვალიო ?!
საინტერესო ფაქტები ფეხბურთელზე სრულიადში !
ვინ არის ვილიამ კარვალიო ?!
თუ კი "Mirror" -ს დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე შეთანხმდა ვილიამ კარვალიოს ტრანსფერზე და მანჩესტერული კლუბი მზად არის მასში 37 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ არის საუბრები იმის შესახებ, რომ ვილიამი "იუნაიტედს" მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეუერთდება. ოფიციალურად ჯერ არაფერი დასტურდება, თუმცა, რადგან მოიესი დიდი ხანია ამ ფეხბურთელს აკვირდება, ძნელად სავარაუდოა რომ ეს ტრანსფერი არ შედგეს.
ასე, რომ მოდი გავიგოთ, თუ ვინ არის ვილიამ კარვალიო და რატომ ენდობა მასე ასე დევიდ მოიესი, ან რა მოსწონს მას ამ ფეხბურთელში.

"სპორტინგის" ბრილიანტი !

"სპორტინგი" ყველასგან გამორჩეულად აქებს საკუთარ აღზრდილებს, მათ უყვართ საკუთარი აღზრდილებით თამაში მოედნის ცენტრში და არამხოლოდ, მოკლედ რომ ვთქვათ "სპორტინგი" საკუთარი აღზრდილებით ცდილობს წარმატების მიღწევას. პორტუგალიური კლუბის 2 ნახევარმცველი ვილიამის გარდა არის ანდრე მარტინსი და ადრიენ სილვა. მსგავსად ვილიამისა, ისინიც პორტუგალიელები და ისინიც "სპორტინგის" აღზრდილები არიან. თუმცა რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ამ კლუბს კარვალიოს მსგავსი ტალანტი უკვე ძალიან დიდი ხანია არ ჰყოლია.
ბოლო 18 თვის განმავლობაში ვილიამ კარვალიო ძალიან განვითარდა. მან მოიმატა, როგორც ფიზიკური მხარეში, ასევე ტექნიკაში და გონებრივადაც ძალიან დაჭკვიანდა. ის სრულ ნახევარმცველად გვევლინება, რომელსაც ნებისმიერი გუნდი დაეყრდნობოდა.

კარვალიოს ანატომია.

ვინ არის ვილიამ კარვალიო ?!


ვილიამი არის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი უდავოდ. თუმცა რატომ არის ის საუკეთესო ახლავე მოგახსნებთ. პორტუგალიელი "გადაუდებლად" მნიშვნელოვან როლს ასრულებს "სპორტინგის" ნახევარდაცვაში, მისი ალღო, მისი ხედვა, ცნობიერება, რომ იყოს საუკეთესო მას ხდის საუკეთესო ნახევარმცველად.
მისი სიმაღლე 182 სანტიმეტრია, ფიზიკურად ძლიერი კარვალიო მუდამ მზად არის ჩაერთოს ნებისმიერ ბრძოლაში და ის დომინირების ნახევარდაცვის ცენტრში. ასევე ხშირად გადადის "10" ნომერზე და მსგავსად ცენტრისა, იქაც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ის ლიდერია, როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ისევე თავდამსხმელების უკანაც. 4-3-3 ტაქტიკაში ის სრული მფლობელია ცენტრის და შეუძლია იდგეს მარტოც. ცენტრალური ნახევარმცველები მისით ამაყობენ და იამაყებენ, რადგან ის მოწინააღმდეგეს ძალიან კარგად ართმევს ბურთს და ადვილად გადააქვს ის შეტევაში.



მცირე ვიდეო კარვალიოს შესახებ.

კედრიც სოარესი, "სპორტინგის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, მადლიერი უნდა იყოს ვილიამის, რადგან კარვალიო პრაქტიკულად მუდამ ეხმარება მას ბურთის ართმევაში და ასე შემდეგ. ჟოაო პერეირას დიდი საფიქრალი გაუჩინა ამ ახალგაზრდა ტალანტმა, ის შეიძლება ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზეც კი მოხვდეს და ვილიამი სულ რაღაც 21 წლისაა.
მიგელ ველოსო წნეხის ქვეშ არის, კარვალიოს არა მხოლოდ უბრალოდ მოხვედრა ელის მუნდიალზე, არამედ შესაძლოა სწორედ მიგელ ველოსოს ადგილიც კი დაიკავოს ძირითადში, ამ ახალგაზრდა პერსპექტიულმა ნახევარმცველმა.

37 მილიონი ფუნტ სტერლინგი, შეესაბამება თუ არა ის კარვალიოს ?!

რა თქმა უნდა ნებისმიერს გაუჩნდება ეს კითხვა, ღირს თუ არა ვილიამ კარვალიო 37 მილიონი ფუნტ სტერლინგი ? მაგრამ საქმე ამაში არ არის, უმჯობესი იქნება კითხვა დაისვას ასე, გაიხსნება თუ არა ის მანჩესტერში და რამდენად მოერგება ის მანჩესტერულ კლუბს. თუმცა ვინც უყურებს პორტუგალიის ჩემპიონატს, ვისაც 2-ჯერ მაინც აქვს კარვალიოს თამაში ნანახი და იცის მისი ასაკი, ამ კითხვას არ დასვავდა. ამ ფეხბურთელში 3 ძალიან კარგი ფეხბურთელის თვისებაა ჩადებული, ბუსკეტსის, როგორც შეტევაში განვითარების პერპექტივები, მატიჩის, როგორც ძლიერი ამრთმევის პერსპექტივა და იაია ტურე, როგორც ცენტრის ლიდერი.
ყველაფერი კი ვილიამზე არ არის დამოკიდებული, მას ჭირდება მაღალი დონის მწვრთვნელი, რომელიც საჭირო ვარჯიშებს დაუნიშნავს, მოუძებნის მას ადგილს მოედანზე და მის ტალანტს ბოლომდე გამოავლენს.
საინტერესოა მისი ტრანსფერი, თანაც ძალიან. არავინ დავობს მის პოტენციალზე, თუმცა საინტერესოა ფერნანდინიოში სულ რაღაც 7 მილიონი ფუნტ სტერლინგია გადახდილი, ვილიამში კი 37-ს იხდიან. ამაზე პასუხს მისი გადმოსვლიდან რამდენიმე სეზონში შევიტყობთ.

წყარო:"Bleacher"
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
24 მარტი 2014 12:04
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რავიცი ჩემი აზრით ძაან სერიოზული პროექტია ამის ტრანსფერი. ამას შეუძლია საყრდენად მარტომაც ითამაშოს და მაგით ჩვენი შეტევითი პოტენციალი ერთი-ორად გაიზრდება. ბოლოს 1 საყრდენით როდის ვითამაშეთ მე პირადად არ მახსენდება.

ისე მგონი რაღაც გაცვლაზეც მიდის ბაზარი და შეიძლება ანდერსონი მივცეთ და ფული ცოტა ნაკლები.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2014 12:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი სიახლეა good2

ბაზარია რაა ნიჭირი და კარგი მასტია, მაგრამ 37 გადაჭარბებული და გაბერილი თანხმა მგონია რა. ფერგი ამას ნახევარ ფასად მოაყომარებდა. რადგან ფერგი აღარაა და კურტკა გვყავს თანახმა ვარ მოიყვანონ :დ
0
№3
ავტორი: Malboro463
24 მარტი 2014 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გაუცვალონ კაცო ანდერსონში რა 37 მილიონი ან ვინა ვაფშე? დ

ბრუმა მევასებოდა და თურქეთში გაუშვეს
0
№4
ავტორი: Berba 9
24 მარტი 2014 12:46
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Middlesbro,

სიახლე, რომ წაგეკითხა მაგას კი არ იკითხავდი :))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Manchester_M
24 მარტი 2014 17:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ გიშრომია კარგად ავტორ მაგრამ მაინც რამდენად გაიხსენება მაგასაც უნდა დავაკვირდეთ 37 მილიონი ტყვილად გადაყრილი არ გამოდგეს თუ სხვასაც იყიდიან რა პრობლემაა და თუ ეს ხელს არ შეუშლის კიდე სხვა ფეხბურთელების დამატებას .
0
№6
ავტორი: Malboro463
24 მარტი 2014 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Great M.U
0

აუფ? ნუ გიყვარან ბიჯო ეგეთი ლაპარაკი შენ რაიცი რო მარ წამიკითხავს ?
მე სულ სხვა გაგებიტ დავწერე და რახან აქ წერია ესეიგი ღირს ხომ 37?
0
№7
ავტორი: Esi
24 მარტი 2014 18:03
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აუ თქვენ გამაგიჟებთ ბიჭო მე...ჯერ იძახით ხალხი მოიყვანეთო...მოიყვანენ და აუ ეს რაამბავიაო....დღეს ქინძიც კი გაძვირებულია და ისეთი გუნდების ხელში როგორც რეალია სიტია პსჟ-ია ყველა ძვირი ღირს...სუ მახატია რამდენს გადაყრიან და რამდენს არა...მაინც გლეიზერებმა უნდა ჭამონ ეგ ფული და ჯობს მოახმარონ გუნდს...გინახავთ ამის თამაში რო იძახით ძვირიაო? ტიპში მართლა ბუსკეცი ტურე იმალება ისეთი გიჟია თან ძალიან ახალგაზრდაა...მოკლედ მოიყვანონ და რამდენიც უნდა იმდენი გადაუხადონ...ნუ დამიწყებთ ახლა იუნაიტედის ისტორიის შეხსენებას...გაძვირდა ფეხბურთი...არ დახარჯავ ფულს და გეყოლება ქლევერლი იანგი ფლეტჩერი...
0
№8
ავტორი: Berba 9
24 მარტი 2014 18:13
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ციტატა: Middlesbro
გაუცვალონ კაცო ანდერსონში რა 37 მილიონი ან ვინა ვაფშე? დ


საინტერესოა როგორ ლაპარაკი მიყვარს ? :))) ვინ არის ვაფშეო კითხულობ და მთელი სიახლე იმას ეხება, თუ ვინ არის კარვალიო :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: Malboro463
24 მარტი 2014 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Great M.U
საინტერესოა როგორ ლაპარაკი მიყვარს ? :))) ვინ არის ვაფშეო კითხულობ და მთელი სიახლე იმას ეხება, თუ ვინ არის კარვალიო :))

მერე ღირს 37 ვინა ასეთი? არც არავინ საშუალო დონის ახლაგაზრდა ფეხბურთელი 20 მილიონიანი
0
№10
ავტორი: red devil
25 მარტი 2014 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იყიდონ თუ მართლა ბუსკვერცხის მატიჩის და გორილას თვისებები აქ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top