თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2014, 02:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 7
სქოულზი პერსის ტრავმაში დადებითსაც ხედავს
მედალს ორი მხარე აქვს.
სქოულზი პერსის ტრავმაში დადებითსაც ხედავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი თვლის, რომ რობინ ვან პერსის ტრავმა ხუან მატას დაეხმარება, რათა საკუთარი თავი უკეთესად წარმოაჩინოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მუხლის ტრავმის გამო პერსი მთელი დარჩენილი სეზონის განმავლობაში იუქმებს.

ამგვარად, რუნის თავდასხმაში პარტნიორი გამოაკლდა, მაგრამ ამავდროულად ხუან მატას მიეცა შანსი ვინგერის პოზიციიდან ტიპიური "ათიანის" პოზიციაზე ითამაშოს. სქოულზის აზრით სწორედ ეს დაეხმარება ესპანელს გახსნაში.

"ვფიქრობ როგორც კოლექტივმა, როგორც მოთამაშეთა ჯგუფმა ბევრი გოლი უნდა გაიტანო. რა თქმა უნდა რობინმა უდიდესი დახმარება აღმოგვიჩინა გასულ წელს ჩემპიონობის მოპოვებაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შენ პარტნიორი გჭირდება, რომელიც პასებს მოგაწვდის."

"ჩვენს გუნდს ასევე ჰყავს უეინ რუნი და ჯერ კიდევ შეგვიძლია უამრავი გოლის გატანა. ვფიქრობ ეს შანსი იქნება ხუან მატასთვის, რათა საყვარელ პოზიციაზე ითამაშოს და გაიხსნას."
- ციტირებს სქოულზის სიტყვებს Goal.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
24 მარტი 2014 02:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
yeap paul! მეც ვხედავ მაგ დადებითს, მაგრამ ბავარიასთან პერსი გვჭირდებოდა სასტიკად!
0
№2
ავტორი: LizarD
24 მარტი 2014 02:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: Macklemore
yeap paul! მეც ვხედავ მაგ დადებითს, მაგრამ ბავარიასთან პერსი გვჭირდებოდა სასტიკად!

დადებითი ისაა რომ კაგავას თამაშიც შეიძლება უფრო ხშირად. მემგონი შეტევაში პოტენციალი გაიზარდა მაგ ტრამვის გამო. მატა და შინჯი ერთად კარგად თამაშობენ.
0
№3
ავტორი: red devil
24 მარტი 2014 07:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მატა თავის პოზიციაზე ? მშვენიერია
0
№4
ავტორი: chudikone
24 მარტი 2014 10:25
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კაგავამ ჩემი კარგიცო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2014 12:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო მატჩში გამოჩნდა მატა–კაგავას დუეტი რომ ძაან მაგარია. მეტი დრო რომ ჰქონდეთ უფრო მაგრადაც ათამაშდებოდნენ, ამათ კარგი მეწყვილე ფლანგიდან და იდეალური შეტევა იქნება. შრეკი დონეა ყველგან

ცუდია პერსის ტრავმა, უძლიერესი ფორვარდია, მაგრამ ამ ეტაპზე რა რესურსიც გვაქვს ის უნდა გამოვიყენოთბოლომდე.
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
24 მარტი 2014 14:36
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ვან პერსის არყოფნა რუნისაც დაეხმარება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: Manchester_M
24 მარტი 2014 17:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პრემიერ ლიგაში კი მაგრამ პერსი რომ ჩემპიონთა ლიგაზე გვჭირდება 2 აზრი არაა მაგაზე :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top