თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2014, 18:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1649,
კომენტარები: 5
რუნი ოცნებობდა ასეთ გოლზე
უეინ რუნი აცხადებს, რომ მას დიდი ხნის მუშაობა დასჭირდა შორეულ დარტყმებზე.
რუნი ოცნებობდა ასეთ გოლზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, უეინ რუნი გამოტყდა, რომ მას დიდი ხანია ოცნებად აქვს ისეთი გოლის გატანა, როგორიც მან "ვესტ ჰემ იუნაიტედს" გაუტანა.

რუნი არ მალავს, რომ ასეთი სახის დარტყმებზე დიდხანს მუშაობდა, მაგრამ გუშინდელი დარტყმა მან მხოლოდ ინსტინქტურად განახორციელა - ინსტინქტმა კი არ უმტყუნა რუნის.

"ვფიქრობ უბრალოდ ინსტინქტია. მოვიხედე, კარებს გავხედე და დავინახე, რომ მეკარემ კარი დატოვა. ბევრჯერ ვეცადე მსგავსი გოლის გატანას და საბედნიეროდ ამჯერად გამოვიდა."

"მსგავს დარტყმებს ვარჯიშებზე ასრულებ, მატჩებში ასრულებ, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. გასაოცარია როცა ეს გამოდის და როცა ასეთი გოლის წყალობით შენი გუნდი წინაურდება."
- აცხადებს რუნი Sky Sports-თან ინტერვიუში.


fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2014 18:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩემი მეასე სიახლე ისეთი კაცს მიეძღვნა როგორიც უეინ რუნია. ჩემი მეორასე სიახლე კი ისეთ გოლს, როგორიც რუნიმ შეაგდო...გამართლებაც ამას ჰქვია.

P.S. მე-300 სიახლე დაე შენი გოლის აღწერა იყოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2014 19:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
RojoDiablo,
გილოცავ მალე 300–ეს მოგილოცავ მჯერა

ბევრჯერ დაურტყამს ცენტრიდან, ერთხელ ჰარტმა ისეტი გამოუძრო მაგრად გამიტყდა :დ შრეკის სულ ულამაზესი გოლები გაქქვს
0
№3
ავტორი: red devil
24 მარტი 2014 08:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მარსელსაც დაურტყა ადრე მარა მეკარემ აუღო, გიჟია ეს ოხერი :D
0
№4
ავტორი: Macklemore
24 მარტი 2014 12:10
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აუ ჰარტისთვის რო გაეტანა მაშინ მაგარი იქნებოდა, მაგრამ ამას უფრო ეფექტი ქონდა, აქ მეკარე იდგა კარში და იქ ჰარტი ჩვენ საჯარიმოში იყო :D :D
0
№5
ავტორი: Manchester_M
24 მარტი 2014 16:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
მართლაც მომელოცოს მესამასე სიახლე ეგეთ ვითარებაში ახლა კი მეორასეს გილოცავ რუნი მართლაც შეუდარებელია :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top