თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2014, 10:58
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2051,
კომენტარები: 9
6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ
რა გვაჩვენა გუშინდელმა შეხვედრამ ?!
6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ
წარმატებული თამაში "იუნაიტედს" გამოჰყვა ბერძნულ კლუბთან გამარჯვების შემდეგ და გუშინდელ შეხვედრაში მათ იმარჯვეს ანგარიშით 0-2, მიუხედავად უამრავი ტრამვების და დანაკლისებისა სხვადასხვა პოზიციაზე.
მე შემოგთავაზებთ ექვს მიზეზს, თუ რა გვასწავლა გუშინდელმა გამარჯვებამ.

#1: უეინ რუნიმ საბოლოოდ გააკეთა ის, რასაც ამდენი ხანია ცდილობს !

6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ


ინგლისელმა ფორვარდმა საბოლოოდ შეძლო გაეკეთებინა, ის რაც გააკეთა გუშინ. 2007 წელს მან "პორთსმუტს" გაუტანა მსგავსი გოლი, მხოლოდ მანძილი ძალიან განსხვავდებოდა. რუნიმ შეძლო და გაიტანა ცენტრიდან ისეთი გოლი, როგორიც ბექემს ჰქონდა და უკეთესიც.
ყველაზე საინტერესო კი ის აღმოჩნდა, რომ დევიდ ბექემი სწორედ ამ მატჩს ესწრებოდა და სწორედ ის გახდა თვითმხილველი ამ შესანიშნავი გოლისა.
რუნის ბრწყინვალე გოლებით განებივრებულები ვართ, თუმცა თუ კი გავიხსენებთ რუნის 2011 წლის მაკრატელას, მისი გოლების შედარებას უკვე აღარ დავიწყებთ, უდავოდ მის კარიერაში საუკეთესო, ულამაზესი გოლი იყო ის გოლი.

#2: მარუან ფელაინი იწყებს დანაპირების შესრულებას.

6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ


ბელგიელი უფრო და უფრო გვაჩვენებს, თუ როგორი კარგია ის. მისი გუშინდელი თამაში შესანიშნავი იყო, მან გააკეთა 56 ზუსტი პასი და 67-ჯერ ეცადა მოეძებნა სხვა პარტნიორი ჯამში.
6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ

(ის იყო ყველგან, რაზეც ეს სურათიც მეტყველებს.)
რა თქმა უნდა "იუნაიტედის" გულშემატკივრები, მის არასაჭირო ჯარიმებს მკაცრად შეაფასებს. თუნდაც ძალიან არასაჭირო მომენტში შესაძლოა პენალიც კი დანიშნულიყო, როდესაც ის საჯარიმოში დიამესთან თამაშობდა არც ისე სწორად.
მიუხედავად ყველაფრისა, 27,5 მილიონი ფუნტ სტერლინგია მასში გადახდილი და ბელგიელმა აუცილებლად უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ითამაშოს, რომ გაამართლოს მასში გადახდილი თანხა.

#3: მატასა და კაგავას ერთად თამაში ბევრად საინტერესოა.

6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ


მატა და კაგავა ერთად მშვენივრად უძღვებოდნენ ფორვარდის უკან თამაშს. ისინი ძალიან კარგად შეთამაშდნენ გუშინდელ თამაშში და ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებდნენ, როგორც წინ ასევე უკან, ნახევარმცველების პოზიციაზე. ისინი ეხმარებოდნენ "ფლეიმეიქერებს", რომ უფრო სწრაფად აეტანათ ბურთი და ცენტრშიც უფრო დიდხანს დაეჭირათ ბურთი.
6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ

6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ

მათ ჯამში 109 პასი დაუგროვდათ, აქედან 6 გაცუდდა, თუმცა მაინც ძალიან მაღალი შედეგია, 103 ზუსტი პასი.
ესპანელისა და იაპონელის ერთად თამაში მეტ სიახლეს, კრეატივს და წარმატებას გვპირდება, მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ყურება იყო ძალიან სასიამოვნო, რადგან ისინი ლამაზ ფეხბურთს გვაჩვენებდნენ.

#4: მოიესმა უნდა დაინახოს, რომ "იუნაიტედს" უკეთესად შეუძლია ბურთის კონტროლი.
6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ


დევიდ მოიესის "იუნაიტედი" ყოველთვის არ იყო ასეთი კარგად საყურებელი.
მაგილითისათვის, მანჩესტერული კლუბის თამაში "ოლიმპიაკოსთან" ან "ლივერპულთან", ასეთი კარგი საყურებელი, რომ ყოფილიყო ისინი არ წააგებდნენ. ან თუნდაც "ფულემთან", როდესაც გუნდი ძალიან სწორხაზოვნად თამაშობდა, ამ თამაშში გუნდმა 81 ჩაწოდება შეასრულა და ფაქტიურად ვერცერთი ვერ გამოიყენა.
თუ დააკვირდებით შინჯი კაგავას მოედანზე ყოფნით ბევრი რამ იცვლება. მეტი კრეატივია სტადიონზე და უფრო მეტად აკონტროლებს გუნდი ბურთს. თუნდაც ავიღოთ "იუნაიტედის" მშვენიერი თამაში ლიგაზე, "ლევერკუზენის" წინააღმდეგ, სადაც კაგავა კარგად თამაშობდა, კლუბმა კი 5-0 გაიმარჯვა.
ძალიან უბრალოდ, მოიესმა უნდა ისწავლოს, ის რომ თუ კი გუნდი უფრო მეტ კრეატივს შეიტანს თამაშში აუცილებლად წარმატებული იქნება ის შეხვედრა და ასევე უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავისუფალი ზონები.

#5: რუნი "9" ნომერზე უკეთესს შედეგს დებს, ვიდრე "10"-ზე.

6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ


რობინ ვან პერსის ტრამვის გამო, დევიდ მოიესს მოუწია მცირე კორექტივების შეტანა თამაშში და სწორედ ამიტომ, უეინ რუნი გუშინ ჩვენ ჰოლანდიელის ადგილას მოგვევლინა.
რუნისთან ერთად გუშინ გუნდმა ითამაშა ძალიან კარგად, მისი დაყენება 9 ნომერზე, პლიუს ისეთი ნახევარმცველები უკან როგორებიც გუშინ მას ედგნენ უფრო მეტ შანსს აჩენს გოლის გატანისა. საინტერესოა მოიესი კვლავ დააყენებს თუ არა რუნი ფორვარდის პოზიციაზე, სანამ ვან პერსი დაბრუნდება და თუ კი ის დააყენებს, დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისელი აუცილებლად გაიტანს ბევრ გოლს. აი შემდეგ კი საინტერესო იქნება, როგორ გადაანაწილებს ვან პერსისა და უეინ რუნის მოედანზე დევიდ მოიესი.

#6: კერიკი მზად იყო ეთამაშა ცენტრალურ მცველად.

6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ


მაიკლ კერიკის გუშინდელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაყვანა ბუნებრივი იყო. კარგად ვიცით, რომ "იუნაიტედს" პრობლემების აქვს დაცვაში და პლიუს ამას რამდენიმე მცველი ტრამვის გამო ვერ თამაშობს. კერიკიც ძალიან ხშირად ითავსებს დაცვით თამაშს, როდესაც შეტევაზე სხვა გუნდი გადმოდის. ამიტომ გუშინ ის იდგა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ის არ თამაშობდა შეტევაში არანაირ როლს, მიუხედავად იმისა, რომ ის იდგა დაცვის ცენტრში, მისი პასები უდავოდ კარგი და მნიშვნელოვანი იყო.
6 რამ რაც გუშინდელი შეხვედრიდან ვისწავლეთ

კერიკმა სულ 38 პასი შეასრულა, აქედან კი 2 გააცუდა. ვერ ვიტყვით, რომ ის დაცვაში იდეალური იყო, თუმცა კერიკის კლასი და პასების სიზუსტე დაცვაში მდგომმაც დაგვანახა. მოიესს გაჭირვებისას ნამდვილად შეუძლია მიმართოს იგივე ხერხს და ინგლისელი დაწიოს მცველად, რასაც ფერგიუსონის "იუნაიტედშიც" ვხვდებოდით.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2014 11:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგი ხარ ავტორ...კაი ვთქვათ რუნი დააყენა თავდამსხმელის პოზიციაზე, მარა ვის უყენებს უკან ლიგაზე? ამიტომ გამიკვირდა, რომ მატა გუშინ 10-ანის პოზიციაზე ათამაშა...არ ჯობდა ვინმეს ისეტი დაეყენებინა, ვინც ლიგაზე დაგვეხმარება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
23 მარტი 2014 11:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგისიახლე, რუნმ მაგარი შეაგდო გუშინ.
0
№3
ავტორი: Manchester_M
23 მარტი 2014 11:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი ხარ ავტორ კაი სიახლეა !!!! ლიგაზე რუნის უკან კაგავა იქნება :)RojoDiablo,
0
№4
ავტორი: Wardell
23 მარტი 2014 12:03
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,

imedi maq kagawas daayenebs 10ianze da flangebze nani/januzaj da valencias yvelaperi kargi iyo shetevashi advilad gadadiodnen iqac agoravebdnen magram roca west ham utevda guli miskdeboda sashinelebaaa xdeba dacvashi ((((
0
№5
ავტორი: ლადო
23 მარტი 2014 12:04
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მომეწონა კაგავა-მატას დუეტი შეტევები უფრო საინტერესო იყო, ნეტა მომდევნოზეც ესე დააყენოს ეს სამი ფეხბურთელი და იანგის მაგივრად ნანი შემოიყვანოს
0
№6
ავტორი: buka oboladze
23 მარტი 2014 12:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ბავარიასთან რუნიმ უკან უნდა ითამაშოს თორე გადაგვივლიან
0
№7
ავტორი: RedGirl
23 მარტი 2014 13:34
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რა გვასწავლა გუშინდელმა მატჩმა: არა იანგი. იანგი არა. მოკვდეს იანგი. არ დავაყენოთ იანგი. იანგი ცუდია. უნდა მოკვდეს იანგი. არ შეიძლება იანგი :დ

რაც შეეხება რუნის ცენტრ ფორვარდად დაყენებას, ბაზარი არ არის ძალიან მაგრად ითამაშა, პროსტა ბაიერნთან ჩემი აზრით არ უნდა დადგეს, იმიტომ რომ მთელ სტადიონზე არის ხოლმე და დაცვაში ეგ უკეთ თამაშობს ვიდრე მცველები :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Macklemore
23 მარტი 2014 13:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ დაჩი, მევასება ეს სიახლე! რა ვთქვა, პირველ ტაიმში მოვაყომარეთ და მერე ბურთს ვაგორავებდით რა, ეგრეც უნდა ყოფილიყო წინ რთული მატჩები გვაქ!
0
№9
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2014 16:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანგზე რატო არ დაწერეთ პიტალო როა? ა თუ ეგ უკვე კაი ხანია ვიცით

მატა კაგავას მეტი დრო რომ ჰქონდეთ უკეთეს შედეგს დადებდნენ. ამას ვიძახი რამდენი ხანია, რუნი ფორვარდად დავაყენოთ, ამით მატა–კაგავა სპრობლემა ცმოგვარდება და მგონია რომ უკეთეს შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, ამათ იანუზაი ან ვალენსია თუნდაც ომ ჰყოლოდათ გუშინ ძალიან მაგარი იქნებოდა. დაცვაში დიდი პრობემებია და მოვაგავრებთ ამზაფხულს. ფელაინი უმატებს დ ამიხარია, უბრალოდ იმდენ ჯარიმას იკიდებს მაგრად ტეხავს, იმენა ცხოველია შედგა გუშინ ყველას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top