თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2014, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1846,
კომენტარები: 7
სქოულზი:"ჯერ ძალიან ადრეა"
პოლ სკოულს გაგდებაზე ლაპარაკი არ სურს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სკოულსი სინგაპურში ჩავიდა მიწვეული ვარსკვლავის ხარისხით, რათა ადგილობრივი 23 წლამდელთა С-ლიგის ფეხბურთელეთათვის მასტერკლასი ჩაეტარებინა. ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე სკოულსმა დევიდ მოიესის მომავლის შესახებ დასმულ კითხვავასაც უპასუხა.

ჯერ ძალიან ადრეა რაიმე სახის რადიკალურ გადაწყვეტილებებზე საუბარი - ციტირებს სკოულსის სიტყვებს The Daily Mail - გუნდს მთელი სეზონი ტრავმები სტანჯავდა, ას ერომ მხოლოდ ვუთანაგრძნობ დევიდ მოიესს. მას ფაქტიურად არ ჰქონია საშუალება მცველების ერთნაირი ოთხეული გაეყვანა ორ მტაჩში ზედიზედ."

"შეხედეთ ცხრილის ლიდერებს - ყოველ კვირას მათ გუნდში ერთი და იგივე მცველები თამაშობენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საუბარი ცენტრალურ მცველებზე, რადგან მათ ერთმანეთის უნდა ესმოდეთ და ერთმანეთის რიტმს გრძნობდნენ."

"მაიკლ კერიკმა სეზონის ნაწილი გამოტოვა, რობინ ვან პერსისაც იგივე შეემთხვა, ბევრმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა ტრავმების გამო გამოტოვა თამაშები, მაგრამ მოიესი თავის მართლებას არ იწყებდა და უბრალოდ მუშაობას აგრძელებდა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება."


სკოულსი ასევე დარწმუნებულია, რომ ხუან მატასა და მარუან ფელაინის სახით გაკეთებული შენაძენები ჯერ კიდევ იტყვიან თავის სიტყვას.

"ახალწვეულები, რომლებიც მან შეიძინა, ჯერ კიდევ არ არიან გუნდს შეჩვეულნი. ფელაინიც თითქმის მთელი სეზონი ტრავმირებული იყო და ვერ აჩვენა ის, რასაც ყველა ველოდებით. ხუან მატაც კოლექტივს ეჩვევა. ამ მოთამაშეებს გარკვეული დრო სჭირდებათ."

manutd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
23 მარტი 2014 10:15
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამ ბოლო თამაშებში ვამჩნევ ღომ ეს ორი მალე მიეჩვევა გუნდს, მომავალი სეზონიდან ყველას გადაუვლით, დიდი იმედი მაქვს
0
№2
ავტორი: Manchester_M
23 მარტი 2014 10:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფაიზაღი იბაზრა ტრამვებზე მაგრამ მოიესი თავს მაინც იმართლებდა :D:D
კაროჩე მაგრად მინდა ყველაფერი კარგად იყოს და ბაიერნი მინდა გავთელოთ :X
0
№3
ავტორი: Vodafone
23 მარტი 2014 11:05
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეჰ პოლ ერთი შენნაირი გვყავდეს გუნდში და რა გვიჭირს
0
№4
ავტორი: RedGirl
23 მარტი 2014 13:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ ოთხეულში რო შევიდეთ. არსენალმა რო წააგოს ყველა და ჩვენ რო მოვიგოთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: LizarD
23 მარტი 2014 14:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: Manchester_M
მოიესი თავს მაინც იმართლებდა

მოიესისგან თავის მართლება ნამდვილად არ მახსოვს. იღბალზე საუბრობდა ხოლმე და სწორედაც იქცეოდა აბა 1 სეზონიც არაა რაც მოვიდა და ეგრევე ფეხბურთელებს ვერ მიაწვება.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2014 16:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქამდე შეიძლებოდა ტრავმებისთვის დაგვებრალებიდან და გაგვემართლებინა მოიესი, მაგრამ ბოლო დროს უკვე ეგეც აღარ დარჩა რა. არ ვითხოვთ ჩემპიონობას, იმენი შანსი გავანიავეთ ოთხეულში მოხვედრის, თან ოლდ ტრაფორდზე და თან ვინებთან რო მაგრად ტეხავს რა. მოიესი ბევრ რამეშია დამნაშავე ძალიან ბევრში და იმედია ყველა ხედავს
0
№7
ავტორი: Count Alucard
23 მარტი 2014 22:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გიორგი,
გეთანხმები, ძალიან ბევრი რამ შეეშალა, მაგრამ ფეხბურთელებმაც არ დააკლეს, კომბინაციაში კიდე ფეხბურთელების შეცდომები და მწვრთნელის შეცდომები იძლევა იმ შედეგს რაც ახლა გუნდს აქვს. ისე ამ ბოლო დროს კლევერლის აღარ უთამაშია და კარგად თამაშობს გუნდი იმედია მაგას მაინც დაინახავს მოისი და არ გამოიყვნას. სხვებმა კი არა თვითონ უნდა გაანალიზოს რა შეცდომებიც დაუშვა და იგივე აღარ გაიმეოროს, აი მაგალითად კლევერლის და იანიგს თამაში, სიტისთან ეგ ორი რომ არ იყვნენ და იანგის მაგივრად ნანი დააყენოს კარგი იქნება, იმედია რომელიმე მცველი ჩადგება ფორმაში და კერიკი აიწევს წინ ფლეტჩერი კიდე სკამზე, ბიუტნერი წვალობს მაგრამ არ არის მანჩესტერის დონის ფეხბურთელი 2 წელია აქ არი და პროგრესიო არ განუცდია, შოუ უნდა იყიდონ აუცილებლად.

მოკლედ,
დათო
რაფა ჯონსი რიო ევრა
მაიკლი ფელლა
ნანი მატა კაგავა/ადნანი
რუნი

ამ შემადგენლობით რომ გამოვიდეს შანსი გვაქ სიტისთან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top