თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2014, 09:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2249,
კომენტარები: 8
"შესანიშნავები ვიყავით"
დევიდ მოიესს "იუნაიტედი" შესანიშნავი ეჩვენა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, დევიდ მოიესი თვლის, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩში მისი გუნდი დიდებულად გამოიყურებოდა.

რუნის დაუჯერებელმა დარტყმამ მოედნის ცენტრიდან და მარკ ნობლის წარუმატებელი თამაშის შემდეგ რუნისგანვე ასხლეტილმა ბურთმა "იუნაიტედს" ბოლო 4 შეხვედრაში მესამე გამარჯვება მოუტანა პრემიერ-ლიგის მასშტაბით.

"ყველას დევიდ ბექჰემის გოლი გაახსენდა. რუნის ვუთხარი, რომ გაზონზე დაცემის შემდეგ შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს ხარიხას მოხვდებოდა ბურთი. ის ტოპ-კლასის მოთამაშეა და ტოპ-კლასის გოლი გაიტანა. უნდა გრძნობდე სად იმყოფებიან სხვა მოთამაშეები. ამ ეპიზოდში რუნიმ გასაოცარი ოსტატობა და უნარი გამოავლინა."

"ჩვენ შესანიშნავები ვიყავით. ჩვენ დიდებულ ფეხბურთს ვთამაშობდით და ერთადერთი იმედგაცრუება ისაა, რომ მეტის გატანა შეგვეძლო და ვერ მოვახერხეთ. შანსებს შეტევის დასკვნით ნაწილში ვუშვებდით ხელიდან."

"ვესთ ჰემმა" ბევრჯერ ჩააწოდა ბურთი ჩვენს საჯარიმოში, რაც საქმეს გვირთულებდა, მაგრამ ამას გავუმკლავდით. არ ღირს მოვლენებზე გასწრება, მაგრამ მწყობრში უნდა ვიყოთ "სიტისთან" მატჩისთვის."
- ციტირებს მოიესის სიტყვებს BBC.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2014 09:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთ წინააღმდეგობას ვაწყდები ამ თამაშში...არ მესმის მატა რატომ ათამაშა რუნის უკან...ბაიერნთან თამაშში არ გვეყოლება პერსი ხომ? ეს ნიშნავს, რომ რუნი უნდა დადგეს თავდასხმაში, მის უკან კიდე ვინმე ისეთი უნდა დაეყენებინა, ვინც იქნება ლიგაზე...უნდა შეაჩვიოს ახლავე თორემ, რა გამოვიდა ასე...საეერთოდ მე ველბეკს დავაყენებდი და რუნის ისევ მის უკან, მაგრამ ალბათ რამე მოფიქრებული აქვს რა ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ლადო
23 მარტი 2014 10:09
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რუნის გოლი ფანტასტიკის სფეროდანააა...ძAლიან მაგრად დაარტყა
0
№3
ავტორი: Manchester_M
23 მარტი 2014 10:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნის გოლი ალბათ თვის გოლი იქნება და საერთოდ ბაიერნთან გაგვიჭირდება კარგი წყობის დაყენება ალბათ მე კააგავას დავაყნებდი რუნი ველბეკი თავდასხმაში და ფლანგებზე ვალენსია და ნანი
0
№4
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2014 11:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
aba kahawa sad migyavs? ფლანგებზე თუ ვალენსია და ნანია კაგავა რა, ცენტრში უნდა ათამაშო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Vodafone
23 მარტი 2014 11:08
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Manchester_M,
და ერთი ჩამშლელით უნდა ვეთამაშოთ შვაინშტაიგერს კროსს და ლამს ?
0
№6
ავტორი: LizarD
23 მარტი 2014 14:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
RojoDiablo,
ველბეკი ფლანგზე უკეთესად თამაშობს ვიდრე ფორვარდათ, კაგავა რუნის უკან ძალიან კარგი იქნებოდა და მეორე ფლანგზე კიდე იანუზაია, ვალენსია ან ნანი, ვნახოთ რომელიც კარგ ფორმაში იქნება, კერიკი და ფელაინი საჭიროა ცენტრში ორივე ჩამშლელია და დაცვას კარგად მიეხმარება. აი ფლანგის დაცვას რაც შეეხება ცუდადაა საქმე და ზოგადად დაცვის ხაზსში დიდი პრობლემებია. კარგი თამაში იყო საერთო ჯამში.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2014 16:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაგავა აუცილებლად უნდ ადადგეს ბაიერნთან, ველბეკი ფლანგზე უფრო შედეგიანია ვიდრე ფორვარდად ჩემი აზრით. ნანის დაყენებაც შეიძლებოდა მანამდე რომ ეთამაშებინა, ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ რაც გვაქვს, ოლდ ტრაფორდის ფანების ფაქტორი, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ბაიერნს ვხვდბით

გუშინ დასაწყისი ძაან მაგარი იყო, მატა–კაგავამ დაგლიჯეს. კარგი მობილური შეტევა გვყავდა, სწრაფი და რამე, უბრალოდ ის კოჭლი აფლავებდა რა. მეორე ტაიმში კიდე არაუშავრდა. ეს ფელაინი მგარი ხეა, იმენა უჯარიმოდ ბურთს ვერ ართმევდა, ყველას გადაუარა
0
№8
ავტორი: Macklemore
23 მარტი 2014 17:00
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ბავარიასთან ალბათ უელბეკს დააყენებს წინ. კაი თამაში იყო, შანსი გვაქვს რევანში ავიღოთ სიტისთან!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top