თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2014, 17:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2094,
კომენტარები: 6
დე ჰეას ინტერვიუ
დავიდ დე ჰეამ manutd.com-ს ინტერვიუ მისცა.
დე ჰეას ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ჰეამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

დავიდ, ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მეტოქე "ბაიერნი" შეგხვდათ. როგორ აფასებთ კენჭისყრის შედეგებს?

სიმართლე გითხრათ შეიძლებოდა უფრო გაგვმართლებოდა, ეს ვარიანტი რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არაა საუკეთესო. ვფიქრობ ყველა დამეთანხმება, რომ "ბაიერნი" ყველაზე ძლიერი გუდნია და ალბათ მთავარი ფავორიტიც. მაგრამ გვესმოდა, რომ სუსტი მოწინააღმდეგე არ შეგვხვდებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. აუცილებელია, რომ ორივე მატჩი თავდაჯერებულად ჩავატაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იქნება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, შანსი ყოველთვის არსებობს.

როგორ როლს თამაშობენ ჩვენი გულშემატკივრები ამ დაპირისპირებაში?

იმ ღამით, როცა "ოლიმპიაკოსს" ვეთამაშებოდით, ისინი შეუდარებელნი იყვნენ. ჩვენ ყოველთვის გვაქვს მათი იმედი ასეთ დღეებში. ჯერ არასდროს უღალატიათ მათ ჩვენთვის და ყოველთვის გვავსებენ ენერგიით. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთივე ატმოსფერო "ბაიერნთანაც" იქნება. როცა გულშემატკივარი ასე გიდგას მხარში - ეს ჰაერივით საჭიროა.

გსიმოავნებდათ როცა გულშემატკივარი თქვენ გიმღეროდათ "ოლიმპიაკოსთან" მატჩში?

დიახ, ეს დაუჯერებელია. როცა ბოლომდე შევსებული სტადიონი შენ სახელს მღერის - ეს დაუჯერებელი გრძნობაა. მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის.

"ბაიერნთან" შევვედრით თქვენ გეძლევათ შანსი ტიაგო ალკანტარა და ხავი მარტინესი იხილოთ. გამოიყენებთ ამ შანსს?

რა თქმა უნდა. გამიხარდება მათი ხილვა გერმანიაშიც და ინგლისშიც. ორივესტან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ორივე მათგანი საუკეთესო ფორმას მოშორებული იქნება.

რას ფიქრობთ მეორე დაპირისირებაზე, სადაც თქვენი ყოფილი კლუბი, "ატლეტიკო" "ბარსელონას" დაუპირისპირდება?

ვფიქრობ არც მათ გაჰხარებიათ კენჭისყრის შედეგები. ნათელია, რომ არც "ბარსელონაა" ყველაზე სასურველი მეტოქე. მაგრამ სიმართლე ასეთია - მიმდინარე სეზონში "ატლეტიკო" გასაოცარ ფეხბურთს აჩვენებს და ისინი უკვე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდთა რიცხვს მიეკუთვნებიან.


სეზონის ბოლოსკენ "სიტისა" და ბაიერნთან" დაპირისპირება მოგიხდებათ. სჯერათ მოთამაშეებს საკუთარი ძალების?


აბსოლუტურად. ეს ლუბი თავს იწონებს მებრძოლი სულით და ხელებს არასოდეს უშვებს. ჯერ კიდევ ვთამაშობთ ევროპაში და გვაქვს ნახევარფინალში გასვლის შანსიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზანი მიღწეულ იქნეს.

redevils.ru
სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
22 მარტი 2014 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რა თქმა უნდა. გამიხარდება მათი ხილვა გერმანიაშიც და ინგლისშიც. ორივესტან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ორივე მათგანი საუკეთესო ფორმას მოშორებული იქნება

ბოროტი:))))))
0
№2
ავტორი: davita
22 მარტი 2014 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ჩათლახია biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№3
ავტორი: Jubo
22 მარტი 2014 19:07
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ფანებს წელს განსაკუთრებულად აფასებენ და ძალიან მომწონს
ამის იმედი მაქ ბაიერნთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: GeorgeBest
22 მარტი 2014 19:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უფრო დიდ გულშემატკივრობას და საოცარ ატმოსფეროს ველი ოლდ ტრაფორდზე, აი ისეთს როგორიც რეალთან იყო, ან უკეთესს. იმედი მაქვს საკუთარ კედლებში ღირსეულად ვითამაშებთ, დე ხეას დიდი მუშაობა მოუწევს

ვიმედოვნებ, რომ ორივე მათგანი საუკეთესო ფორმას მოშორებული იქნება.

ძმა biggrin2
0
№5
ავტორი: RedGirl
22 მარტი 2014 21:17
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ვიმედოვნებ, რომ ორივე მათგანი საუკეთესო ფორმას მოშორებული იქნება.


საღოლ :დდ

გეკუთვნოდა რო გიმღეროდა მთელი სტადიონი ! გაუფორმეთ ამ ბიჭს სიცოცხლის ბოლომდე კონტრაქტი ! :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: red devil
23 მარტი 2014 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რა ნაგლია :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top