თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2014, 16:42
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2089,
კომენტარები: 4
მოიესი: ""იუნაიტედს" "ჩემპიონთა ლიგის" მოგება შეუძლია"
მოიესმა "ოლიმპიაკოსთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "წითლებს" ტიტულის აწევა შეუძლიათ.
მოიესი:
"წითლებმა" "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ საბოლოოდ 3-2 მოიგეს და მოიპოვეს კიდეც მეოთხედ ფინალის საგზური, სადაც ძალიან ძლიერი კლუბები იბრძვიან ტიტულისთვის.

"იუნაიტედი" წელს საშინელ სეზონს ატარებს "პრემიერ ლიგაში". ამასობაში კი მოიესი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული წითლებმა "ჩემპიონთა ლიგის" ტიტულის აწევა შეძლონ.

"ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება,"-განაცხადა მოიესმა "ოლიმპიაკოსთან" მატჩის შემდეგ. "შესაძლებელია ჩვენ ცოტა გაგვიჭირდა მეოთხედ ფინალში გასვლა, თუმცა მე ვერ ვხედავ მიზეზს "იუნაიტედის" ჩამოწერისა "ჩემპიონთა ლიგის" ჩემპიონობის სავარაუდო სიიდან."

"ამ კლუბს შეუძლია ეს და თუ ჩვენ ჩვენ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვიყენებთ, რაც სამწუხაროდ სეზონის განმავლობაში ბევრჯერ ვერ მოვახერხე, მე ვფიქრობ, რომ ყველა გუნდისთვის საშიში ვიქნებით."

"ამ ჩემპიონატში დიდი ისტორია გვაქვს. "იუნაიტედი" ის კლუბია, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთოს ამ ეტაპზე. მეოთხედ ფინალში ყოფნა ჩვენთვის სიურპრიზი არ არის, ამას ხომ "იუნაიტედი" ყოველთვის აკეთებდა. ამიტომაც ახლა რასაც ვეცდებით ბოლო ოთხეულში მოხვედრა იქნება."


როდესაც ჟურნალისტება ჰკითხეს იქნებოდა თუ არა "ოლიმპიაკოსთან" მიღწეული შედეგი "იუნაიტედის" დაბრუნების მაჩვენებელი, მოიესმა ასეთი პასუხი გასცა:

"არ მინდა, რომ დარწმუნებით ვთქვა: ეს სწორედ ის დროა. მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა. "ოლიმპიაკოსთან" ნამდვილად კარგი შედეგი ვაჩვენეთ და გულშემატკივარს კიდევ ერთი ქამბექი შევთავაზეთ. ჩვენ არ ვითამაშეთ კარგად საბერძნეთში, მაგრამ ყველაფერი "ოლდ ტრაფორდზე" დღეს დალაგდა."

"შედეგი კი ერთ რამეზე მეტყველებს-ჩვენ კიდევ ორი თამაში გვაქვს სათამაშო "ჩემპიონთა ლიგაზე". ეს არის სწორედ ის რასაც ველოდით. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენ ამ თამაშებში ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ."

"ბევრი რამ მჭირდება. მაგრამ ამ ყველაფრის დასალაგებლად დროც არის საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ დღეს ფეხბურთელებმა ფანებს მადლობა გადაუხადეს კვირას გაწეული გვერდში დგომისთვის და ჩვენი არმია ისევ ისე, ბრწყინვალედ გვიჭერდა მხარს,"
-ასრულებს "იუნაიტედის" თავკაცი.

ManUtd.com
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: MANUTD FAN.
22 მარტი 2014 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
უეჭველი უნდა მოვუგოთ და ვაჩვენოთ თუ რა შეგვიძლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№2
ავტორი: gilmour
22 მარტი 2014 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რათქმაუნდა შანსები მიზერულია, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც შანსი ჩვენც გვაქვს, და თუ ამ შანსს გამოვიყენებთ ყველაზე ბედნიერი ვიქნები.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
22 მარტი 2014 19:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ რამე გინდა ეს ბაიერნთან უნდა დაამტკიცო. შანსი არის, ძალიან მცირე, ალბათ ყველაზე მცირე ჩვენ გვაქვს მაგრამ მაინც არის

ვნახოთ რა იქნება, ყველას განწირულები ვგონივართ და მიზეზიც აქვთ
0
№4
ავტორი: LizarD
22 მარტი 2014 23:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მომწონს ამ ადამიანის შემართება.. = )) წარმატებები წითლებს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top