თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2014, 20:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2372,
კომენტარები: 2
დე ხეა: "მთავარია რწმენა არ დავკარგოთ"
ახალგაზრდა ესპანელი მეკარე წარმატებას რწმენასა და მუშაობაში ხედავს.
დე ხეა:
"მიუნხენის ბაიერნი" ერთ-ერთი ჩემპიონობოს კანდიდატია. ისინი წელს საოცარ თამაშს აჩვენებენ და მეოთხედ ფინალის საგზური "არსენალთან" გაინაღდეს 3-1 საბოლოო შედეგით. ამას გარდა, ისინი უკვე ორმოცდამეათე თამაშია დაუმარცხებელნი არიან. იმაზე კი ორი აზრი არ არსებობს, რომ "ბუნდესლიგის" თასს წელსაც "ბავარია" აწევს და არც ის არის გამორიცხული, რომ გასული სეზონის შედეგი გაიმეორონ.

დე ხეა, რომელიც გასული თამაშის საუკეთესო მოთამაშე გახდა ფანების ხმათა უმრავლესობით, აცხადებს, რომ "ბაიერნის" დამარცხება რთული იქნება, მაგრამ ის "იუნაიტედში" თამაშობს და არაფერს გამორიცხავს.

"გულწრფელები უნდა ვიყოთ და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრაში უიღბლობამ იჩინა თავი. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ "ბაიერნი" ამჟამად ყველაზე ძლიერი გუნდია მათ შორის ვინც ტურნირში დარჩა. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ამის შესაძლებლობაც არსებობდა."

"ყოველთვის გიწევს ძლიერ გუნდთან თამაში ჩემპიონატის ამ ეტაპზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რწმენა არ დავკარგოთ და ამ რწმენით წავრგდეთ ორივე თამაშში. ჩვენ სახლშიც და გარეთაც რწმენით გავალთ. პირობას გაძლევთ, რომ ამისთვის ნამდვილად ძალიან მაგრად ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც გვძალუძს. ეს არის ჩვენი საქმე. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გუნდი იგებს,"
-დაასრულა ესპანელმა.

"იუნაიტედის" ფანებმა დიდი როლი ითამაშეს მათ წარმატებაში და დე ხეას განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ "ბაიერნთან" იმისთვის, რომ ეს გვერდში დგომა დაუფასონ.

ManUtd.com
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 მარტი 2014 16:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ დავმარცხდებით რისი შანსიც ძალიან დიდია არავინ დაემდურებათ, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ზოგისთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბს შევხდით და თან საშინელი ფორმით + ამას მთავარი გოლეადორი დამტვრეულია, ისედაც საშინელი დაცვა ევრას გარეშე.

მჯერა რომ ჩვენ სიტყვას ვიტყვით
0
№2
ავტორი: red devil
23 მარტი 2014 08:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მე მჯერა თქვენი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top