თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2014, 18:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1985,
კომენტარები: 5
"უფრო ხშირად თამაში მსურს"
რაიან გიგსი სათამაშო დროს ითხოვს.
40 წლის უელსელი "პრინცი" აცხადებს, რომ მას სურს და შეუძლია კიდეც იმაზე მეტი ხანი გაატაროს მოედანზე, ვიდრე ეს ახლა ხდება.

"ოლიმპიაკოსთან" საპასუხო შეხვედრაში, გიგსი მხოლოდ მესამედ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის განმავლობაში.

აღასანიშნავია, რომ უელსელმა შესანიშნავი 90 წუთი გაატარა საბერძნეთის ჩემპიონების წინააღმდეგ და ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მომდევნო კვირას "იუნაიტედს" მანჩესტერული დერბი ელის და გიგსი იმედოვნებს, რომ მას კიდევ ექნება შანსი.

"მინდა თუ არა სეზონის დასკვნით ნაწილში ხშირად თამაში? ამის იმედი ამქვს. მართალია, ბოლო თვეების განმავლობაში ცოტას ვთამაშობ, მაგრამ ამის სურვილი მაქვს."

რაიანს ასევე იმედი აქვს, რომ გუნდი იმ დონეს შეინარჩუნებს, რაც მან "ოლიმპიაკოსთან" აჩვენა.

"გასაგებია თუ რატომ გვაკრიტიკებენ, ჩვენ ხომ ისეთ თამაშს ვეღარ ვაჩვენებთ, როგორსაც მიჩვეულნი არიან. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ამ მოთამაშეებს ეს შეუძლიათ, მაგრამ რამდენიმე მათგანი უკვე ნაადრევად ჩამოწერეს."

"ვფიქრობ დიდი ოსტატები ვართ. ეს "ოლიმპიაკოსთან" ვაჩვენეთ და უნდა გავაგრძელოთ. საკმარისად არასტაბილურები ვართ და ისე ვერ ვთამაშობთ, როგორც "ოლიმპიაკოსთან"

"ჩვენ ეს შეგვიძლია და სწორედ ესაა იმედგაცრუების მიზეზი. ყოველ დღე ვხედავ ვარჯიშებზე თუ რა შეუძლიათ ბიჭებს, მაგრამ ეს მოედანზე არ გადმოაქვთ. ეს კი გვჭირდება"
- აცხადებს გიგსი Manchester Evening News-თან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
21 მარტი 2014 18:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ხო აბა შენ ვინმე შეგეწინააღმდეგება თამაში რო მოინდომო :D
0
№2
ავტორი: Manchester United 14
21 მარტი 2014 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჯერ ბავშვი ხარ კაცო :D wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: ელენე
21 მარტი 2014 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
გიგზ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ასაკში შესულებს აცადე თამაში. :დ:დ:დ
0
№4
ავტორი: salier1
21 მარტი 2014 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
ამის კრიატივი ოლიმპიაკოსთან მაგრად გამოგვადგა, მარამ ფიზიკურად ვეგარ ქაჩავს სამწუხაროდ.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
21 მარტი 2014 22:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ ვიცი არ ვიცი. ოლიპიაკოსთან საერთო ჯამში კარგი იყო, ორი ძალიან მაგარი პასი და დიდი წვლილიც ალბათ, მაგრამ, ბევრი შეცდომაც იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top