თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2012, 23:26
ავტორი: razma21,
ნანახია: 2631,
კომენტარები: 27
დიდი მიზნები.
"იუნაიტედის" დღევანდელი სახე და დიდი მიზნები.
დიდი მიზნები.
პრემიერ-ლიგაში მეთერთმეტე ტური დასრულდა და ალბათ უკვე გამოიკვეთა ის სამი გუნდი, რომლებიც ამ წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ ესენია: "მანჩესტერ იუნაიტედი" , "ჩელსი" და "სიტი". "იუნაიტედი" უკვე ორი კვირაა რაც ლიდერის რანგშია და ალბათ სეზონის პირველ ნახევარშიც არ უნდა დათმოს პოზიციები, რადგან "ჩელსისგან და სიტისგან" განსხვავებით. გუნდი "თანაქალაქელების" გარდა, უკვე ყველა რთულ მეტოქეს წარმატებით გაუმკლავდა. ჩემპიონთა ლიგაზე "ალისფერ ეშმაკებს" 100 პროცეტიანი შედეგიანობა აქვთ, 4 მატჩიდან 4 მოგება და "იუნაიტედი" ერთადერთია ვისაც 12 ქულა აქვს. კლუბმა უკვე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა პირველი ადგილით და უკვე შეუძლია გარკვეული დროით მთლიანად გადმოერთოს პრემიერ-ლიგაზე. ამას ვერ ვიტყვით "ჩელსიზე", რომელსაც ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევს ჯგუფიდან გასავლელად, ამას ალბათ დაღლაც დაემატება და შეიძლება გუნდმა ძალზე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგოს, რაც "იუნაიტედი"_ს წისქვილზე დაასხავს წყალს... ამ მხრივ სიტი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მას მიზერული შანსები აქვს ჯგუფიდან გასვლის.

პრობლემები დაცვაში.


დიდი მიზნები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სეზონში "იუნაიტედის" დაცვა საშინლად გამოიყურება, ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი გაშვებული გოლიც. რომ არა დე ხეას კარგი თამაში რიგ ეპიზოდებში, გუნდს ახლა შეიძლება ორჯერ მეტი გაშვებული გოლიც ჰქონოდა დაცვის დაუდევრობის გამო. ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა თუ რა არის ამის მიზეზი? გუნდს ხომ წინა სეზონშიც იგივე დაცვა ჰყავდა? პასუხი მარტივი მაგრამ ჩახლართულია... ამ ყველაფრის მიზეზი სეზონის დასაწყისში მომხდარი ექსესებია, გუნდს ერთფაშად დაუზიანდა 3 მცველი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი და ჯონათან ევანსი. მართალია გუნდში დაბრუნდა დიდი ხნის პაუზის შემდეგ ნემანია ვიდიჩი, რომელიც რიო ფერდინანდს შეუწვილდა დაცვის ცენტრში, მაგრამ ამდენი ხნის უთამაშებლობაქ იჩინა თავი და ასევე შეუთანხმებლობამაც... შემდეგ ვიდიჩმა ისევ მიიღო დაზიანება და კლუბს იანვრამდე გამოაკლდა. მაგრამ, ამ პერიოდში დაბრუნდა ჯონი ევანსი. ფერდინანდი ახლა მას შეუწვილდა, ჯონი ევანსი კი კარგად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ სწორედ აქ იჩინა ფერდინანდის ასაკმა თავი. იმის გამო, რომ შემცვლელი არ ჰყავდა ხშირად უწევდა თამაში და გადაიღალა კიდეც. მაგრამ, საბედნიეროდ ყველაფერი წარმატებულად სრულდებოდა შეცდომების და მიუხედავად... ალბათ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "იუნაიტედმა" გამოცდილი ცენტრალური მცველი უნდა შეიძინოს, რადგან ჩვენ თუ მცველების ტრამვიანობას გავითვალისწინებთ მივხვდებით, რომ გუნდს მეორე სეზონის წარმატებით ჩატარება გაუჭირდება.

საიმედო ნახევარდაცვა


დიდი მიზნები.


წინა წელს თუ ნახევარდაცვის ცენტრი ერთ-ერთი კრიტიკის არეალი იყო, წელს ამ მხრივ ყველაფერი გამოსწორებულია. გუნდმა ამ მხრივ სრული ცვლილება განიცადა და წინა სეზონთან შედარებით ცენტრი სტაბილურად გამოიყურება. ამაზე ალბათ დიდი გავლენა სკოულზის დაბრუნებამ ითამაშა. ასევე ძალიან დიდ როლს კერიკის კარგი თამაშიც ასრულებს. კერიკი მართლაც ძალიან კარგ ფორმაშია, მართალია ის არცისე ხშირად ჩნდება კადრში, მაგრამ ძალიან დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, კარგად ზღუდავს სივრცეებს და პოზიციურადაც შესანიშნავად დგას. არ დაგვავიწყდეს კლევერლი და ანდერსონი, რომლებიც მართლაც კარგად ათამაშდნენ და როგორც ფერგიუსონი აცხადებს მათ ხშირად მიეცემათ სათამაშო დრო. არ უნდა დავივიწყოთ ასევე ფლეტჩერი, რომელიც დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა. თუ ის კარგად ათამაშდება დარწმუნებული ვარ ის დიდ როლს ითამაშებს გუნდის წარმატებაში. ფლანგებს რაც შეეხება იქ ყველაფერი კარგადაა, გუნდი ძალიან კარგად შლის თამაშს, ძალიან კარგად გამოიყურება მარჯვენა ფლანგი სადაც ანტონიო ვალენსიაა. ის არამარტო შეტევაში ერთვება კარგათ ასევე დაცვაშიც ძალზე სარგებლიანია. ასევე არ უნდა დავივიწყოთ მარცხენა ფლანგი სადაც იანგი და ნანის როტაცია ხდება. გიგზს რაც შეეხება მასზე ალბათ, ალბათ ჩემგან რამის დაწერა ზედმეტი იქნება. ის შესანიშნავია ნებისმიერ პოზიციაზე.

შესანიშნავი შეტევის ხაზი.


დიდი მიზნები.


ვან პერსის ტრანსფერი გუნდზე ძალიან დადებითად აისახა. ახლა, ალბათ "იუნაიტედს" მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმის ხაზი ყავს. რუნი, ვან პერსი, ჩიჩარიტო, ველბეკი და შეტევითი სტილის ნახევარმცველი შინჯი კაგავა. წელს აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუნდი ძალიან ბევრს იტანს. მეთერთმეტე ტური შემდეგ გუნდს 29 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერ-ლიგაში. ძალიან კარგად შეეწყვენ ერთმანეთს რუნი-ჩიჩარიტო-პერსის ტრიო. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ცვლიან ადგილებს ხან ერთი გადაინაცვლებს ფლანგზე ხან მეორე, სწორედ ამიტომაა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მცველები იბნევიან, რის შემდეგაც შეტევა გოლით სრულდება. ველბეკი, რომელიც ძალზე ნიჭიერია, იმედია ათამაშდება და გოლების გატანასაც დაიწყებს, რაც გუნდს დაეხმარება. რაც შეეხება კაგავას, ის მაინც ბოლომდე ვერ შეეწყო გუნდს, მაგრამ ასე ადვილი ნამდვილად არ არის ინგლისში ფეხის აკიდება. ალბათ, როცა მწყობრჩი ჩადგება ისიც ათამაშდება და "იუნაიტედის" შეტევაც შეუჩერებელი გახდება.

დიდი მიზნებისთვის საჭირო გამოცდილება.


დიდი მიზნები.


რაიან გიგზი და პოლ სკოულზი არა მარტო "მანჩესტერ იუნაიტედის" არამედ მთლიანად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდები არიან. ისინი დიდ როლს ითამაშებენ გუნდის წარმატებაში და დიდი მიზნის - ტრებლის მიღწევაში. ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც ერთხელ უკვე შეძლეს ტრებლის მოპოვება და იციან ამის გემო.

ბოსი ბოსებს შორის.


დიდი მიზნები.


26 წლიანი გამოცდილება ერთ გუნდში, ალბათ ამ ადამიანზე სიტყვებიც ზედმეტია. იშვიათად ხდება, რომ ფერგი თამაშის მიმდინარეობის განვითარებაში შეცდეს. ამაში წელს 8 ComeBack_იც მეტყველებს.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გუნდმა უნდა შეძლოს დიდი მიზნის დასახვა და ტრებლის მოპოვება.

დიდი მიზნები.


ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.
სტატიები
27 კომენტარი
№1
ავტორი: Red Hooligan
12 ნოემბერი 2012 23:27
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
სგ რაზმაა :) წელს ყველაფერი ლიგა და პრემიერ ლიგა ჩვენიაა manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№2
ავტორი: razma21
12 ნოემბერი 2012 23:27
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ესეც ჩემით დაწერილი პირველი სტატია :))) წაიკითხეთ მგონი საინტერესო გამომივიდა და იმედია მოგეწონებათ ! love
0
№3
ავტორი: Red Hooligan
12 ნოემბერი 2012 23:28
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ბიჭო Comeback-ააა მგონი :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: Ví Ví
12 ნოემბერი 2012 23:30
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საააააააააააღოლ რაზმა საააააააააააააღოლ
0
№5
ავტორი: razma21
12 ნოემბერი 2012 23:30
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: Red Hooligan
ბიჭო Comeback-ააა მგონი :*

ხო წერის დროს გამომრჩა:)) სპასიბა რო მითხარი love
0
№6
ავტორი: GeorgeBest
12 ნოემბერი 2012 23:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ გიო, პროსტა კერიკი მაგარ ფორმაში ნაღდად არაა biggrin2

Red Hooligan,
ესე მალე წაიკითხე? wink
0
№7
ავტორი: Esi
12 ნოემბერი 2012 23:31
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ ავტორ საღოლ

0
№8
ავტორი: razma21
12 ნოემბერი 2012 23:33
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: GioO_o
პროსტა კერიკი მაგარ ფორმაში ნაღდად არაა

ნაღდად ვერ დაგეთანხმები... დამიჯერე ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და ძალიან კარგადაც... პასებშიც იშვიათად ცდება და მოკლედ რავიცი... რო თამაშობს იმედიანად ვარ ხოლმე :)
0
№9
ავტორი: ViDa
12 ნოემბერი 2012 23:43
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
კარგი ხარ გიოო...წავიდა ფავორიტებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№10
ავტორი: R.v.Persie
12 ნოემბერი 2012 23:49
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ეგაა რა foreveralonehappy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top