როგორც იტყობინება ესპანური გამოცემა AS "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა გადაიხადოს 33 მილიონი "მადრიდის რეალის" თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთვის. ფეხბურთელის ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც მას არ მოსწონს მისი სათამაშო დრო არ დარჩა უყურადღებოდ ნისლიან ალბიონზე.
პრესა იტყობინება, რომ სერ ალექსი უკმაყოფილოა ჩიჩარიტოს არასტაბილური თამაშით, რომელიც ზოგჯერ კარგად თამაშობს ზოგჯერ ცუდად და სწორედ ამიტომ გადაუწყვეტია შოტლანდიელ მწვრთნელს ბენზემას შეძენა.
მიუხედავად ამისა უეინ რუნის ასაკიც მალე თავის სათქმელს იტყვის. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ბენზემამ მიმდინარე ლა ლიგაში სულ 9-ჯერ ითამაშა და აქიდან 6-ჯერ ის შეცვლილი იქნა. კიდევ ორ მატჩში ის შეცვლაზე გამოდიოდა. ერთხელ 90 წუთი მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა. "გოლს პლიუს პასი" ბენზემამ 4 ქულა დააგროვა. (1+3)