თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2014, 16:39
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2109,
კომენტარები: 10
ვისი ბრალია "იუნაიტედის" კრიზისი ?
მოსახსნელად გამზადებული ბანერი და ერთხმად არჩეული "დამნაშავე".
ვისი ბრალია
სერ ალექს ფერგიუსონის კარიერის დასრულებისთანავე, საზოგადოება ერთ აზრზე შეჩერდა - "იუნაიტედს" მომდევნო სეზონში კრიზისი ექნებოდა... მაგრამ თუ რაოდენ მძაფრი იქნებოდა კრიზისი, ეს არავის უწინასწარმეტყველებია. როგორც ჩანს, რეალობა მოლოდინზე უარესი აღმოჩნდა.

გუნდის ფანები სწორედ სერ ალექსს აბრალებენ დღევანდელ მდგომარეობას, რომელმაც შემცვლელად მისივე ჩრდილში სამყოფად განწირული, დევიდ მოიესი აირჩია.

ეს გადაწყვეტილება გამოკითხულთა 40მა პროცენტმა მიიღო. კლუბის მფლობელებს (გლეიზერებს) 32% ერგოთ წილად, ხოლო თავად დევიდ მოიესი 17%-ს დასჯერდა. 4%-ს მიაჩნია, რომ ეს კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელების სინდისზეა, 3% კი ფიქრობს, რომ ამაში ბრალი "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას (ვუდვარდი, გილი და ა.შ) მიუძღვით.

ბოლო ტურში, მიუხედავად სამარცხვინო მარცხისა (0-3), გულშემატკივრების ხმა, მაინც ბოლო წუთებამდე ისმოდა ოლდ ტრაფორდზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფანები იმედგაცრებულები არ არიან მიმდინარე სეზონით.

მოგეხსენებათ, დღეს ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩი გაიმართება. "იუნაიტედი" შინ მასპინძლობს "ოლიმპიაკოსს" თუმცა რთული, ორბურთიანი ბარიაერი აქვს გადასალახი. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ამ ტურნირიდანაც გამოვარდება, მოესის დათხოვნის საკითხი ხელახლა იქნება განხილული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მომდევნო კვირას მანჩესტერული დერბი გველის, რომლის შედეგიც ალბათ მთლიანად გადაწყვეტს დევიდ მოიესის გუნდში ყოფნა/არყოფნის საკითხს.

გულშემატკივართა ერთი ნაწილი მზად არის, ჩამოხსნას ის დიდი ბანერი, რომელზედაც წითელი ასოებით "რჩეული" აწერია და მოესის სახეა გამოსახული, მისსავე გასამხნევებლად. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ "წითელი ეშმაკები" ბერძნების ბარიერს ვერ გადალახავენ.
ვისი ბრალია "იუნაიტედის" კრიზისი ?


ეს დროშა გამოკიდებულ იქნა სეზონის დასაწყისში, იქიდან გამომდინარე, რომ მოესი მართლაც რომ სერ ალექს ფერგიუსონის არჩეულია. თუმცა 50 წლის სპეციალისტმა უამრავ ფანს აიძულა მას განდგუმოდა ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე.

Mirror Sport-ი აპირებს თავიდან ბოლომდე იქნეს საქმის კურსში აღნიშულ ბანერის მოხსნა/დატოვების თაობაზე.

გამოკითხვის შედეგები, რომლითაც დავიწყეთ სტატია, ასეთია:
ვისი ბრალია "იუნაიტედის" კრიზისი ?


წყარო: Mirror
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gio VAN PERSIE123
19 მარტი 2014 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
vfiqrob moisis brali naklebad aris tviton bijebi ekidebian zerelet tamashs roca xasiatze iqnebian igeben roca ara ver es arstabiluri situacia cudia gundistvis tan lideri gamoikveta da rooneym una daalagos gundshi tamashi da esec iqneba imedia
0
№2
ავტორი: Count Alucard
19 მარტი 2014 16:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეც ვფიქრობ რომ ფერგის ბრალია, თვითონ უნდა აერჩია ვინმე ისეთი ვინც მის დაწყებულ საქმეს გააგრძელებდა, ამ შემთხვევაში ეგოისტურად მოიქცა, მოიყვანა სუსტი, მისი დამსახურება გუნდში კიდევ უფრო გამოჩენილიყო და უფრო ეღიარებინათ, მაურინიო ან გვარდიოლა რომ მოსულიყო გუნდს შეძიძლება მციერ ჩავარდნა ქონოდა დასაწყისში მაგრამ ამ დროს აღარაფრი გვექნებოდა სანერვიულო.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
19 მარტი 2014 16:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგის ალბათ იმიტომ რომ არჩევანში შეცდა. ეს უკვე დიდი ხანია აშკარაადა არამგონია ვინმე დაობდეს. მოიესი არაა ის ვინც გვჭირდებოდა
0
№4
ავტორი: Mike
19 მარტი 2014 16:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
იმ 1.42% ტვინში ჩამახედა ნეტა ვისაც გონია რო ეს კრიზისი ფანების ბრალია...
0
№5
ავტორი: UTD-Rule
19 მარტი 2014 16:55
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Mike,
დამასწარი ეგ უნდა დამეწერა wink ალბათ ლივერპულის ფანების ნახელავია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Mike
19 მარტი 2014 17:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
UTD-Rule,
რატომღაც მეც ეგრე მგონია ხანიგა რის ხანიგაა სადმე რო არ წაუხანიგოს derpgop
0
№7
ავტორი: Best 7
19 მარტი 2014 18:47
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სერ ალექსის ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ დევიდ მოიესი აირჩია.
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 მარტი 2014 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფერგიუსონიც ადამიანია და შეცდა, მთავარია ეხლა გამოასწოროს შეცდომა...
0
№9
ავტორი: Red Hooligan
19 მარტი 2014 22:33
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
nika_123,
აი ყველაზე უაზრო, სულელური არგუმენტი ცხოვრებაში რაც მინახია და მომისმენია jackie
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: tamuna
20 მარტი 2014 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
კარიერის დასაწყსში ფერგის კლუბიდან საკითხიც იდგა დღის წესრიგში. ჩემი აზით უნდა ვაცადოთ ცოტაც მოიესს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top