თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2014, 16:28
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1916,
კომენტარები: 5
"ჩვენ წაგებებს მიჩვეული არ ვართ !"
ევრამ "ოლიმპიაკოსთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ ფანებს სიამაყის საბაბს მისცემს.
"იუნაიტედი" წელს ცუდ სეზონს ატარებს, მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც "ლივერპულთან" მარცხი იყო. ამის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა ატყდა. ეს მართლაც ძალაინ იმედგამაცრუებელი შედეგი იყო მოსისხლე მტრებთან.

თუმცა "იუნაიტედის" მცველს, პატრის ევრას, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი და ბოლომდე სჯერა, რომ ისინი უკეთესად წარდგებიან ბერძნების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სამბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.

"როდესაც ვიგებთ, ერთად ვიგებთ და როცა ვაგებთ მაშინაც ერთად ვაგებთ,"-ასეთი პასუხი გასცა ევრამ MUTV-ს, როცა ჰკითხეს ამ სეზონის შესახებ. "ეს რთული სეზონი აღმოჩნდა ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ არ ვართ წაგებებს მიჩვეული. ჩვენ ყოველთვის ვიგებთ. ყველას სურს ამ კლუბისთვის ბრძოლა, ყველას უყვარს ეს კლუბი."

"ჩვენ ვიცით, რომ ცუდი სანახაობა ვაჩვენეთ პირველ თამაშში. 3 წლის "იუნაიტედის" ფანსაც კი ეტკინებოდა გული ამ გამოსვლის შემდეგ. მაგრამ ცხოვრებაში შენ ყოველთვის გაქვს მეორე შანსი და და ეს შანსი ჩვენ დღეს საღამოს გვაქვს. მე არ ვარ ღმერთი და დარწმუნებით წინასწარ ვერაფერს გეტყვით. თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავალთ, რადგან არავინ იცის რა მოხდება, თუმცა მე გპირდებით, რომ ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ და პატივს ვცემთ ჩვენს მაისურს, და აუცილებლად გავაკეთებთ იმდენს, რომ თითოუელმა თქვენგანმა ჩვენით იამაყოს!"
–დაასრულა ფრანგმა.

ManUtd.com
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
19 მარტი 2014 16:36
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვნახოთ,ვნახოთ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი გველოდება დღეს და იმედია იმედებს არ გაგვიცრუებთ what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: gio VAN PERSIE123
19 მარტი 2014 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
nagdi manchesterelia evra eseti ertguli fexburteli ishviatobaa !
0
№3
ავტორი: xvliki
19 მარტი 2014 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
genacvale patrice midi sheberet ra da atiret berznebi bliad mezizgebian
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
20 მარტი 2014 08:54
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართლაც ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. და დაამტკიცეს რომ იუნაიტედს ყველაფრის შემოტრიალება შეუძლია
0
№5
ავტორი: tamuna
20 მარტი 2014 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
Red devils are back <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top