თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2014, 10:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1824,
კომენტარები: 6
მოიესი მატჩამდე
"ოლიმპიაკოსამდე" მოიესმა გუნდზე ისაუბრა.
მოიესი მატჩამდე
"ოლიმპიაკოსთან" გასამართ დღევანდელ შეხვედრამდე დევიდ მოიესმა კლუბში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

გულშემატკივართა მხარდაჭერა


"გულშემატკივართა მხარდაჭერა დაუჯერებელია. ამას "მანჩესტერში" მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობდი. მე ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ უკვე დროა მათ სანაცვლოდ რამე მივცეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საღამო ყველას დაამახსოვრდეს. ძალას არ დავიშურებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად"

"ამ სეზონში გულშემატკივარმა რამდენიმე მოულოდნელი მარცხი განიცადა. ისინი კი მაინც აგრძელებნ ჩვენს მხარდაჭერას. ისინი კლუბის ისტორიაში დიდებული დღეების მომსწრენი არიან და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთი დღეები კიდევ მოვა. რთული დრო ცოტა ხანს გაგრძელდება და ჩვენ, ისევე როგორც ადრე მწვერვალზე დავბრუნდებით"


"ლივერპულთან" მარცხი


"როცა პრინციპულ მეტოქესთან მარცხდები სახლში და თანაც ასეთი ანგარიშით, რა თქმა უნდა უდიდეს იმედგაცრუებას განიცდი. მაგრამ ვიცოდით, რომ ამ კვირას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და კვირის შემდეგ მაშინვე დავიწყეთ მომზადება შემდეგი შეხვედრისთვის."

"ჩვენ კლუბს უკვე აქვს ორ ბურთიანი დეფიციტი აღმოფხვრილი. ბოლოს ეს 1984 წელს მოხდა "ბარსელონას" წინააღმდეგ. რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ როგორც ისტორია აჩვენებს ეს შესაძლებელია. ბრაიან რობსონის გოლები ამის ნათელი მაგალითია."


ფეხბურთელები


"მე მაქვს შესაძლებლობა საკუთარ მოთამაშეებს ყოველ დღე ვაკვირდებოდე. ვიცი, რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ. იმედი მაქვს ყველაფერს გააკეთებენ ოთხშაბათს, რაც შეუძლიათ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ბიჭები წელს თავისთვის უჩვეულო ფეხბურთს აჩვენებენ. მაგრამ მჯერა, რომ ოთხშაბათს ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების საუკეთესო თამაშს ვიხილავთ."


შინჯი კაგავა


"ჩვენ ძალიან ვაფასებთ შინჯის და მას ჩვენი კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად მივიჩნევთ. ახლა ცუდი პერიოდი აქვს, იგი მოედანზე იმაზე ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე სურს. მაგრამ ოთხშაბათს ასეა თუ ისე იგი გარკვეულ მონაწილეობას მიიღებს მატჩში."

მოიესი მატჩამდე

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 მარტი 2014 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ კაცს რო ოპტიმიზმი აქ ტყუილია რააა... ეტყობა ეს არ უყურებდა ადრე მანჩესტერის თამაშებს თორე ესეთ ხასიეთზე არ იქნებოდა.
0
№2
ავტორი: Malboro463
19 მარტი 2014 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დორტმუნდის 1
მანჩესტერის 3.5 ზე მეტი

საერთო კოეფ :3.92
ფსონი: 30
მოგება:117.6 GEL
0
№3
ავტორი: GeorgeBest
19 მარტი 2014 14:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია კაგავა დაგვეხმარება და ათამაშებს, ძაან ჩაგრავს
0
№4
ავტორი: UTD-Rule
19 მარტი 2014 15:30
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საიდან ამდენი ოპტიმიზმი ამ კაცს? what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: gilmour
19 მარტი 2014 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ლიგიდანაც თუ გამოვარდით უკვე გასაგდები კი არა დასაჭერი იქნება ეს კაცი.
უნდა გავიდეთ რა შემდეგ ეტაპზე რო კიდევ რამის ხალისი დაგვრჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამთავრდება დღეს ეს სეზონი ჩვენთვის.
0
№6
ავტორი: gio VAN PERSIE123
19 მარტი 2014 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
imedia yvelaferi egre iqneba rogorc idzaxi dges uechveli moigebs manchesteri
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top