"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ უარი განაცხადა თავისი მომავლის შესახებ საუბარზე და პირობა დადო, რომ მთელ ძალას კლუბს მოახმარს სეზონის დარჩენილ ნაწილში.
"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული რვა წლის შემდეგ ევრამ შესაძლოა კლუბი დატოვოს. თუმცა ევრას არ სურს ამაზე საუბარი.
"ახლა არ არის ჩემს მომავალზე სასაუბროდ შესაფერისი დრო, რადგან ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი. როცა "იუნაიტედის" ფორმას ვირგებ, მთელი ძალით ვიხარჯები, მიუხედავად ჩემი მომავლისა."
"არ ვამბობ, რომ "ოლიმპიაკოსს" უეჭველად გავცდებით, მაგრამ გპირდებით, რომ მთელი არსებით ვეცდებით და მატჩის შემდგომ ჩვენი გულშემატკივრები იამაყებენ"