"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელი, დევიდ მოიესი აცხადებს, რომ იგი არ ღელავს თავის პერსპექტივებზე.
"ჩემი მომავალი ოდნავადაც არ შეცვლილა. მე შესანიშნავი სამუშაო მაქვს. ჩემი კონტრაქტი 6 წელს მოიცავს. ეს კლუბი არა მოკლევადიანი, არამედ ხანგრძლივი ხედვით მუშაობს"
მოიესმა ასევე აღიარა, რომ მისი წინაპარი, სერ ალექს ფერგიუსონი და აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი მას სირთულეების გადალახვაში ეხმარებიან.
"მე სერ ალექსს რეგულარულად ვეხმიანები. ასევე მაშინაც როცა იგი თამაშს ესწრება. მისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. მან არაერთხელ მითხრა, რომ ეს რთული სამუშაო იქნება და ის და ედი მხარს მიჭერენ." - განაცხადა მოიესმა BBC-სთან ინტერვიუში.