თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2014, 21:19
ავტორი: love united,
ნანახია: 2002,
კომენტარები: 9
კავანის მომავალი ისევ გაურკვეველია
ურუგვაელი ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენილ გუნდში გადავა?
კავანის მომავალი ისევ გაურკვეველია
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ეცდება ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის შეძენას ზაფხულში, რათა მომავალ სეზონში იბრძოლონ უფრო მაღალი მიზნებისთვის. "პსჟ"-ს შემტევით დევიდ მოიესი უკვე დიდი ხნის მანძილზე ინტერესდება. მაგრამ ამ დროისთვის კავანის ტრანსფერი "ოლდ ტრაფორდზე" არარეალურია. როგორც მოგეხსენებათ, "იუნაიტედი" დიდი ალბათობით შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, თავად კავანი კი "პსჟ"-ში "ნაპოლიდან" ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ გადაბარგდა.

კავანის მომავალი ისევ გაურკვეველია


კავანის მომავალი ისევ გაურკვეველია


კავანის სურს ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაში, რათა შეინარჩუნოს ადგილი ევროპის ტოპ-შემტევებში. "იუნაიტედის" მომავალი ბუნდოვანია. გუნდი პრემიერ ლიგაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში კი "ოლიმპიაკოსთან" 0-2 დამარცხდა.

კავანის მომავალი ისევ გაურკვეველია


კავანის მომავალი ისევ გაურკვეველია


"პსჟ"-მ კავანისთვის წინა ზაფხულში 55 მილიონი ევრო გადაიხადა. ედინსონის ამჟამინდელი ხელფასი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს, თუ ჩავთვლით იმ თანხას, რასაც ფეხბურთელებს აჭრიან საფრანგეთში. კავანის ალბათ სურს უკეთესი ხელფასი, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე. ასე რომ, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს.

წყარო:dailymail
ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: love united
18 მარტი 2014 21:21
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კავანი-ჰამშიკი იყიდეთ და ძველი დუეტი აღდგება derphappycry
0
№2
ავტორი: GeorgeBest
18 მარტი 2014 21:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგაზე რომ ვიყოთ ხო შეიძლება გვქონოდა კიდეც შანსი, მაგრამ ეხლა რა მიზნით უნდა გადმოიდეს ჩვენთან?
0
№3
ავტორი: Manchester_M
18 მარტი 2014 21:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
და მაინც ვერ ვხვდები რატო უშვებს პსჟ კავანის :X
0
№4
ავტორი: Count Alucard
18 მარტი 2014 23:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Manchester_M,
გაშვებაზე არ არის ძმაო, თვითონ არ უნდა საფრანგეთში კანონი შემოიღეს ვისაც წელიწადში 1 მილიონზე მეტი აქვს შემოსავალი ნახევარს თუ უფრო მეტს სადღაც 60%-ს აჭრიან, ეგეთი კანონი სხვაგან არ არის და მაგიტო უნდა წასვლა. რუნის 300 000 უწერია კონტრაქტში და 240 000 იღებს ანუ მარტო 20%-ს აჭრიან ინგლისში, ის კიდე კვირაში 100 000-ც არ იღებს მგონი იქ ხოდა მაგიტო უნდა სხვაგან 200 000 რომ დაუნიშნონ აქ 160 000-ს აიღებს და ყველა მოგებული დარჩება, უბრალოდ ვან პერსი წავა თუ არა ეგაა საკითხავი.
0
№5
ავტორი: Malboro463
19 მარტი 2014 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
Manchester_M,
გადასახადებია ბევრი ფეხბურთელებიც დიდ ხელფას ითხოვენ
კავანი უკმაყოფილოა კონტრაქტით ალბათ პსჯც გაუმჯობესებას არ აპირებს ისედაც ძვირი უჯდება ფეხბურთელების შენახვა
0
№6
ავტორი: red devil
19 მარტი 2014 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sisulelea tu maincdamainc jobia psgdan moura da verati davitriot
0
№7
ავტორი: lefty
19 მარტი 2014 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
არ წამოვა არანაირად
0
№8
ავტორი: GeorgeBest
19 მარტი 2014 14:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსის ფორვარდი სჭირდება და ყველაფერს შესთავაზებენ, ლიგაზეც არიან და ფულსაც არ დაინანებენ. პესეჟედან დიდი ალბათობით წავა, არამგონია დიად კმაყოფილი იყოს, მითუმეტეს იბრასთან.
0
№9
ავტორი: UTD-Rule
19 მარტი 2014 15:33
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გიორგი,
+1 derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top