თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2014, 20:03
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 1845,
კომენტარები: 8
გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები
მოიესს წარმატების კვლავ სჯერა
გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები
დევიდ მოიესმა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთს, სადაც ისაუბრა, რომ "იუნაიტედში" დიდი გეგმებით არის მოსული და "ლივერპულთან" მარცხი მის მომავალს არ ცვლის.

"ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულთან" მარცხი მთავარი არ გახლავთ. "წითელმა ეშმაკებმა" "შეძლეს" და ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან, ამასთანავე გამოვარდნენ ინგლისის შიდა თასებიდან. მოიესს ლიგაზე ფიქრიღა დარჩენია, თუმცა საქმე იოლად არ არის. შოტლანდიელმა სპეციალისტმა საბერძნეთში მარცხი იწვნია და "ოლიმპიაკოსს" მინიმუმ 3-0 უნდა მოუგოს, თუ შემდგომ ეტაპზე სურს გასვლა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა დევიდ მოიესი ოპტიმისტურად გამოიყუება და ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემთხვევაში კლუბს არ დატოვებს.

"ჩემს მომავალს ერთი მარცხი ვერ შეცვლის. მე მაქვს დიდი სამუშაო და ვიცი როგორ უნდა ვიარო წარმატების გზაზე".

"ამ სეზონში უფრო მეტს მოველოდი, თუმცა ასე არ მოხდა. მომავალში ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვასწორებთ".

"ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. ეს პროექტი მრავალ წელს ითვალისწინებს და შეუძლებელია 1 წელიწადში რაიმეს მოსწრება. სწორედ ეს გახლავთ "იუნაიტედის" სტილი".


"იუნაიტედი" 1-2 "ვესთ ბრომვიჩი"
გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები


"იუნაიტედი" 0-1 "ევერტონი"

გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები


"იუნაიტედი" 0-1 "ნიუკასლი"

გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები


"იუნაიტედი" 1-2 "ტოტენჰემი"

გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები


როგორც ჩანს დევიდ მოიესი კვლავ ინარჩუნებს დიდ ნდობას, იგი კვლავ აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ მომდევნო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. შოტლანდიელი სპეციალისტი მზად არის ამ ზაფხულს სერიოზული ტრანსფერები განახორციელოს, სწორედ ეს დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

მოიესს კიდევ ერთი მხარდამჭერი ყავს, იგი სერ ალექს ფერგიუსონი გახლავთ. შოტლანდიელი "იუნაიტედის" მატჩებზე დასწრებას კვლავ განაგრძობს და როგორც მოიესი ამბობს, რჩევებსაც ხშირად არიგებს.


"მე მასთან სისტემატიური საუბარი მაქვს. მან უკვე დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა. როდესაც მოვდიოდი კლუბში მითხრა, რომ წინ მძიმე სამუშაო მელოდა. სერ ალექსის და ვუდვორდის დიდი მადლიერი ვარ".

პროგრესი რომელსაც "იუნაიტედმა" მიაღწია შესაძლოა უკან დარჩეს, მიზეზი კი "ოლიმპიკოსთან" მარცხი გახლავთ. ყველამ კარგად იცის თუ როგორი უსუსური იყო მოიესი საბერძნეთში. მიუხედავად ამისა, შოტლანდიელს წარმატების კვლავ სჯერა და მზადაა შემდეგ ეტაპზეც გავიდეს.


"ჩვენ ამას ვცდით და აუცილებლად გავაკეთებთ. ეს იქნება რთული, თუმცა არა შეუძლებელი".

მოიესმა "იუნაიტედის" ფეხბურთელებზეც ისაუბრა.

"ვიცით, რომ ჩვენს ბიჭებს სხვებზე კარგად შეუძლიათ თამაში და ამაში არავის არ ეპარება ეჭვი. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. შესაძლოა ისინი არ თამაშობენ ისე როგორც საჭიროა, მაგრამ ვიცი, რომ ხვალ ღამით მაქსიმუმს დადებენ მოედანზე".

"ვფიქრობ, რომ "ოლდ ტრაფორდის" მხარდაჭერა ჩვენდამი ფანტასტიურია. მას შემდეგ რაც "ლივერპულთან" წავაგეთ, ბიჭებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრები წარმატებას იმსახურებენ და მათთვის დასამახსოვრებელი მატჩი უნდა ჩავატაროთ".

"მოედანზე არაფერს დავიშურებთ და იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზეც გავალთ".


"იუნაიტედი" 1-2 "სუონსი"


გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები


"ჩელსი" 3-1 "იუნაიტედი"


გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები


"სტოკი" 2-1 "იუნაიტედი"

გულშემატკივართა ცრემლები და მოიესის დიდი გეგმები

სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
18 მარტი 2014 20:05
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
რავი რა, ყველაზე მეტად მინდა რო მოიესმა წარმატებას მიაღწიოს იუნაიტედში... რო ვწერდი სიახლეს ოპტიმისტური ფიქრები მეძალებოდა, თუმცა არანაირი საბაბი არ მაქვს იმის, რომ მოიესის მჯეროდეს :///
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: red devil
18 მარტი 2014 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vnaxot ras izavs xval imedia davamarcxebt olimpiakoss
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 მარტი 2014 20:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მჯერა მე ამ კაცის, არანაირი საფუძველი აღარ მაქვს რომ მჯეროდეს

ეს ძაან ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდი ეპოქის შექმნას აპირებს თავის ჭკუით. როცა მოვიდა მეც ეგ მინდოდა და ყველას მაგრამ არაა ამის ადგილი ჩვენთან და მინდა რომ წავიდეს. ფერგი თვითონ ვერ ხედავს? ყველაზე მეტად მაგას შესტკივა ეხლა გული და კიდე ეს თუ დაგვიტოვა ან გაუბერა ან კიდე მართლა რამე შეუძლია და ბრმა ვყოფილვარ მე
0
№4
ავტორი: Zuka
18 მარტი 2014 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
მე მჯერა ამ კაცის <3
0
№5
ავტორი: love united
18 მარტი 2014 20:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფერგი ასე ერთი ხელის მოსმით არ გაუშვებს,მითუმეტეს თვითონ იგივე სიტუაციაში იყო და კარგად იცის მოიესი რასაც გრძნობს,გონია რომ ეხლა მოიესის გაშვება რომ მოითხოვოს არასწორად მოიქცევა :დ მე მინდა რომ მჯეროდეს,მაგრამ რეალურად არანაირი საბაბი არ მაქვს ამისთვის...
0
№6
ავტორი: lefty
18 მარტი 2014 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მეცინება ამ კაცზე და მის უსაზღვრო ამბიციებზე
0
№7
ავტორი: Count Alucard
18 მარტი 2014 23:15
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ეს სიახლე უბრალოდ ოპტიმისტურად განგვაწყობს და იმედს ჩაგვინერგავს მაგრამ აზრი არ აქვს, გავა 2 დღე და დაგვანახებს მოისი თუ რასაც წარმოადგენს. 1 წელიწადში წარმატების მიღწევა რთულია როცა ევერტონში მიხვალ, მანჩესტერში რომ მოდიხარ ეგრევე შეგიძლია იმიტომ რომ ფერგიმ რა გუნდიც დატოვა ჩემპიონი თუ არა მინიმუმ მესამე ადგილზე მაინც უნდა გასულიყო, სვანსისთან და სანდერლენდთან არ უნდა აგებდეს თასებზე და 2-0 კიდე ოლიმპიაკოსთან. ამ კაცს არავინ სთხოვდა რომ ეგრევე ტრებლი მოეგო, მინიმუმს ითოხვდნენ ოთხეული, მეტი არაფერი. ამან კიდე ისეთ დღეში ჩააგდო გუნდი როგორსაც ვერავინ წარმოვიდგენდით. ტიპს 6.4 მილიონ ევროს უხდიან წელიწადში მსოფილიოს ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია და გუნდი რა დღეში ყავს.
0
№8
ავტორი: Malboro463
19 მარტი 2014 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რა გარანტია იმის რომ მომავალში გამართლებს? მომავალშიც რომ ლიგის საგზური ვერ მოიპოვოს დაინგრა გუნდი და ეაგ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top