თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2014, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1802,
კომენტარები: 4
მოიესი დამხმარეებს ესაუბრა
დევიდ მოიესი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.
მოიესი დამხმარეებს ესაუბრა
დევიდ მოიესი ორშაბათს თავის დამხმარეებს გაესაუბრა, რათა ერთად შეიმუშაონ არსებული მდგომარეობიდან თავის დაღწევის გეგმა.

კვირას გამართულ შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" მოსისხლე მტერთან, "ლივერპულთან" სამარცხვინო ანგარიშით 0-3 დამარცხდა, "წითელი ეშმაკები" უკვე 12 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის". თუმცა "ქალაქელებს" ორი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ვიდრე "წითლებს".

"იუნაიტედის" დაუსრულებელი წარუმატებლობები ფეხბურთელთა უნიათო თამაშსა და დევიდ მოიესის უსუსურობას მიაწერეს, მაგრამ არანაკლები დანაშაულია ამაში სამწვრთნელო შტაბის ორგანიზაციის.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, მოიესმა კლუბში დამხმარეებად სტივ რაუნდი და კარიერადამთავრებული ფილ ნევილი მოიყვანა. ხოლო მოთამაშე მწვრთნელის ადგილი კი რაიან გიგსმა დაიკავა.

როგორც Goal ამტკიცებს, "იუნაიტედის" შიდა "სამზარეულოში" ეჭვი ეპარებათ მოიესის დამხარეებში, რომელთაც, ისევე როგორც მოიესს ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

ორშაბათს მოიესი თავის დამხმარეებს შეხვდა, რათა მოქმედების გეგმა შეემუშავებინათ. გამოუვიდათ თუ არა სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა, ამას "ოლიმპიაკსოთან" გამართული შეხვედრა გვაჩვენებს ოთხშაბათს.

დავამატებ, რომ გუშინ გაჩნდა ინფორმაცია გიგსისა და მოიესის შესაძლო კამათის შესახებ. მიზეზი კი უელსელის განაცხადში არ მოხვედრა იყო საკვირაო შეხვედრაში. თუმცა Manchester Evening News ამტკიცებს, რომ ამ ინფორმაციამ გიგსი მხოლოდ გააოცა.

fapl.ru
სიახლეები, სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
18 მარტი 2014 14:57
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ფელანი როგორ გაუშვეს derpwhy ამ სამწვრთნელო შტაბიდან გიგიზის გარდა ყველა გასაშვებია
0
№2
ავტორი: GeorgeBest
18 მარტი 2014 17:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღევანდელი იუნაიტედის ცუდი თამაში მთელი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. არამგონია ისეთი ცუდი შედეგი ყოფილიყო ჩვენები რომ დარჩენილიყვნენ. თუნდაც ფელანი და რენე. რა უნდა ნევილს საიდან მოიყვანე სტიპი
0
№3
ავტორი: Manchester_M
18 მარტი 2014 17:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნევილა ფეხბურთის თამაში არ იცოდა და მაგის გაწვრთვნილი გუნდი რა იქნება გადააშენეთ მაგის ფუტურისტი თავი ვინმე ნორმალური ვერ დაითრიეს ?
0
№4
ავტორი: Macklemore
18 მარტი 2014 18:32
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გუნდი მკვდარ ფეხბურთს თამაშობს და მწვრთნელი ვერაფერს ცვლის, სისულელეა უბრალოდ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top