თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2014, 00:06
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2359,
კომენტარები: 11
ტონი კროოსი და მისი როლი "იუნაიტედში"
გერმანელი აშკარად "იუნაიტედის" ტიპის ფეხბურთელია !
ტონი კროოსი და მისი როლი
სიახლეში შემოგთავაზებთ ტონი კროოსს, რომელსაც გაგაცნობთ უფრო ახლოს. მის ყველა დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრებთ აქ. გერმანელი ცენტრალური ნახევარმცველი "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და თუ რატომ სწორედ ამ სიახლეში შეიტყობთ.
ყველაზე გაცვეთილი თემა "იუნაიტედში" ცეტრალური ნახევარმცველის პრობლემაა და არამხოლოდ, თუმცა დღეს მხოლოდ ზემოთ თქმულ პრობლემაზე ვისაუბრებთ.
სხვათაშორის მოიესის მთავარი სამიზნეც სწორედ ცენტრალური ნახევარმცველი იყო, კერძოდ ფაბრეგასი, რომელსაც კატალონიური კლუბი არაფრის დიდებით არ შეელია. საბოლოოდ კი ბელგიელი ფელაინი მივიღეთ, რომელიც ჯერ იმ დონეზე ვერ თამაშობს, რა დონეზეც ის "ევერტონში" თამაშობდა.
კროოსის ტრანსფერზე საუბარი ჯერ კიდევ ზამთარში მიმდინარეობდა, როდესაც ტონი აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვამდა გუარდიოლას მიმართ, რომელიც ტიაგოს ათამაშებს ძირითადში და ფაქტიურად მეორე ნომრად აქცია ტონი კროოსი "ბაიერნში". გარდა ამისა, გერმანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის ზაფხულში სიამოვნებით შეუერთდებოდა პრემიერ ლიგის კლუბს და ეს იმ დროს, როდესაც ყველაზე დიდ ინიციატივას "იუნაიტედი" იჩენს. მაშ, ასე საინტერესოა, გადმოვა თუ არა კროოსი "იუნაიტედში" და რატომ უნდა ვიხილით გერმანელი "წითელი ეშმაკების" რიგებში.
მოგეხსენებათ, რომ "იუნაიტედში" ცენტრალური ნახევარმცველის პრობლემა ძალიან დიდი ხანია დგას. ეს პრობლემა კი ჯერ კიდევ როი კინის წასვლის შემდეგ იჩენს თავს, პლიუს ამას პოლ სკოულზის ასაკში შესვლა და ყველაფერმა ამან გუნდის ცენტრში აშკარა კითხვის ნიშანი გააჩინა. ზუსტად თუ გაინტერესებთ, პოლ სკოულზის ბოლო სეზონის პასების სიზუსტე 92 პროცენტს უტოლდება, ცნობისთვის ტონი კროოსის პასების სიზუსტეც 92 პროცენტია ამ სეზონში.
შეადარეთ კროოსი პოლს და სრულ იდენტურ მაჩვენებლებს მიიღებთ !
მათ აქვთ თანაბარი პასების რაოდენობა, სიზუსტე, ასევე დაცვაშიც იგივე სიზუსტით იღებენ მონაწილეობას და ართმევებიც ფაქტიურად თანაბარი აქვთ. პოლ სკოულზის ანარეკლს "იუნაიტედის" გულშემატკივარი კროოსში დაინახავს. ხო ისე ტყუილი, რომ არ გამოვიდეს პოლ სკოულზი უფრო დიდი სიზუსტით ურტყავდა, ვიდრე ტონი კროოსი ურტყავს, თუმცა არც ისეთი დიდია სხვაობა. ასეთი იდენტობა 2 ფეხბურთელს შორის ძნელი საპოვნელია, სერ ალექსს მისი ყურებისას შეიძლება დე ჟავიუს შეგრძნება ჰქონდეს. რატომ ტონი კროოსი ? ამ 10 წუთიან ვიდეოში ყველაფერი ნათლად არის ასახული, მისი მოქმედება სტადიონზე.



მისი ზომების შემხედვარე გულშემატკივარს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ როგორ არის ის ცენტრალური ნახევარმცველი, თუმცა ის თავისი თამაშით ყველას აოცებს. გერმანელს ნამდვილად არ გაუჭირდება "იუნაიტედის" ძირითადში ადგილის დამკვიდრება.

ტონი კროოსი და მისი როლი "იუნაიტედში"


ტონი კროოსი და დევიდ მოიესი, ერთად თუ ცალკ-ცალკე ?!

როდესაც საუბარია "იუნაიტედის" სამომავლო პერსპექტივებზე, ჩნდება ლოგიკური კითხვა. არის კი პერსპექტივაში მოიესი "იუნაიტედისთვის" სასარგებლო ? და თუ არის, მაშინ როგორ გამოიყენებს შოტლანდიელი კროოსს ???
კროოსი იდეალური იქნებოდა "იუნაიტედისთვის", თუმცა მისი თამაში გაჭირვების მომენტში არავის უნახავს, რადგან "ბაიერნი" ფაქტიურად იდეალური ნახევარდაცვით ახერხებს როლების გადანაწილებას, "იუნაიტედში" კი კროოსი შეუცვლელი ფიგურა უნდა გახდეს.

ტონი კროოსი და მისი როლი "იუნაიტედში"


მოიესი თავს კომფორტულად იგრძნობს კროოსთან ერთად, რადგან მისი დავალება თამაშის გაშლასთან დაკავშირებით ფელაინისთან ერთად ადვილად იქნება შესრულებული კროოსის მიერ. გერმანელი და ბელგიელი აუცილებლად შეავსებდნენ ერთმანეთს, რადგან მათ აქვთ კარგი ტექნიკა და კარგი ალღო. ტომ კლევერლიც და მაიკ კერიკიც ადგილის ფეხბურთელები არიან, ანუ მათი დავალება შექმნა არასდროს ყოფილა, უბრალოდ ბურთების განაწილება.
ნებისმიერ შემთხვევაში, კროოსი, კერიკი, კლევერლი ცენტრში ბურთის საუკეთესო "მფლობელები" ვერ იქნებიან, თუმცა ნამდვილად შეძლებენ ბურთის დიდი ხნით დაჭერას. კროოსი ვერ არის მთლად როი კინი, თუმცა შეუძლია აკეთოს ცენტრში ყველაფერი.
არის მეორე მხარეც, თუ კი მოიესის კროოსისგან გახსნილ და ლაღ ფეხბურთს მოისურვებს, მაშინ კროოს მთელი ცენტრი უნდა ჩააბაროს, პლიუს 1 საყრდენი.
ვან პერსის კომენტარს რაც შეეხება, რომ გუნდელები იკავებენ მის ადგილს კროოსის ტრანსფერით აუცილებლად გამოსწორდება, რადგან ის უბრალოდ არ მისცემს სხვებს დაიკავონ ვან პერსის პოზიცია.
ტონი კროოსი და მისი როლი "იუნაიტედში"


მეორე სეზონი სხვა მენეჯერის ხელში !

თუ კი მოიესს მიეცა კიდევ ერთი შანსი მომდევნო სეზონიდან, მაშინ ის კროოს აუცილებლად დაიმატებს. თუმცა "იუნაიტედის" გულშემაკივართა უმეტესობა აუცილებლად მოითხოვს ამ გუნდში სხვა უკეთესი მწვრთვნელის მოყვანას. ფაქტია, რომ კროოს დღეს ძალიან კარგი მწვრთვნელი ჰყავს და ის თავის საუკეთესოს აჩვენებს. გვარდიოლა ნამდვილად დაამშვენებდა "იუნაიტედს", პლიუს კროოსი. (ასე რეალობისთვის ჯერ მზად არ ვართ).
თუ კროოსის ტრანსფერი შედგა და დიდი ალბათობით ეს ასეც იქნება, მაშინ კლუბს მრავალი სახის ტაქტიკა შეუძლია მოარგოს მხოლოდ და მხოლოდ კროოს. მაგალითად, ძალიან შემტევი ტაქტიკა 4-3-2-1, კროოსი და მის გვერდით კერიკი, ფელაინის წყვილი, წინ მატა - რუნი, ან იანუზაი - კაგავა, შესაძლებლობა ბევრია. გამოკვეთილ ფორვარდად კი რობინ ვან პერსი. კროოსი მოერგება 4-4-2 ტაქტიკას, თუნდაც 4-2-3-1, მთავარია მწვრთვნელს რა დავალება ექნება, ბურთის ფლობა, შეტევა, თუ დაცვა. კროოსის გამოყენება ყველგან შეიძლება ცენტრში.

ტონი კროოსი და მისი როლი "იუნაიტედში"

(კროოსის მოქმედება შალკესთან და მისი პასები)

რა შეიძლება დავუწუნოთ კროოსს ?

პირველ რიგში, თუ კი ის "იუნაიტედში" გადავა მისი სახით უდიდესი კონკურენცია წარმოიქმნება "იუნაიტედში". იანგი, ვალენსია, კაგავა, რუნი, ვან პერსი, მატა, ნანი, ჩიჩარიტო, უელბეკი, იანუზაი. სწორედ ამ ფეხბურთელებიდან უმეტესობა ან დატოვებს გუნდს, ან უბრალოდ მოუწევთ კროოსის "ატანა".
კროოსს, როგორც ყველა კარგ ფეხბურთელს, პრობლემები მასაც ახასიათებს. მაგალითად ხშირად ფორმიდან ამოვარდნა, თამაშიდან გამოთიშვა და ა.შ. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ის უკან აღარ ჩადის დაცვის დასახმარებლად, არა იმიტომ რომ იღლება, არამედ ამას თამაშიდან ამოვარდნა ჰქვია. თუმცა ეს არც ისე ხშირი მოვლენაა. კროოსს ძალიან ხშირად ბაიერნში დაცვითი ტიპის თამაში ევალება და შეიძლება ფელაინისთან ერთად ის მხოლოდ და მხოლოდ ბურთის დაჭერაზე გადავიდეს, თუმცა "იუნაიტედს" ცენტრში აშკარად კრეატიულობა აკლია და კროოსი სწორედ ამიტომ არის საჭირო მოიესის მანჩესტერისათვის.

მოკლედ, რომ ვთქვათ კროოსი არ იქნება წარმატების გასაღები "იუნაიტედისთვის", მასთან ერთად გუნდს ჭირდება მარცხენა მცველი, პლიუს ცენტრალური მცველი და ყველაფერი იქნება იდეალურად. კროოსი არ არის წარმატების გასაღები, თუმცა ის ძალიან დიდ როლს შეიტანს "იუნაიტედის" განვითარებაში.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 მარტი 2014 00:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კროოსი მეორე სქოულზია. ფელაინი–კროოსის დუეტი კარგი იქნება მგონი ცენტრში. გვაქვს შანსი და გამოვიყენოთ, მაგრამ მოიესტან რამდენად მოისურვებს თამაშს ეგ სხვა თემაა

ამაზე უკეთესი კანდიდატურა უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ამის ყიდვა პრობლემების მოგვებას არ ნიშნავს, პრობლემა ერთი კაცია და ვიცით ყველამ ვინცაა
0
№2
ავტორი: Roykeane
18 მარტი 2014 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
manutd hi2 3d_1 acute2 yess2 modi
0
№3
ავტორი: manutdfanfan
18 მარტი 2014 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ეეეეე ისეთ რაგაცეებს ნუ წერთ რისი მოხდენაც შეუძლებელია.დაუკვირდით აბა ეხლა როცა თამაშობ მიუხენის ბაიერნში ძირითადის ფეხბურთელი ყველაფერს იგებ საუკეთესო გუნდი განვითარებისთვის და ჩამოყალიბებისთვის +ამ გუნდის ერთ ერთი ლიდერი ხელფასს რაც შეეხება ბაიერნი 10 თავით ჩვენზე მდიდარია და ის 50 ათასიც კროოსისთვის არ გაუჭირდებათ.კროოსი კი იმ გუნდში სადაც მოიესი იმ გუნდში რომელიც ლიგაზე ვერ გადის ბაიერნიდან რომელიც ყველაფერს იგებს რა პონტში უდნა გადავიდეს და არც გადავა ისევ ჯობია სხვა ისეთ ფეხბურთელებს მივხედოთ რომლის გუნდებთან შედარებითაც ჩვენ უფრო მაგრები ვართ.
კროოსი თუ გადმოვიდა სრული "იდიოტ" მარა დამიჯერეთ არ გადმოვა angry

kroosze tyuil imedebs nu vamyarebt

kroosze tyuil imedebs nu vamyarebt
0
№4
ავტორი: red devil
18 მარტი 2014 05:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გიორგი,
matam tu moindoma kroosi ritia mataze meti? Tu martla unda bavariidan wasvla mashin shansi gvaq davitriot da amistvis moiesi ukan ar daixevs.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 მარტი 2014 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი სტატიაა და კარგად არი ასახული თუ რა კარგი ტრანსფერი იქნება კროოსის გადმოყვანა. რამდენად უნდა ბაიერის დატოვება ეგ სხვა საქმეა, ფაქტია რო კროოს ბოლომდე არ ენდობა გვარდიოლა და რავიცი, იმედია გამოვა რამე...
0
№6
ავტორი: RojoDiablo
18 მარტი 2014 10:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ასეთი კაცი რომ გვწირდება ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ეს არ უნდა ერთადერთი დამატება ცენტრში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Vodafone
18 მარტი 2014 15:06
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ძაან ბევრ პრობლემას მოგვიგვარებს კროსი, მაგრამ გაგვიჭირდება ყიდვა
0
№8
ავტორი: Esi
18 მარტი 2014 15:23
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეჰ ოცნებას იუნაიტედის ფანები არ მოუკლავს
0
№9
ავტორი: DimaSanaia
18 მარტი 2014 16:17
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ძაან მაგარი სტატიაა, ორგაზმი განვიცადე კინაღამ :დ

რაც შეეხება კროოს, ტონის მოსვლა იუნიატედში მზის ამოსვლასავით იქნება... აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ, ნებისმიერ ფასად... პლუს როისი და უსარგებლო ფეხბურთელებისგან უნდა გაიწმინდოს გუნდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№10
ავტორი: xvliki
18 მარტი 2014 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
es kaci minda. roisic kargi ikneba flangze swrafia da pasic kargi akvs, mara vinc ar unda movides azri araakvs sanam moiesi ar wava. maga ar icis fexburti araaa. evertoni da manchesteri gansxvavdeba raa, kidev erti ki ara uamravi shansi konda mara veraperi daamtkica, amitom moiesi unda wavides
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top