თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2014, 23:01
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1798,
კომენტარები: 6
ხუან მატას მორიგი წერილი გულშემატკივარს
მატა: "ქარიშხალი ჩადგება და მზე კვლავ გამოანათებს, ამაში ეჭვი არ მეპარება."
ხუან მატას მორიგი წერილი გულშემატკივარს
გულწრფელი ვიქნები: ასეთ დღეებში ადვილი არ არის აქ შემოსვლა და ბლოგის დაწერა. ისიც კი ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ არაფერს დავწერდი, რადგან ფანების მსგავსად, ჩვენც არანაკლებ იმედგაცრუებულები ვართ. მაგრამ ჩემი ვალდებულება უნდა შევასრულო, ბლოგს ყოველ კვირას ვანახლებ. ამ ორი სეზონის განმავლობაში, ერთი დღეც არ ჩამიგდია, ამიტომ ეს მომავალშიც არ მოხდება, მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა.

ქარიშხალი ჩადგება და მზე კვლავ გამოანათებს. ამაში ეჭვი არ მეპარება. არავინ ამბობდა, რომ ეს ადვილი იქნებოდა, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია. ის ფანტასტიკურ შანსებს გჩუქნის, მაგრამ ხანდახან ძნელად გამოსაყენებელს. ხანდახან არის რთული მომენტებიც, ამიტომ შენ საკუთარ თავში უნდა გამონახო სიამაყე და პროფესიონალიზმი.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სავარჯიშო სესიები მთელი კვირის განმავლობაში ძალიან კარგი იყო და მატჩამდე თავს ოპტიმისტურად ვგრძნობდით. თამაშის დღეს ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ახლაყველაფერს გავაკეთებთ ამ შედეგის დასავიწყებლად მომავალ მატჩებამდე. ვიცით ამ კლუბის ისტორია და მიღწევები, რომელიც გამარჯვების სულისკვეთებაზეა დაფუძნებული. სწორედ ეს განწყობა გვჭირდება "ოლიმპიაკოსის" დასამარცხებლად და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში ვერ ვთამაშობ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" როგორც ერთი რიგითი ფანი, ისე მივალ. ვფიქრობ, პირველივე წუთებში გოლის გატანა და შემდეგ შეხვედრის მოგება სწორედ ფანების დახმარებით უნდა მოვახერხოთ.

სიტყვები არ მყოფნის სტადიონიდან თქვენი მხარდაჭერის ასაღწერად. მაგიჟებს. ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ვერ გავაკეთე ის, რასაც ჩემგან ელოდით. ვიცი სათქმელი მეტი არაფერია, მინდოდა გცოდნოდათ რას ვგრძნობ.

ხუანი
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 მარტი 2014 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გასაგებია რისი თქმაც გინდოდა, მაგრამ ეგ თქვენი ბრალი არაა რო მასეთ დღეში ვართ. მოიესი უნდა წავიდეს და მზეც კვლავ გამოანათებს fellow
0
№2
ავტორი: Jubo
17 მარტი 2014 23:15
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ვერ გავაკეთე ის, რასაც ჩემგან ელოდით

pokerface ფეხბურთელები რა დღეში არიან და ერთი ბოდიში მოიხადოს მოიესმაც, არ მოკვდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2014 23:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვერც ვერაფერს ვერ მოვთხოვ დიდად იქიდან სადაც დგას

ქარიშხალი ჩადგება, მოიესი წავა და მოვა კლოპი, მე მჯერა wink
0
№4
ავტორი: red devil
18 მარტი 2014 05:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გიორგი,
magis shansi 0 :/ moies aravin gaushvebs
0
№5
ავტორი: DimaSanaia
18 მარტი 2014 11:23
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ამიტომ ვაფასებ მატას. შესანიშნავი ადამიანია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№6
ავტორი: Manchester_M
18 მარტი 2014 17:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
Jubo,
ხო მაგის ნამუსიც არ აქ კიდო უტეხად ხან ვის აბრალებს და ხან ვის მაგიტო ვერ ვიტან რა მაგ კაცს !!!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top