თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2014, 22:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1975,
კომენტარები: 4
ახალგაზრდა მეკარის მანჩესტერული სული, ოცნება და წარმატების იმედი
დე ხეა დანებებას არ აპირებს და გულშემატკივარს მაქსიმუმის გაკეთებას პირდება.
ახალგაზრდა მეკარის მანჩესტერული სული, ოცნება და წარმატების იმედი
დავიდ დე ხეა აღიარებს, რომ "იუნაიტედი" ძალიან ცუდად გამოიყურებოდა "ოლიმპიაკოსთან" მატჩში რამდენიმე კვირის წინ, თუმცა ახალგაზრდა მეკარე იმედს არ კარგავს და ფიქრობს, რომ მათი წარდგენა გაცილებით უკეთესი იქნება ოთხშაბათს.

"წითლებს" ძალიან რთული მატჩი ელის და დიდი შრომაც მოუწევთ, რადგანაც ისინი უკვე დამარცხდნენ ათენში 2 ბურთის სხვაობით. საქმეს ართულებს ისიც, რომ "ეშმაკუნებმა" გოლის გატანა ვერ შეძლეს.

თუმცა დავიდ დე ხეა დარწმუნებულია, რომ "წითლები" უკეთესნი იქნებიან თავდასხმაში, "იუნაიტედი" შეძლებს კიდევ ერთი ქამბექის გაკეთებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას.

"ჩვენ ვიცით, რომ კარგად არ გვითამაშია საბერძნეთში. ისინი ჩვენზე უკეთესნი იყვნენ და მოიგეს კიდეც. მაგრამ ახლა, განმეორებითი მატჩი გველის "ოლდ ტრაფორდზე" სადაც გველიან შესანიშნავი ფანები და ჩვენ, მათთან ერთად, მინდორზე ბოლომდე ვიბრძოლებთ პირველივე წუთიდან. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობ, რომ კარგი თამაშის, პრესინგისა და შეტევის ხარჯზე ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას,"-აცხადებს ესპანელი.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენს ხელშია და ვითამაშებთ გაცილებით უკეთ ვიდრე ათენში. ატმოსფეროთი და გუნდით ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს იმისა, რომ მივაღწიოთ წარმატებას და დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მივაღწევთ შემდეგ რაუნდს."

"იუნაიტედის" მენეჯერი კი დიდი წნეხის ქვეშაა. მან უნდა გამოაცოცხლოს გუნდი 3-0 წაგების შემდეგ, თუმცა დე ხეას სჯერა, რომ "ჩემპიონთა ლიგაზე" თამაში ეს უკვე მოტივაციაა.

""პრემიერ ლიგა" და "ჩემპიონთა ლიგა" ეს ორი განსხვავებული თამაშია. ეს ჩემპიონატი გამოვარდნაზეა და შენ აუცილებლად უნდა მოიგო ყოველი შერკინება,"-აცხადებს ესპანელი, რომელმაც ყოფილ კლუბთან ერთად შეძლო ევროპის თასის მოგება.

"ამ ცალკეულ შერკინებებში კი ძალიან დიდი ემოციებია. როცა მატჩი მაქვს სათამაშო, მოუთმენლად ველი და ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენება, ვეღარ ვითმენ ხოლმე. შემდეგ მე მატჩის ყოველი წუთი ძალიან მსიამოვნებს და ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. ჩემი ოცნებაა "ჩემპიონთა ლიგის" აწევა ერთ დღეს. ეს ყველაზე საოცარი შეგრძნებაა,"-დაასრულა დავიდმა.


ManUtd.com
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
17 მარტი 2014 23:19
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
განწყობა როგორც ყოველთვის ოპტიმისტური, და შედეგი.. areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2014 23:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულთან მატჩის მერე რავიცი როგორ ვითამაშებთ

იმედი მაქვს გავალთ შემდეგ ეტაპზე მაგარმ მერე?
0
№3
ავტორი: red devil
18 მარტი 2014 05:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Mere imedia dortmunds shevxvdebit magattan gvaq shansi cota magram jer berdznebs gavcdet
0
№4
ავტორი: Manchester_M
18 მარტი 2014 17:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
red devil,
მეც მინდა რომ დორტმუნდს შევხვდეთ რაგაცნაირად მგონია რომ მოვუგებთ ყოველ შემთხვევაში ფერგის დროს დარწმუნებული ვიყავი რო დორტმუნდს დავახევდით და ახლა არ უნდა გაგვიჭირდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top