თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2014, 21:37
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1374,
კომენტარები: 5
ფანების სიმღერა და რუნის მადლობა გულშემატკივარს
უეინ რუნი გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
ფანების სიმღერა და რუნის მადლობა გულშემატკივარს
ყველა დიდ ხანს ელოდა ამ მატჩს. თითქოს სწორედ ის იყო ეს თამაში, როცა "იუნაიტედი" უნდა გამოსულიყო კრიზისიდან და მისი დაბრუნება "ლივერპულის" ხარჯზე უნდა მომხდარიყო. "ლივერპულს" ჯოჯოხეთი დახვდა სტადიონზე, ფანებმა საოცარი გარემო შექმნეს. თუმცა, მსაჯის შეცდომის, არასწორი გადაწყვეტილებისა, თუ "იუნაიტედის" ცუდი თამაშის გამო, "წითელი ეშმაკუნები" საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ. ამას ვერავინ წარმოიდგენდა. შეიძლება "იუნაიტედს" წაგებული ჰქონდა "ჩელსისთან", "ტოტენჰემთან", "სანდერლენდთან", "ოლიმპიაკოსთან" და სხვებთან, თუმცა "ლივერპულთან" სახლში დამარცხება დიდი შოკი იყო.

მიუხედავად ამ განცდებისა და დიდი დარტყმისა, "იუნაიტედს" გულშემატკივარი ბოლომდე დაუდგა გვერდში თავის კლუბს და ბოლო წუთამდე მღეროდა. რისთვისაც უეინ რუნიმ მათ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელის საშუალებით:

"გუშინ ერთ–ერთი ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და ამასთანავე ძალიან რთული. მინდა აღვნიშნო, რომ ფანები შესანიშნავნი იყვნენ, ისინი ბრწყინავდნენ თამაშის დაწყებიდან ბოლო წუთამდე მიუხედავად შედეგისა. სწორედ ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. ოთხშაბათს დიდი მატჩი გველის და თუ ფანები ასეთ ატმოსფეროს ისევ შექმნიან, მე ვფიქრობ, რომ მოგების და გასვლის დიდი შანსი გვექნება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის !"


გულშემატკივარი მაშინ, როცა "იუნაიტედი" 3 ბურთის სხვაობით მარცხდებოდა "ლივერპულთან".
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
17 მარტი 2014 21:41
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რუნი შენ მაინც რა მოგივიდა
0
№2
ავტორი: love united
17 მარტი 2014 21:42
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უფრო უნდა იაქტიურონ ამათმა!ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს კლუბის მართვაში საერთოდ არ მონაწილეობენ და იმედია უფრო გააქტიურდებიან ამ მხრივ.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2014 22:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი ხალხი love არ იმსახურებდა ეს ხალხი მაგ ანგარიშს, არც ჩვენ wink
0
№4
ავტორი: red devil
18 მარტი 2014 05:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shrek shrek kaia ro darchi mara cudad tamashobt dzaan :/
0
№5
ავტორი: Manchester_M
18 მარტი 2014 17:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მარტო ფანები ვერ მოიგებენ თამაშს თქვენც უნდა გაანძრიოთ ხელ ფეხი :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top