თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2014, 21:35
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 1234,
კომენტარები: 8
რედნაპმა მოიესზე ისაუბრა
Sky Sports_ის ექსპერტი იუნაიტედსა და მოიესზე
რედნაპმა მოიესზე ისაუბრა
Sky Sports_ის ექსპერტმა ჯიმი რედნაპმა თავისი აზრი გამოთქვა "მანჩესტერში" შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

"ლივერპულთან მატჩის შემდეგ მოიესმა თავის თავს უნდა კითხოს: რა ხდება ჩემს გუნდში? თუკი "იუნაიტედი" "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდება, ისინი ჩემპიონთა ლიგას 18 თვით ჩამოცილდებიან".

"მოიესმა ორი ტრანსფერი განახორციელა, თუმცა არც ერთმა არ გაამართლა. ფელაინი არასდროს ყოფილა "იუნაიტედის" დონის, მატა კი თავის პოზიციაზე ვერ თამაშობს. კლუბი ყოველთვის განთქმული იყო რეაქტიული ვინგერებით, ხუანი კი ასეთი მოთამაშე არ გახლავთ. იგი 10 ნომერზე საუკეთესოა, თუმცა არა ფლანგზე. მაგრამ შეუძლებელია მატა შემადგენლობაში არ დააყენო, რადგან მასში ამხელა თანხაა გადახდილი"
._განაცხადა რედნაპმა.

წყარო: redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
17 მარტი 2014 21:36
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ამ კაცს ბოლომდე ვეთანხმები, ორივე გაუმართლებელი ტრანსფერია. თუ ყიდულობ მატას დააყენე რა თავის პოზიციაზე, მარა რუნის სკამზე დასმა არ შეიძლება. ჩემი აზრით ახალი სეზონიდან პერსიმ კლუბი უნდა დატოვოს, ჩემი აზრით :))) რუნი თავის ძველ პოზიციას უნდა დაუბრუნდეს და მატამ 10 ნომერზე უნდა დაიწყოს თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: Luka Gelashvili
17 მარტი 2014 21:45
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ციტატა: Beckham 7
პერსიმ კლუბი უნდა დატოვოს, ჩემი აზრით

არა მარტო შენი აზრით. fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2014 22:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსის კლუბიდან წასვლა დიდი სისულელეა ჯერ ამას ვიტყვი

მაგრამ ერთხელ ხო შეიძლება რუნი ფორვარდად და მატა თავის პოზიციაზე დადგეს? ატარკებს ბოლო თამაშებში პერსი, მაგრამ მაგის წასვლაზე საუაბრი სისულელეა რა
0
№4
ავტორი: Beckham 7
17 მარტი 2014 22:20
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
გიორგი,
და მაგ გადაწყობამ რო გაამართლოს პერსი სკამზე დაჯდომას მოისურვებს? მაშინ მატა აღარ უნდა გვეყიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: washington
17 მარტი 2014 23:16
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: გიორგი
პერსის კლუბიდან წასვლა დიდი სისულელეა ჯერ ამას ვიტყვი

მეც მაგ აზრზე ვარ... შარშან დაფრინავდა ჰოლანდიელი და ეხლა აღარ უნდათ? რაც ტრავმა მიიღო ფორმიდანაა ამოვარდნილი, ამას პლუს შუანახევრიდან 3 გადაბმულ პასს ვერ აკეთებენ და პერსიც იძულებული ხდება ჩამოიწიოს დაბლა და დაეხმაროს ნახევარდაცვას, ლივერპულთანაც ხშირად ჩამოდიოდა და ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა თითქოს ნახევარმცველიაო. ერთი ორი მატჩი და მგონია, რომ დაიბრუნებს თავის ფორმას. ისე მე 4-4-2 ტაქტიკის მომხრე ვარ... ცენტრფორვარდად რუნი და მარჯვნიდან პერსი, მარცხენაზე შემოიტანს და "აბაბანებს" ხოშიანად:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: LizarD
18 მარტი 2014 00:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: washington
შარშან დაფრინავდა ჰოლანდიელი და ეხლა აღარ უნდათ?

გეთანხმები, მაგ ადამიანის დამსახურებით მოიგო ტიტული მანჩესტერმა არ შეიძლება ასე ცუდად მოექცე და გაუშვა.

ფელაინი ტრამვებმა დატანჯა თორემ მშვენიერი დონე აქვს. უბრალოდ შემქმნელი არასდროს ყოფილა და ახლაც ვერ გახდება.
0
№7
ავტორი: red devil
18 მარტი 2014 05:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Felline gamartlebulia da es bolo tamashebshic gamochnda rac sheexeba matas yvela mis moyvanas itxovdit da axla aris gaumartlebeli?
0
№8
ავტორი: Manchester_M
18 მარტი 2014 16:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ათამაშოს მოიესმა გუნდი 4-4-2 მგონი ეს ტაქტიკა ჯობია რასაც გუნდი ახლა თამაშობს თანაც მატაც თავის პოზიციაზე დადგება და რუნიც არ დაჯდება სკამზე წინ პერსი ველბეკი გაუშვას ფლანგზე იანუზაი ნანი ან ვალინსია ეს არის მგონი გამოსავალი სიტვაციიდან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top