დენიელ კრეიგმა, ანუ იგივე ჯეიმს ბონდმა მოსაწვევები გაუგზავნა სერ ალექს ფერგიუსონს და დაპატიჟა მანჩესტერელები ახალი ფილმის პრემიერაზე, თუმცა ფერგიმ ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. საქმე იმაშია, რომ დენიელ კრეიგი "ლივერპულის" გულშემატკივარია. გარდა ამისა ამ ჩვენებაზე, "იუნაიტედის" ფეხბურთელების გარდა თავად "ლივერპულის" ფეხბურთელებიც იქნებიან და ერთობ არა სასიამოვნო შეხვედა და ფილმის ყურება, სერ ალქესისთვის არ იყო მიზანშეწონილი. სერ ალექსს "აგენტი 007-ის" სხვა სერიებიდანაც მოსვლია მიწვევა, თუმცა ყოველ ჯერზე ის უარით პასუხობდა დენიელ კრეიგს. ფერგიუსონმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ ის იცნობს დენიელის დედას, ის მას აეროპორტში შეხვდა და ფერგიმ მას "იუნაიტედის" თამაშზე დასასწრები ბილეთები აჩუქა, "ჯეიმს ბონდისთვის". მან კი არ გამოართვა და უთხრა: "არამგონია ჩემს შვილს თქვენ თამაშზე დასწრების სურვილი ქონდეს, რადგან ის "ლივერპულს" გულშემატკივრობს". ფერგიმ დაამატა, რომ არანაირი სხვა პრობლემა არაა, "უბრალოდ დენიელი "ლივერპულის" ფანია".