თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2014, 00:02
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2824,
კომენტარები: 14
"იდიოტი"
ჟღალთმიანი იდიოტი !
ჩემი სტიატიების მოყვარულებსა და მკითხველებს , ალბათ კარგად ახსოვთ ჩემი სტატია სახელწოდებით რჩეული თუ მსხვერპლი?. ეს სტატია 5 თვის წინ გამოვაქვეყნე და მაშინ მოიესის წარუმატებლობისა და მოსალოდნელი წარმატების შესახებ ვისაუბრე. გავიდა 5 რთული და ემოციებით დახუნძლული თვე, რომელმაც არც მანჩესტერის ფანებს და არც მანჩესტერის ფეხბურთელებს წარმატება არ მოუტანა.

დღეს სრულიად საფეხბურთო სამყარო ტელეეკრანებთან შეიკრიბა, რათა "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" შეხვედრისთვის ეყურებინა. მანამ, სანამ მატჩის პერიპეტიებს განვიხილავდე, ძალიან მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო დევიდ მოიესის ფაქტორი ამ მატჩში.

14 მარტს "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ლივერპული" აღნიშნულ მატჩში აუცილებლად ფავორიტი იქნებოდა. ამ განცხადებაში საპანიკო არაფერი იქნებოდა, თამაში "ოლდ ტრაფორდზე" რომ არ იყოს. "მანჩესტერი" ძალიან ცუდ სეზონს ატარებს, მერსისაიდელები კი პირიქით, ამიტომ ლოგიკურია, რომ ლივერპულელები ფავორიტებად ითვლებოდნენ. თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც მწვრთნელის სიტყვა ჰქვია. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ კომენტარებს აკეთებდა ფერგიუსონი დასაბამიდან უკანასკნელ დღემდე თავისი 27 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში.

სერ ალექს ფერგიუსონმა სრულიად უსუსური "მანჩესტერი" ჩაიბარა და მიუხედავად ამისა ჟურნალისტებთან მუდამ იმას იმეორებდა, რომ ამ გუნდს ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა "მანჩესტერი" მერსისაიდელებს უამრავი ტიტულით ჩამორჩებოდა, სერ ალექსმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი სწორედ "ლივერპულის" დამხობა იყო და მან სიტყვა შეასრულა.

9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დევიდ მოიესი "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი გახდა და ამ დროის განმავლობაში დადებითად დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია. კარგით, გასაგებია, რომ მას დრო სჭირდება რათა თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს, მაგრამ... რა საჭიროა დრო იმისთვის, რომ მწვრთნელმა ელემენტარული მოტივაცია მისცეს ფანებს და ფეხბურთელებს? შთაბეჭდილება მრჩება, რომ დევიდ მოიესს სერიოზული შიში და კომპლექსი აქვს წარუმატებლობის, ამიტომ ის წინასწარ იზღვევს თავს თავისი განცხადებებით.

ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში შოტლანდიელმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები არ არიან მსოფლიო დონის მოთამაშეები. ამის შემდეგ იყო ყველაზე გასაკვირი კომენტარი, რომელსაც არამც თუ მანჩესტერის, არამედ მესამე დივიზიონის მწვრთნელიც კი არ უნდა აკეთებდეს. ვგულისხმობ მოიესის სიტყვებს: "წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის." იბადება კითხვა : თუ მწვრთნელმა არ იცის როგორ მოიგოს, მაშინ ფეხბურთელებმა საიდან უნდა იცოდნენ?

დევიდ მოიესის არაპროფესიონალური მიდგომა უკვე პიკს აღწევს...

ვეით ვოთ?

დიახ, სწორედ ეს კითხვა მიჩნებდა შოტლანდიელის ყოველ ცვლილებაზე. მისი მოსვლის დღიდან მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ მოიესს არ აქვს უნარი იმისა, რომ სწორად განახორციელოს ცვლილება...

ჩვენ ყველას გვახსოვს მოიესის "გენიალური" ცვლილებები. მაგალითისთვის 16 მარტის შემთხვევაც კმარა... მოდით ყველამ ერთად გავიხსენოთ დღევანდელი მატჩის ცვლილებები და ჩამოვწეროთ მწვრთნელის შეცდომები.

1) "ლივერპულმა" მატჩის პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით (1:0) მოიგო და შესვენებაზე ასეტი ანგარიშით გავიდა. შესვენების შემდეგ "იუნიატედის" შემადგენლობა უცვლელი იყო, მაგრამ მეორე ნახევრის დაწყებიდან 27 წამში "იუნაიტედმა" საკუთარ კარში მეორე ბურთი მიიღო, რამაც სიტუაცია უფრო მეტად დაამძიმა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გონიერი მწვრთნელი მიხვდებოდა, რომ მატჩში გარდატეხის შეტანა იყო საჭირო და ეს მხოლოდ ცვლილებების საშუალებით შეიძლება მოხდეს, რაც მოიესმა მატჩის მიწურულს გააკეთა.

2) დევიდ მოიესმა ცვლილება ძალიან გვიან, 76-ე წუთზე გააკეთა. ცვლილება და თან რა ცვლილება... მარუან ფელაინის ნაცვლად, რომელიც ფიზიკურად ძლიერი და მაღალია, შემოიყვანა ტომ კლევერლი, რომელიც ზუსტად იგივე პოზიციაზე თამაშობს და რომელიც ფელაინზე ორჯერ დაბალი და მოუქნელია. ასევე მოედანი დატოვა ადნან იანუზაიმ და მის ნაცვლად შემოვიდა დენიელ ველბეკი, რომელიც გაუგებრად და დაულაგებლად დარბოდა მოედანზე.

3) ნემანია ვიდიჩის უსაფუძვლო გაგდების შემდეგ "ლივერპულმა" მესამე გოლის გატანაც მოახერხა და ანგარიში 3-ამდე გაზარდა. ვიდიჩი 77-ე წუთზე გააძევა კლატენბურგმა, სუარესმა კი გოლი 84-ე წუთზე გაიტანა... გასაგებია, რომ "იუნიატედს" 0:2 ანგარიშზე დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და შეტევა უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ შეტევის გაძლიერება ფელაინის გაყვანით და კლევერლის შემოყვანით, რომ შეუძლებელია ეს ცხადზე უცხადესია, მაგრამ მოდით ამას თავი დავანებოთ... მას შემდეგ რაც ლუის სუარეზმა მესამე გოლი გაუტანა "მანჩესტერს", ცხადი გახდა, რომ მერსისაიდებელი 2009 წლის შემდეგ პირველად წაიღებდნენ "ოლდ ტრაფორდიდან" სამ ქულას, ამიტომ ლოგიკურად მოიესს უნდა შემოეყვანა ან შინჯი კაგავა ან ეშლი იანგი, რომლებიც გუნდს დაეხმარებოდნენ პრესტიჯის გოლის გატანაში.

4) ამის ნაცვლად, მოიესმა მოედნიდან ერთადერთი პლეიმეიკერი, ხუან მატა გაიყვანა და მის ნაცვლად მცველი რიო ფერდინანდი შემოიყვანა... ეს ყველაფერი მატჩის 87-ე წუთზე მოხდა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.. ვთვქათ, რომ დევიდ მოიესს არ სურდა მეტი გოლის გაშვება (2 წუთში) და მას სურდა ასე თუ ისე მცირე სხვაობა დაეფიქსირებინა ტაბლოზე, მაშინ 77-ე წუთზე გაგდებული ვიდიჩის ადგილზე 87-ე წუთზე რიო ფერდინანდი რა ლოგიკით, რომელი საფეხბურტო აზროვნებით და რა მსჯელობით შემოიყვანა? ალბათ ამაზე პასუხი თავადაც არ იცის...

5) მატჩის შემდგომ კომენტარში მოიესმა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" წაგება ნაწილობრივ მსაჯების ბრალი იყო.. კი ბატონო, ვეთანხმები, რომ კლატენბურგმა რიგ ეპიზოდებში შეცდომა დაუშვა, მაგრამ დევიდ კლატენბურგი არ აძლევს მითითებებს შენს ფეხბურთელებს და არც კარში დაარტყამს მატ მაგივრად (1-7).

მოკლედ, ერთი თამაშისთვის ზედმეტად ბევრი და პრინციპული შეცდომაა, ალბათ დამეთანხმებით... სტატიის ბოლოს მინდა გამოვაქვეყნო რამოდენიმე ფოტო, რომლითაც მთელი ინტერნეტ სამყარო მანიპულირებს. ამ ფოტოებში არის აღბეჭდილი სწორედ ის მტკივნეული სიმართლე, რომელიც "მანჩესტერის" თავს ტრიალებს.

"იდიოტი"


"იდიოტი"


"იდიოტი"


"იდიოტი"


"იდიოტი"


"იდიოტი"


"იდიოტი"


ფაქტია ჯერ არასდროს, არასდროს ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია მანჩესტერისათვის...

ყველა ჩავარდნა დროებითია და "იუნიატედი" სულ მალე ფეხზე დადგება, მოიესთან ერთად ან მის გარეშე. ამიტომ ვიქონიოთ მოთმინება და არსოდეს დაგვავიწყდეს, რომ "იუნაიტედი" უკვდავია !

"იდიოტი"


პ.ს : სტატიის სათაური თემატურია და არ ვრცელდება ზოგადი კუთხით.
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
17 მარტი 2014 00:05
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ დიმა!

რავიცი რა ვთქვა...კლოპის ნომერი გაჩითეთ
0
№2
ავტორი: Best 7
17 მარტი 2014 00:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Auuuuuu aset cud gonebaze her ar vyofilxar moies wadi sheni kargi ......
0
№3
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2014 00:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი სტატიაა როგორც ყოველთვის

თუნდაც დღევანდელ მატჩში დაშვებული სეცდომების გამო შეიძლება აკრიტიკო ეს კაცი და არ დასრულდეს მაგის უაზრო გადაწყვეტილებებზე კამათი. ტეხავს რა, ფერდინანდის შემოყვანა ვაბშე პიკი იყო wink დღეს დატოვეს ოლდ ტრაფორდი მაგრამ ბოლოს აჩვენეს როგორ მღეროდნენ ჩვენები, მომეწონა. ყველაზე ცენზურა ხალხია ვინც სტადიონს ტოვებს, ამით მოიეს კი არა გუნდს აყენებს შეურაწყოფას და სახელს უტეხავს
0
№4
ავტორი: gilmour
17 მარტი 2014 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მაგარია სტატიაა დიმა სწორად გაქვს შეფასებული

დღეს ძალიან მაგარი შემადგენლობა გვყავდა მოედანზე, ამ შემადგენლობით კარგი მწვრთნელი ძალიან მაგარ შედეგებს დადებდა.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებს საერთოდ არ აინტერესებთ მოიესი არსებობს თუ არა. ალბათ ბურთის მომტანს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს. არაა ეს კაცი გრანდში გასაჩერებელი. დედა უტირა უკვე გუნდს, მართლა ნერვოზი გაგვიჩინა ყველას, უკვე იმდენჯერ შევრცხვით და გავსაზიზღრდით რომ მგონი ნელნელა მივეჩვევით ამ ყველაფერს, ერთი მარცხით გამოწვეული გამწარება არ გვაქვს მონელებული და ეგრევე ახალს გვიმატებს.
ამ მწვრთნელში არ ჩანს არც პრინციპული ხასიათი, არც დიდი გუნდის მართვის ცოდნა, არც ენთუზიაზმი, არც გამოცდილება, არც მოგების სურვილი. უბრალოდ ერთი საშუალო დონი მწვრთნელია რომელიც სასწრაფოდ უნდა მოშორდეს კლუბს, უბრალოდ მისი ნამოქმედარის გამოსწორებას დრო დაჭირდება. თუნდაც მარტოი იმიტომ რომ ლიგის მიღმა დაგვტოვა და ეხლა გინდა გააგდე და გინდა მოკალი.
0
№5
ავტორი: VaRdo
17 მარტი 2014 02:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ბრავო დიმა. პროფესიონალურად არის ყველაფერი ჩამოყალიბებული რეალურ ფაქტებთან ერთად. ჯიგარი ხარ და გეთანხმები ყველაფერში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: red devil
17 მარტი 2014 07:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor ar shemidzlia ar dagetanxmo aqamde kbilebit vicavdi moies magram axla rac unda is uqnia tavshi qva uxlia
0
№7
ავტორი: Berba 9
17 მარტი 2014 08:17
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საღოლ დიმა კარგი ხარ.

სიმართლე, რომ ვთქვა პირველი 3 ჩავარდნილი თამაშის შემდეგ მოიესს უკვე ეტყობოდა, რომ რაღაც ცუდად დაიწყებდა სეზონს და იქიდანვე უკვე არ მომწონდა. მე ვერ გამიგია ან აქამდე როგორ უნდა დაგეცვა მოიესი, მაგრამ ეგ არაფერი :)) გუშინ მსაჯმა გაგვწირა, თუმცა მოიესმა წაგვაგებინა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: Malboro463
17 მარტი 2014 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამხანაგურბზე შემეპარა ეჭვი მარა მაინც თავლები დავხუჭე ამხანგაურებია და თან ახალი მოსულია მეთქი იანვრამდე მაგრდ მჯეროდა ამ კაცის მარა ეხლა უკვე აღარ
0
№9
ავტორი: MURKA
17 მარტი 2014 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
sad xart is xalxii ro idzaxdit dros schirdebaoo am kacso?amiss bijooo dedass shevecii meee gamitetraa tmaa amden nerviulobashiii ess ariss pitaloo gaaajmevinet amiss dedass shevecii mee!! Moyes Out!!!!!!!!
0
№10
ავტორი: washington
17 მარტი 2014 13:51
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ყოჩაღ დიმა გეთანხმები ყველაფერში... ამკაცის ბრალია ყველაფერი. ჩვენ დავაძალეთ ფილ ნევილის და თავისი ევერტონის ბრიგადის მოთრევა? ფილ ნევილი მატჩების ყურების მეტს არაფერს აკეთებს. ან რა უნდა ქნას შარშან დაასრულა კარიერა და მაგის ფონზე"ც" აზრზე არაა არაფრის... ცვლილებებზე აღარაფერს ვამბობ. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს უეფამ აუკრძალა 3 ცვლილების გამოყენება ან თვითონ არ იცის. ვაიდა სასწაული თუ ვინმემ გაახსენა, რომ 3 ცვლილების გამოყენება შეუძლია ისეთ სასწაულ დროს შემოიყვანს თავის "ცხოვრება" იანგს, რომ .... ტაქტიკა სასწაულიაქვს, კარგი გავიგეთ, რომ ჩაწოდებით ცდილობს მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვრას გუნდი, მაგრამ ჩაწოდებითაც ვეღარ აწვდიან უკვე.. ნუკაროჩე რაა ამაზე გრძელვადიანი შანსი რაღა უნდა მივცეთ? ერთი პრინციპული მატჩი ვერ მოაგებინა გუნდს.. გასაშვებია მოიესი თავისი ასისტენტებიანად... ჯობია ფერგის დაბრუნებაზე იჩალიჩონ ზაფხულამდე და მერე იქნებ კლოპს ან სიმონეს გამოკრან ხელი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top