თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2014, 22:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1821,
კომენტარები: 10
"ლივერპულთან" მარცხი-რუნის ღამის კოშმარი
უეინ რუნი იმედგაცრუებულია და "ლივერპულთან" მატჩის შესახებ საუბრობს.
უეინ რუნიმ "იუნაიტედის" "ლივერპულთან" მარცხი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დღედ ჩათვალა მის კარიერაში.

რუნის განცხადებით, "წითლების" გასახდელში, 3-0 მარცხის შემდეგ, ღამის კოშმარი სუფევდა. ამ შედეგმა, მოიესის ბიჭები მეშვიდე ადგილზე გადაიყვანა და ამასთანავე, 18 ქულით ჩამოტოვა "პრემიერ ლიგის" ამჟამინდელი ლიდერისგან, "ჩელსისგან".

"ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღეა მათ შორის, რაც კი მე კარიერაში მქონია. რთული გადასატანია ჩემთვის. მართალია "ლივერპულმა" კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც რთულია მარცხთან შეგუება. არავის სურს წაგება, განსაკუთრებით ასე და ამგვარ სიტუაციაში, საკუთარ კედლებში."-უცხადებს რუნი MUTV-ს.

"იუნაიტედმა" პირველი და მეორე გოლი პენლების დამსახურებით მიიღო. ამის შემდეგ "წითელი ეშმაკუნების" კაპიტანი მოედნიდან გააძევეს, ხოლო მესამე თერთმეტმეტრიანის გამოყენება კი ჯერარდმა ვერ შეძლო.

"სიტუაცია პირველივე თერთმეტმეტრიანის შემდეგ გართულდა. ჩვენ მეორე ნახევრისთვის გეგმა გვქონდა, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა, როცა მეორე ნახევრის პირველივე წუთზე კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა."

"ქამბექისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გართულდა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და რამდენიმე მომენტიც კი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მაინც ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ მოვახერხებდით ერთი გოლის გატანას მაინც, ამას აუცილებლად მოყვებოდა მეორე და ვინ იცის იქნებ ის შედეგი დაგვედო, რომელსაც გულშემატკივარი ელოდა,"
-დაასრულა უეინმა.

ManUtd.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
16 მარტი 2014 22:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველივე პენალტის მერე რატო უნდა გართულებულიყო? პირველი სამართლიანად დაიდო. მართალია მანამდე არაფერი საშიშროება არ იყო დიდად, მაგრამ ჩვენ თუ გვეჭირა ბურთი რა ვქენით? ვერაფერი. აი ესაა ყველაზე გულდასაწყვეტი. არავინ იცის პენალტების გარეშე ვინ რას იზამდა მაგრამ რაც ვნახეტ იმით ვმსჯელობთ

მოიესი უნდა წავიდეს.
0
№2
ავტორი: DimaSanaia
17 მარტი 2014 00:03
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ჩემთვის საუკუნის კოშმარია... :@:@:@ ეეეეეეეეჰ :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№3
ავტორი: Luka Gelashvili
17 მარტი 2014 00:04
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მოიესი უნდა წავიდეს, მაგრამ ეს არ მოხდება :\
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: Jubo
17 მარტი 2014 00:07
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ერთი პრინციპული თამაშის მეტი ვერ მოვიგეთ წელს. ორი. ორივე წრეში ლივერპულთან წაგება, სიტისთანაც კაცმა არ იცის რას იზამენ ეხლა. ამომიშალეთ რამენაირად ეს სეზონი მეხსიერებიდან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: chudikone
17 მარტი 2014 01:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კოჭები უნდა დაუხვრიტოს მოესს კაცმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: red devil
17 მარტი 2014 07:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sitic gadagvivlis oldtrafordze
0
№7
ავტორი: Malboro463
17 მარტი 2014 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
პირველივე პენალტის მერე გართულდაო 1 გოლზე თუ ტყდება გუნდი კარგად გგქონიათ საქმე
0
№8
ავტორი: Shako Jones
17 მარტი 2014 14:07
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ახალი არაფერი
გეგმები ჰქონდათ
ვერ შეასრულეს დავალება მეტი მიზეზი არ აქვთ
0
№9
ავტორი: xvliki
17 მარტი 2014 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
moiesi unda wavides daabrunet fergi daabrunet fergiiiiiiiiiiiii
0
№10
ავტორი: Manchester_M
17 მარტი 2014 16:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ეგ კი არა ფერგის სახე ნახეთ რო აგებდნენ ? მე მეგონა გამოვარდებოდა და მოიესს დაბრიდავდა მსაჯთან ერთად D:
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top