თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2014, 09:53
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2164,
კომენტარები: 5
ვიდიჩი: "მე ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმე მაქვს"
ვიდიჩი საკითხის გუნდის საკეთილდღეოდ გადაწყვეტაზე ფიქრობს
ვიდიჩი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი სეზონის ბოლომდე (მის წასვლამდე) აპირებს გუნდს ბოლომდე დაეხმაროს და შეუნარჩუნოს "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის საგზური.

"ამ სეზონის დასრულებისთანავე სრულდება ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მე ძალიან მიმძიმს იუნაიტედის დატოვება."-განაცხადა ვიდიჩმა MUTV-სთან მიცემულ ინტერვიუში.

"მე იუნაიტედში ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე, მოვესწარი იუნაიტედის კარგსა და ცუდ მომენტებს. მე იუნაიტედის წარმატებებში მცირე წვლილიც მიმიძღვის, მაგრამ ამას მნიშნველობა არ აქვს მე მაინც დავრჩები ერთი დიდი ოჯახის იუნაიტედის წევრად. მე იუნაიტედი ბევრ რამეში დამეხმარა, დამეხმარა რომ ჩამოვყალიბებულიყავი სრულყოფილ, პროფესიონალ ფეხბურთელად."

"მაგრამ ეხლა მე უნდა დავადგე სხვა გზას. მე უნდა ავყვე ახალ გამოწვევას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იუნაიტედი არ მახსოვს. მე მანჩესტერი მუდამ მემახსოვრება, ჯერ-ჯერობით სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა, მე დაუმთავრებელი საქმე მაქვს, რომელიც აუცილებლად სისრულეში უნდა მოვიყვანო. ჩვენ ჩემპიონატის დასრულებამდე მნიშვნელოვანი მატჩები დაგვრჩა, მე ამ მატჩებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და ჩემს გუნდს რთული პერიოდის გავლაში აუცილებლად დავეხმარები."

"ჩვენ დღეს ვთამაშობთ ლვიერპულის, შემდეგ ოლიმპიაკოსისა და ვესთ ჰემის წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან რთული მატჩები გველის შემდეგ ასევე გვაქვს მანჩესტერული დერბი, ამ ოთხ ძალან მნიშნველოვან მატჩში ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ქულის მოპოვება ჩვენს მოედანზე მაინც. ჩვენ ამ სეზონში ვერ დავიკვეხნით ოლდ ტრაფორდზე მოპოვებული ქულებით, ამიტომ აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება და ჩაგდებული მატჩების აღმოფხვრა."
–დაასრულა ვიდიჩმა

წყარო
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
16 მარტი 2014 09:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
შენ მუდამ იუნაიტედის ნაწილად დარჩები! ♥

კაპიტანო love
0
№2
ავტორი: love united
16 მარტი 2014 11:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ცუდია ბოლო სეზონში თასს რომ ვერ მოიგებს...
0
№3
ავტორი: GeorgeBest
16 მარტი 2014 11:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დრო იყო წასვლის და მიდის, ესეთ ფორმაში რომ არ ყოფილიყო და მაშინ წასულიყო შეიძლებოდა ამზე ცუდის თქმა,მაგრამ დროულია

იმედია დაგვეხმარება ბოლო მატჩებში და ჩვენ სიტყვას ვიტყვით
0
№4
ავტორი: Esi
16 მარტი 2014 13:24
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვიდაა მაგარი კაცი ხარ და ყოველთვის დარჩები იუნაიტედის ისტორიაში!
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 მარტი 2014 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად ღირსეული კაპიტანი იყო და ჯერ კიდევ არის. ყოველთვის მაქსიმუმს დებდა მოედანზე და არ ყოფილა მომენტი რო ბოლომდე არ ებრძოლა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ კაცის მიმართ. love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top