თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2014, 02:47
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1811,
კომენტარები: 10
ვინ შეუწყვილდება რუნის თავდასხმაში ?
დევიდ მოიესი დილემის წინაშეა.
ვინ შეუწყვილდება რუნის თავდასხმაში ?
შოტლანდიელი სპეციალისტი საქებარი სიტყვებით ამკობს რობინ ვან პერსის, მაგრამ აღიარებს რომ ამ უკანასკნელს დიდ კონკურენციას გაუწევს დენი უელბეკი, როდესაც "ლივერპულის" წინააღმდეგ სასტარტო თერთმეტეულის დასახელება გახდება საჭირო.

"ვესტ ბრომვიჩთან" მატჩის დროს, დევიდ მოიესმა ვან პერსი 63-ე წუთზე შეცვალა. მიუხედავად ამისა, მან განაცხადა, რომ ის კმაყოფილი იყო ჰოლანდიელის თამაშით. სწორედ დენი უელბეკმა შეცვალა ვან პერსი და როგორც შემდეგში აღმოჩნდა, შეტევები უფრო სახიფათო გამოდიოდა. ცვლილება გამართლდა და დენიმ გოლის გატანა შეძლო.

მიუხედავად ყველაფრისა, "ლივერპულის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით ისევ ვან პერსი მოხვდება ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მოიესი აღიარებს, რომ უელბეკის ფორმა მას ბევრ საფიქრას გაუჩენს არჩევანის გაკეთების დროს.

"დენი მოწოდების სიმაღლეზეა." აცხადებს მოიესი. "მე მას ეს ორი კვირის წინ ვუთხარი. მან ტრავმა მოიშუშა და მაშინვე დაიწყო გოლების გატანა. შემდეგ მას ჩავარდნა ჰქონდა, მაგრად აშკარაა, რომ ის უფრო და უფრო იხვეწება. დენის თვალებში მე ნაპერწკალს ვხედავ, რაც ჩვენთვის მხოლოდ დადებითის მაუწყებელია."

"როდესაც უეინ რუნი და რობინ ვან პერსი ტრავმის გამო გუნდს აკლდებოდნენ, სწორედ მას გაჰქონდა გოლები და გვეხმარებოდა. დენი კარგი ფეხბურთელია და ძალიან მომწონს იგი. უელბეკი განსხვავდება თავისი თანაგუნდელებისგან (რუნი & ვან პერსი). მას აქვს შანსი ითამაშოს როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე ცენტრშიც. ის ჩვენ არჩევანის საშუალებას გვაძლევს."

მოიესი აცხადებს, რომ უკანასკნელ მატჩში ვან პერსი შეცვლილი იქნა, რადგან მას უკვე ჰქონდა ერთი ყვითელი ბარათი და ალბათობა იმისა, რომ მოედანს ვადაზე ადრე დატოვებდა, ძალიან დიდი იყო.
ვინ შეუწყვილდება რუნის თავდასხმაში ?

მიუხედავად ამისა, შოტლანდიელმა შეაქო ვან პერსი და განაცხადა, რომ ეს მატჩი იყო მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აქამდე 30 წლის ფორვარდს ჩაუტარებია.

"მიმაჩნია რომ რობინს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა გასულ კვირას, "ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ. რადგან ის გაუჩერებლად მოძრაობდა და ვარდნებს ასრულებდა. მე მას ვუთხარი თუ რისი გაკეთება იყო საჭირო, მაგრამ ნახევარიც კი არ შეუსრულებია. შანსი იმისა, რომ იგი გაეძევებინათ ძალიან დიდი იყო, მაგრამ ჩვენ სწორედ ასეთი რობინი გვჭირდება."

"ვიცით რო ვან პერსის ბევრი გოლის გატანა შეუძლია. ის შესანიშნავი ინდივიდუალური ფეხბურთელია, მაგრამ ამასთანავე შეუძლია გუნდური მუშაობაც. სწორედ ეს დაგვანახა მან გასულ მატჩში. ვფიქრობ რომ მან კარგად ითამაშა. მას დიდი ხნის მანძილზე ეჭირა ბურთი და ძალიან მოტივირებული ჩანდა."

"ვიფიქრე რომ რობინი ცდილობდა დაენახებინა ჩვენთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს გუნდისთვის. მან 90 წუთი ითამაშა ჰოლანდიის ნაკრებში, იქნა გაფრთხილებული, გადარჩა გაძევებას... ასე რომ გიჟი უნდა ყოფილიყავი რომ არ გაგეყვანა იმ მომენში ვან პერსი მოედნიდან... მითუმეტეს მაშინ, როდესაც იცი წინ როგორი მატჩები გელის."
დაასრულა მოიესმა.

წყარო: Mirror
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
16 მარტი 2014 07:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Pampersi unda daayenos chemi azrit rogor cud formashic ar unda iyos mainc umaglesi klasi aq
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
16 მარტი 2014 09:22
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვან პერსი უნდა შეუწყვილდეს რუნის აუცილებლად და თუ საჭირო გახდა ველბეკი ან ჩიჩარიტო შეცვლაზე !!
0
№3
ავტორი: love united
16 მარტი 2014 11:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მართალია რვპ არ არის ფორმაში,მაგრამ მაინც რობინამ უნდა ითამაშოს.არ გვაქვს ეხლა ექსპერიმენტების დრო.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 მარტი 2014 11:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსი უნდა დადგეს რა ველბეკი. შეცვლაზე შეიძლება მაგის შემოყვანა უკეთესი იქნება მგონი
0
№5
ავტორი: Best 7
16 მარტი 2014 12:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
პამპერსი ნდა დააყენოს რათქმაუნდა!!
0
№6
ავტორი: N10
16 მარტი 2014 13:04
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ისე მეც ამ ბოლო დროს ვფიქრობ რო დროა ვან პერსი ველბეკმა შეანაცვლოს
0
№7
ავტორი: Manchester_M
16 მარტი 2014 13:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რვპ ძირითადში და თუ არ წაუვიდა ველბეკი ან ჩიჩა შემოვიდეს ჯობია მგონი მაინც გამოცდილება მისას იზავს მგონია :)
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 მარტი 2014 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართალია ვან პერსი არაა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მე მაინც ვთვლი რო რუნი-ვან პერსის დუეტმა უნდა დაიწყოს, იმიტო რო გაცილებით სასარგებლოა ეს დუეტი, ვიდრე რუნი ველბეკი, გარდა ამისა ვან პერსის არც შავი სამუშაოს შესრულება ეზარება და ხშირად ჩამოდის ხოლმე უკან, ბოლოსდაბოლოს ვან პერსია და შეიძლება ისეთი მომენტიდან გაიტანოს გოლი, რომელსაც ვერც წარმოიდგენ.
0
№9
ავტორი: Luka Gelashvili
16 მარტი 2014 14:32
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
უელბეკს ჩიჩა ჯობია რუნის მეწყვილედ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№10
ავტორი: lefty
16 მარტი 2014 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ველბეკი კაი იგროკია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top