თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2014, 22:34
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1767,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" - "ლივერპული" მატჩისწინა პრესკონფერენცია
მოიესმა "ლივერპულთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ბოსი რამდენიმე თემას შეეხო.

მოიესმა ტრამვირებულებზე ისაუბრა:

"ნანი დაბრუნდა. როგორც იცით პორტუგალიელს ძალიან მძიმე ტრამვა ჰქონდა და მის აღმოფხვრას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა იგი მზადაა სათამაშოდ და დიდი ალბათობით თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს. იმედია იგი ძველ ფორმას მალევე დაუბრუნდება."

"ტრამვა ჰქონდათ ასევე ჩიჩარიტოსა და რაფაელს, ისინი დაბრუნდნენ და ვესტ ბრომვიჩთან სათამაშოდ კარგად გამოიყურებოდნენ. ტრამვა საბოლოოდ აღმოფხვრა ასევე ჯონი ევანსმაც."


ბოსი ასევე შეეხო ახალგაზრდა ცენტრალური მცველების თემას. ბოსმა პირობა მისცა გულშემატკვირებს, რომ ვეტერან ფეხბურთელებს ჩაანაცვლდებდა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებით და ბიჭებს შანსს მისცემდა:

"ჯერ-ჯერობით ახალგაზრდა ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. რიო და ნემანია გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდნენ და დროა ორი ტიტანი ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ჩაანაცვლონ, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით მალე არ მოხდება, რადგან ჩვენ რიოსა და ნემანიას გამოცდილება ძალიან გვჭირდება. ჩვენ ძალიან რთული მატჩები გველოდება და ამიტომ ისინი სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ."

შოტლანდიელი ასევე მატჩზეც საუბრობს:

"რაც შეეხება მომავალ მატჩს, ლივერპული ინგლისის პრემიერ ლგიაში ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად რჩება. იუნაიტედი და ლივერპული- ეს ორი ბუმბერაზი გუნდი ერთმანეთს დიდი ხანია ეჯიბრებიან. რა თქმა უნდა, იუნაიტედისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ლივერპულის წინააღმდეგ მატჩი რა თქმა უნდა ყველასგან გამოირჩევა."

"ლივერპულთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ამ მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა. ჩვენ სეზონის პირველ ნახევარში მათ უკვე დავუპირისპირდით, ეს იყო ძალიან რთული მატჩი."


რეპორტიორებმა პრესკონფერენციაზე დასვეს კითხვა: არის თუ არა ლივერპული თამაშის ლიდერი? მოიესმა ამ კითხვასაც უპასუხა:

"ლივერპული წელს ფანტასტიურ სეზონს ატარებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჩვენ უპირატესობა გვაქვს. ჩვენ ამ უპირატესობას ბოლომდე გამოვიყენებთ და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ ამ თვეს ძალიან რთული მატჩები გვაქვს ჩასატარებელი და ლივერპულთან გამარჯვება ძალიან გვჭირდება."

მოიესმა ასევე ისაუბრა, რომ თუ "იუნაიტედი" კვირას გაიმარჯვებდა "ლივერპული" პრემიერ ლიგის ტიტულს ამ სეზონში საბოლოოდ გამოემშვდობებოდა.

"ჩვენ მხოლოდ ერთი მოტივაცია გვაქვს და ეს - გუნდის პროგრესირებაა. ჩვენ ბოლო კვირაში თუ არ ჩავთვლით ოლიპიაკოსის წინააღმდეგ მატჩს თამაშები კარგად ჩავატარეთ. ჩვენ მუშაობა უნდა გავაუმჯობესოთ და ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უნდა გავაგრძელოთ."

"მე ვხედავ ვარჯიშზე ბიჭები მონდომებას. მათ ძალიან სურთ საკუთარი ფორმის გაუმჯობესება და პროგრესირება."


ბოსი ასევე რობი ვან პერსის ფაქტსაც გამოეხმაურა, ჰოლანდიელმა ყველა ჭორი უარყო. რობინ ვან პერსიზე მთელი კვირის განმავლობაში საუბრები არ წყდებოდა, თითქოს იგი მწვრთნელითა და თანაგუნდელებით უკმაყოფილო იყო.

"მე მერამდენჯერ გიმეორებთ, რომ რობინი წასვლას არსად არ აპირებს. იგი ბედნიერია, რომ იუნაიტედში თამაშობს და დიდი ოჯახის ნაწილია. მას არანაირი უთანხმოება მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან არ აქვს. ჩვენ რობინს ძალიან კარგად ვუგებთ. მის შესახებ გავრცელებული ყველა ინფორმაცია ჭორია, ნუ დაუჯერებთ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციებს. მე პრესკონფერენციამდე ამ თემაზე რობინს ვესაუბრე."

მოიესმა ასევე რობინისა და უეინის დუეტზე ისაუბრა:

"ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. უეინმა გუნდთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. უკვე მერამდენეჯერ ვამბობ, რომ უეინისა და რობინის სახით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი გვყავს. ისინი საკუთარი გუნდისა და ნაკრების ლიდერები არიან და გამარჯვებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ასეთი ტიპის ფეხბურთელების ყოლა ყველა გუნდს სურს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩვენთან თამაშობენ და უფრო მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი იუნაიტედში ბედნიერნი არიან და გუნდისთვის ბოლომდე იხარჯებიან"-დაასრულა მოიესმა

Manutd.ru
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
14 მარტი 2014 22:37
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
როგორც იქნა დავასრულე!!

დიდი მედი მაქვს რომ გავიმარჯვეთ ..მთავარია მოიესმა კარგი შემადგენლობა გამოიყვანოს როგოირც ვეს ბრომვიჩთაქნ ყავდა
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 მარტი 2014 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნანის სასტარტოში დაყენება რამდენად გამართლებულია არ ვიცი, წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ რავიცი გამარჯვებული შემადგენლობა რატო უნდა შეცვალო ვერ ვხვდები... 3d_9
0
№3
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2014 23:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანის არ დააყენებს სისულელეა, ამდენი ხნის უთამაშებელი ესეტ მატჩში. იანუზაი–მატა მინდა და ევანსი დააყენოს სმოლინგის ნაცვლად. იმედია ყველაფერი რიგზე იქნება და 3 ქულას ავიღებთ
0
№4
ავტორი: Roykeane
15 მარტი 2014 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
იმედია ამ სასტავს ათამაშებს : დე გეა , რაფაელი , ვიდიჩი , ჯონსი , ევრა , მატა , ფელაინი , ქერიქი , ნანი , რუნი , პერსი და შეცვლაზე შემოიყვანს კაგავას ნანის და ველბეკს ან იანუზაის იმ შემთხვევაში თუ ვერ ითამაშებს ვინმე წინა ხაზში
0
№5
ავტორი: Macklemore
15 მარტი 2014 04:00
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Didi molodinimaq am shexvedris, kaia bichebi ro gamojanmrteldnen da aba midit bichebo, daanaxet vinaa #1 clubi inglisshi!!!
0
№6
ავტორი: red devil
15 მარტი 2014 07:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Roykeane,
nanis dziritadshic ayeneb da shecvlazec shemogyavs? :D
0
№7
ავტორი: Manchester_M
15 მარტი 2014 09:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს მოიესი :)
წარმატებები !!!!!
0
№8
ავტორი: Manchester United 14
15 მარტი 2014 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
red devil,
:D wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top