თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2012, 18:16
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2242,
კომენტარები: 15
ბავშვობის გმირი:ოლე გუნარ სოლსკიაერი
20legend სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში ...
ბავშვობის გმირი:ოლე გუნარ სოლსკიაერი
თქვენ დღესაც გახსოვთ ის მომენტი, როდესაც სოლსკიაერი გუნდში მოვიდა? ჯერ კიდევ "სკოლის მოსწავლე" ჩამოვიდა ნორვეგიიდან, იმისათვის რომ გააძლიეროს მოქმედი ჩემპიონი იუნაიტედი. პირველივე შეხვედრაში მან თავი გამოიჩინა სათადარიგოდან გამოსვლის შემდეგ. გუნდმა იგი მიოლდედან შეიძინა მილიონ ნახევარ ფუნტად, იმისათვის რომ გუნდი ერიკ კანტონასთან და ენდი კოულთან ერთად რომ გაეძლიერებია. იმ წელს სერ ალექს ფერგიუსონმა ხელიდან გაუშვა თავისი მთავარი სამიზნე ალან შირერი, რომელიც ნიუკასლში რეკორდული თანხით 15 მილიონ ფუნტად გადავიდა. ეხლა, ვიხედები უკან და ვფიქრობ, რომ კიდევ კარგი ფერგიუსონმა ვერ შეძლო ალანთან კონტრაკტის გაფორმება.

იმ დროს, არცერთ ჩვენთაგანს ინტერნეტი არ გვქონდა, ამიტომ ყველა ბურთს ვთამაშობდით. მე მქონდა ოცნება, რომ ოდესმე გავმხდარიყავი ისეთივე ვარსკვლავი, როგორიც ენდი კოული, ან კიდევ გარი ნევილი, რომელსაც დიდი სიმპატიებით ვუყურებდი, მაგრამ არასდროს არ მესმოდა, თუ როგორ უნდა გეთამაშა ასეთ მოსაწყენ პოზიციაზე, როგორიც მარჯვენა მცველია. მაშინ არავის ინტერნეტი არ ჰქონდა და არავინ არ იცოდა, თუ როგორ უნდა წარმოეთქვა ამ ნორვეგიელის სახელი. მოგახსენებთ, რომ არც კომენტატორებს ჰქონდათ მაშინ ინტერნეტი და მათაც ყოველთვის ერეოდათ მისი სახელი. ხან ოლე-გუნნერ სოლსკიაერიო, ულეო და ოლე გუნარ სოლსკიაერი. ჩემთვის, შვიდი წლის ბავშვისთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა, თუ როგორ წარმოითქმებოდა მისი სახელი, მაგრამ ყოველთვის ვერიდებოდასოლსკიაერზე საუბარს, რადგან მოულოდნელად შემეძლო არასწორად მეთქვა მისი სახელი და მეგობრები დამცინებდნენ. მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, იმისათვის რომ ყველა მის თამაშზე მეყურებია ტელევიზორში. ოლე გუნარ სოლსკიაერი. იმ დიდებულ გუნდში სადაც თამაშობდნენ:ერიკ კანტონა, რომელიც მალე გუნდს დატოვებდა და თავის სამკლაურს დაუტოვებდა უდიდეს ლეგენდარულ ფეხბურთელს ირლანდიიდან როი კინს, სწრაფი გარი ნევილი, რომელიც ალბათ საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო თავის თაობაში, პოლ სქოულზი, რომელზეც უკვე საკმაოდ არის ყველაფერი ნათქვამი, რაიან გიგზი, ენდი კოული, დენის ირვინი, პეტერ შმეიჰელი, ახალგაზრდა ფილ ჯონსი, შეუკავებელი ნიკი ბატი, ბიძა პალისტერი, სიმპატიური ბექსი. ისინი ყველა მანჩესტერში თამაშობდნენ, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ. ვინ იყო მადრიდის რეალი, ბარსელონა, ლივერპული ან მილანი? ვინ იყვნენ ისინი? ყოველ შემთხვევაში მე ფეხბურთს ასეთი თვალით ვუყურებდი. მე კისრისმოტეხვამდე მიყვარდა ეს გუნდი, რომელშიც ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელები თამაშობდნენ, პლუს მათ კიდევ სოლსკიაერიც დაემატათ. იგი გუნდისათვის ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელიც საჭირო დროს საჭირო ბურთი გაჰქონდა ბექჰემის მიერ ჩაწოდებული ბურთი. მას არაჩვეულებრივად შეეძლო ბურთის მიღება, დამუშავება, ერთ-ორ შეხებაში ბურთის გატანა ბოლო წუთებზე და ისეთი შევხვედრის შემობრუნება შეეძლო, რომელშიც ყველანაირი იმედი დაკარგული იყო.

ბავშვობაში იშვიათად ვტიროდი. შვიდ წლამდე ჩემი დაღვრილი ცრემლი არავის ახსოვს, შემდეგ ეს მოხდა ჭაბუუკობის პერიოდში, როდესაც ძალიან დაძაბული ვითარება იყო და ყველაფერი უსამართლობად მიმაჩნდა. მაგრამ მე მახსოვს ერთი მომენტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, შემთხვევა რომელსაც ეჭვიც არ დაუტოვებია ჩემში. ეს შემთხვევა იუნაიტედი იყო და მე იქვე მივხვდი, რომ ეს გუნდი მეყვარება სანამ ცივ მიწაში არ ჩამაგდებენ. ალბათ ყველას აქვს 99 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩანაწერი ნაყურები. უდაოდ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ბავარიას თამაში მიყავდა, იუნაიტედი კი მეორე გუნდი იყო მოედანზე. მე შვიდი წლის ბავშვი ვუყურებდი ამ თამაშს და ვფიქრობდი, როგორ თუ, ჩემი გუნდი არ დომინირებს მოედანზე და თავს აჩაგვრინებს ამ გერმანულ გუნდს? დანარჩენის მოყოლას აზრი არ აქვს. ნერვიულობა, ცრემლები, სიხარული, რომელებმაც ყველანაირი პრობლემა დამავიწყეს ამ ქვეყანაზე. შმეიჰელი მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში და კუთხური დამატებით 94-წუთზე ... შემდეგ ზეიმი და ლოგინი.


ბავშვობის გმირი:ოლე გუნარ სოლსკიაერი

ცუდად არ გამიგოთ, მე არ მიყვარდა სოლსკიაერი იმის გამო, რომ იგი ოქროს ბიჭათ ითვლებოდა მაშინ, არ მიყვარდა იმის გამო, რომ იყო ისეთივე ცნობილი როგორებიც დღეს არიან კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, ან ისეთივე არაჩვეულებრივი თავდამსხმელი, როგორებიც იყვნენ კიჭა და რუდ ვან ნისტელროი. არა, ეს ასე არ იყო! როდესაც სოლსკიაერი მოედანზე გამოდიოდა, მე გულის ფეთქვა მინელდებოდა, იმიტომ რომ ვიცოდი, მისი მოედანზე გამოსვლას მოყვებოდა ისეთი რამ, რასაც შეეძლო ყველანაირი საფეხბურთო კანონი დაერღვია. ბავშვი მკვლელის სახით იმ პერიოდში მაძლევდა იმედს, იგი ჯოკერი იყო ლეგენდარული შოტლანდიელის ხელში, იგი იყო იუნაიტედის ბოლო იარაღი. და მისი კეთილმეტყველი ღიმილი, რომელიც იქვე მოგაჯადოვებდა.

ოლე გუნარ სოლსკიაერი-ფეხბურთელი, რომლის თამაშზეც გავიზარდე. მისმა თამაშმა სამუდამოდ შემაყვარა მანჩესტერ იუნაიტედი. მისი გამომეტყველება მაიძულებდა, რომ ფეხბურთზე მეყურებია. დღეს, როდესაც მე უფრო დიდი გავხდა, მივხვდი, რომ სოლსკიაერი არ იყო ისეთი დიდი ფეხბურთელი, როგორიც მე მეგონა. მაგრამ, ჩემს გულში იგი დარჩება, იმ ჯადოქრად, რომლის გატანილ გოლებს ყოველთვის ვუყურებ იუთუბზე 30-სა და 40 წლის ასაკშიც. ბავშვობიდან ერთი ოცნება ეხლაც მომყვება, რომ მან შეძლოს აასრულოს საკუთარი ოცნება და გახდეს დიდი იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი. იმედი მაქვს, მას ყველაფერი გამოუვა. მე არ მჭირდება არანაირი გვარდიოლა და მაურინიო. მინდა რომ ჩემს გუნდს სათავეში მხოლოდ ის უდგეს, დამხმარე მწვრთნელად კი რაიან გიგზი. დღეს კი, შემიძლია მხოლოდ მივულოცო ოლეს მისი მეორე ტიტული მიოლდეში. ეს პირველი ნაბიჯია წარმატებისაკენ. 20legend სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, დაე მისი გზა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ამით ჩვენი ისტორია არ დასრულდება.
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
12 ნოემბერი 2012 18:17
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ჩემი სტატია არ არის, ნათარგმნია ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: UTD-Rule
12 ნოემბერი 2012 18:17
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეხლა თასი მოიგო და იმედი მაქვს ფერგის შემდეგ ეს მოვა feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2012 18:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: ViDa
ჩემი სტატია არ არის, ნათარგმნია ))


მერე ნათარგმნი რომ არის მიუწერე წყარო ბიჭო რა :| რა გეზარება? სხვას ვუშლით მაგის გამო იახლეებს და შენ ანალოგიურს აკეთებ :X
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: ViDa
12 ნოემბერი 2012 18:24
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
VaRdo,
მაქვს რამოდენიმე მიზეზი იმისა, რომ წყარო არ დავწერო. გეტყვი რა მიზეზიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№5
ავტორი: Mike
12 ნოემბერი 2012 18:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ViDa,
საღოლლ ლაშშ საღოლ, წყაროს დედაც ეს შენი ემოციები და შენი განცდაა ჯიგარი ხარ!!! love
აი ამიტომ არის ჩვენი საიტი ყყყყველაზე მაგარი, მარტო ჩვენთანაა ესეთი სტატიები ... და ჩემ სტატიას აქაც ჩავაკვეხებ იმედია ლაშა არ მიწყენს )) http://redarmy.ge/144-bbbbbbbbbbbbbb.html
0
№6
ავტორი: ViDa
12 ნოემბერი 2012 18:47
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Mike,
love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№7
ავტორი: captain
12 ნოემბერი 2012 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ჩიჩარიტო იმდენს იზავს მაიკაზე სოლსკიაერს დააწერენ , მაგრამ მგონი მალე გადაუჯოკრავს კიდეც გოლების რაოდენობაში
0
№8
ავტორი: evansi
12 ნოემბერი 2012 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ბავშვი მკვლელის სახი, თუ მკვლელი ბავშვის სახით no
0
№9
ავტორი: chudikone
12 ნოემბერი 2012 19:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მეც მხოლოდ ეს მინდა მთავარ წვრთნელად derphappycry ჩემი ოლე derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: ViDa
12 ნოემბერი 2012 19:12
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
evansi,
პირველი ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top