თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2014, 19:52
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1823,
კომენტარები: 6
მოიესი მოხარულია ნანის დაბრუნებით
მოიესი მოხარულია ნანის დაბრუნებით
პორტუგალიელმა ვინგერმა ტრავმის გამო 19 მატჩი გამოტოვა და შესაბამისად, 7 დეკემბრის შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე. მიუხედავად მძიმე ტრავმისა, პარასკევს დევიდ მოიესმა სასიამოვნო ინფორმაცია გადასცა მედიას. ნანი და კიდევ 3 ტრავმირებული ფეხბურთელი მწყობრში ჩადგნენ.

"ნანი დაბრუნდა." აცხადებს მოიესი. "მას ძალიან მძიმე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ახლა ივარჯიშა კიდეც. იმედი მაქვს ძალიან მალე დაიბრუნებს ძველ ფორმას. რაფაელი, ხავიერ ერნანდესი და ჯონი ევანსიც დაბრუნდნენ მასთან ერთად. მათ ყველას აქვთ შანსი რომ ითამაშონ "ლივერპულის" წინააღმდეგ."

მოიესმა ასევე განიხილა მის განკარგულებაში მყოფი ცენტრალური მცველების თამაში. როგორც ჩანს, ბოსი კმაყოფილია რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის სავარაუდო შემცვლლებით - ფილ ჯონსითა და ქრის სმოლინგით.

"მე ძალიან ნასიამოვნები ვარ ახალგაზრდებით. ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს ვიდიჩისა და ფერდინანდის სახით და მათ გამოცდილების გამო ვიყენებთ. მომავალი მატჩების რაოდენობის გამო, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი და დაუზიანებელი შევინარჩუნოთ." დასრულა მოიესმა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 მარტი 2014 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად რაფაელისა და ევანსის დაბრუნება გამიხარდა, თუმცა კაია რა თქმა უნდა რო ნანი და ჩიჩარიტოც დაბრუნდნენ... winked
0
№2
ავტორი: Manchester_M
14 მარტი 2014 20:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
შემადგენლობა ოპტიმალური იქნება ალბათ ლივერპულთან და იმედია ვინმე ისევ არ შებრუნდება და ოლიპმიაკოსთანაც ოპტიმალური შემართებით და შემადგენლობით წარვდგებით :)
0
№3
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2014 20:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევანსის დაბრუნება უფრო გამიხარდა, მაგრამ კარგია თუ ითამაშებს. ვესტ ბრომვიჩის შემადგენლობა მინდა, ოღონდ სმოლინგის ნაცვლად ევანსი, იდეალური იქნება ალბათ. იანუზაისგან უფრო მეტს ველი
0
№4
ავტორი: red devil
14 მარტი 2014 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kaia ro dabrudnen tramvirebulebi imedia loserpools davamarcxebt
0
№5
ავტორი: gilmour
14 მარტი 2014 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ნანი მაქსიმუმ ზამენაზე დასვას, ამდენი ხნის უთამაშებელს ასეთ მნიშვნელოვან თამაშში არ დააყენებს ძირითადში.
0
№6
ავტორი: Macklemore
15 მარტი 2014 03:46
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Nani asnavnoishi arunda daayenos! Arc evansi. Rafikas gamojanmrteleba kaia, igive shemadgenloba minda da mere cvlilebaze shemova nani
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top