თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2014, 21:12
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1552,
კომენტარები: 6
რუნი: "კაპიტანს მწვრთნელი აირჩევს"
რუნი რამდენიმე თემას შეეხო
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ ნემანია ვიდიჩის წასვლის შემდეგ, გუნდის კაპიტანს მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აირჩევს.

"მე რამდენიმეჯერ მერგო პატივი და მოვირგე კაპიტნის სამკლაური იუნაიტედში. ამჟამად გუნდის კაპიტანი ნემანიაა და მისი წასვლის შემდეგ ახალ კაპიტანს დევიდ მოიესი აირჩევს. თუ დევიდმა მე ამირჩია, ძალიან გამიხარდება და ამ შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები და ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. ჯერ-ჯერობით მოიესს გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ხანი დარჩა და ვიმედოვნებ იგი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს."
-განაცხადა უეინმა ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში.

"ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს სამკლაურის გარეშე თამაშს. მთავარი ისაა, რომ მე იუნაიტედის ღირსებას ბოლომდე ვიცავ, ამიტაც ყველაფერი ნათქვამია. მოედანზე არა მხოლოდ ფეხებით არამედ ხმითაც ვმუშაობ. მე ვეხმარები ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ღირსეულ სპორტსმენებად ჩამოყალიბებაში და ვფიქრობ ამისათვის კაპიტნობა აუცილებელი არ არის."

უეინმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ეხმარება იგი ახალგაზრდა ვარსკვლავს ადნან იანუზაის

"რამდენჯერმე მე და ადნანი ვარჯიშის შემდეგ მოედანზე დავრჩით და ერთად ვვარჯიშობდით ტექნიკაზე დარტყმებზე და სტანდარტებზე. მე ადნანს მუდამ ვეხმარები დამატებითი პრაქტიკის შეძენაში. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან კარგია. მე მუდამ ვეხმარები მას, რათა ყოველ მატჩში უმაღლესი დონე აჩვენოს. ადნანი შესანიშნავი ფეხბურთელია. ადნანის მსგავსად ასევე აუცილებელად მოედანზე გამოსვლის შანსი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებსაც უნდა მივცეთ, რომლებიც მუდამ პირველ გუნდში გამოძახების მოლოდინში არიან და აქ ადგილის დასამკვიდრებლად ყველაფერს აკეთებენ"

Manutd.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 მარტი 2014 21:13
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მომავალი კაპიტანი შენ ხარ უეინ !!
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 მარტი 2014 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამიოკი ჩაურტყა მოიესს wink რა თქმა უნდა რუნი იქნება კაპიტანი, რუნიზე მეტად არავინ იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს love
0
№3
ავტორი: Esi
12 მარტი 2014 22:15
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რაფიკას მიეცით ბიჭო კაპიტნის სამკლაური არ გადამრიოთ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
12 მარტი 2014 22:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკვე ემზადება wink ორი აზრი არაა მას მისცემენ და ეკუთვნის კიდეც
0
№5
ავტორი: chudikone
13 მარტი 2014 00:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ველბეკი კაპიტნად !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Macklemore
13 მარტი 2014 03:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Iasna rooney, sxvagvarad arc sheidzleba !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top