თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2014, 10:22
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1407,
კომენტარები: 6
ზაჰა კვლავ რჩება სოლსკიაერის გეგმებში
ინგლისელ ვინგერ "კარდიფშის" შემადგენლობაშიც უჭირს ადგილის დამკვიდრება.
ზაჰა კვლავ რჩება სოლსკიაერის გეგმებში
მას შემდეგ რაც უილფრიდ ზაჰა არენდის სახით "კარდიფ სიტის" შეუერთდა, იგი იღებდა იმას, რაც დევიდ მოიესის ხელმძღვანელობისას აკლდა, თუმცა ბოლო 2 მატჩია ზაჰას სათადარიგოთა სკამზე ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით, "კარდიფის" ბოსმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გეგმებში დიდი ადგილი უჭირავს ახალგაზრდა ვინგერს.

"თავდაპირველად შაბათის მატჩისთვის მე ვგეგმავდი ზაჰასთვის სათამაშო დრო მიმეცა, მაგრამ ჩემი არჩევანი ფრაიზერ კემბელზე შეჩერდა, რომელზეც ვფიქრობდი, რომ მხოლოდ 60 წუთის გატარებას შეძლებდა მოედანზე, მაგრამ როგორც ვნახეთ, მან თავდაუზოგავად იმუშავა. რა თქმა უნდა, ზაჰას დიდი ადგილი უკავია ჩემს გეგმებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას კლუბში არ მოვიყვანდი." - აცხადებს ნორვეგუელი სპეციალისტი.

"ნორვიჩთან" მატჩში ანგარიში ნონემ გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი კენვეინ ჯონსმა ჩაიწერა საკუთარ აქტივში. ოლე გუნარი კი აცხადებს, რომ მათთან სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

"მე თავად ვიყავი თავდამსხმელი და ვიცი ისინი როგორც ვიფქრობენ, რას გრძნობენ და რისი მიღება უნდათ ვარჯიშისგან. ეს ყველაფერი ხომ სწორად ვარჯიშზეა დამოკიდებული. მე მათ სრული ნდობა გამოვუცხადე და ამაში სანერვიულო არაფერია."

"რთულია, როცა თამაშებს უგოლოდ ატარებ, მაგრამ როცა შეძლებ და ამ "მშრალ" სერიას გოლით დაასრულებ, ისევ ფიქრობ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ. ეს არის თავდაჯერებულობა, რაც თავდამსხმელს სჭირდება. გოლის გატანიდან აცილებამდე ერთი პატარა ნაბიჯია. გოლების უმეტესობა ერთი შეხებით უნდა გადიოდეს." დაასრულა სოლკიაერმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 მარტი 2014 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეეეჰ როგორ ვერ აეწყო ამ კაცის კარიერა რაა, არადა უნიჭიერესი ფეხბურთელია. რავიცი იმედია მომავალი წლიდან ჩადგება ფორმაში.
0
№2
ავტორი: Macklemore
12 მარტი 2014 10:32
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Imedia zaha daixveweba da 2jer ufro dzlieri dagvibrundeba sezonis bolos.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
12 მარტი 2014 11:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქაც ვერ მოიკიდა ფეხი და ვერ ხვდება ძირითადში. ცუდია რა, დარჩენილ მატჩებში იმედია ათამაშებს
0
№4
ავტორი: Manchester_M
12 მარტი 2014 19:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მოდი ვთქვათ რა იანუზაის უფრო გაუმართლაა ვიდრე ზაჰას ვფიქრობ ზაჰასთვის მოიესს შანსი რომ მოიეცა როგორიც იანუზაის მიცა იანუზაის არ ჩამოუარდებოდა :X მაგრამ რატო არ მიცა შანსი არავინ იცის მოიესის გარდა
0
№5
ავტორი: LizarD
12 მარტი 2014 20:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
თავის თავი გამოავლინოს ბოლომდე. ძალიან მაგარი მოთამაშეა. - ((
0
№6
ავტორი: red devil
13 მარტი 2014 07:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Mand mainc atamashet :@
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top