კლუბის ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუ აიღო კასპერ ხეისელბერგიდან,რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" პორტუგალიაში ახლდა კერძოდ კი ქალაქ ბრაგაში.
როგორი ქალაქია ბრაგა ?
"რეალურად,მე ნამდვილად მომეწონა ეს ქალაქი,მიუხედავად იმასა,რომ იქ სულ ცუდი ამინდია.ძალიან ბევრი ლამაზი ადგილები ვნახე ბრაგაში.მე ზოგადად ხანგრძლივი მოგზაურობები მიყვარს,რადგან რამოდენიმე დღეში ვერ ასწრებ ქალაქის ღირსშესანიშნაობების ნახვას,ასევე სრულად ვერ ეცნობი ქალაქის სამზარეულოს.აქამდე არაფერი გამეგო ქალაქ ბრაგას შესახებ.აქ ნამდვილად ბევრი ისეთი ადგილის,რაც აუცილებლად უნდა ნახოთ."
კარგი ურთიერთობა დაამყარეთ ადგილობრივებთან ?
"ძალიან თბილი ! იქ ნამდვილად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.მოედანზე მოდიოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდა გოგოები,რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდასაჭერ სიმღერებს მღეროდნენ.ეს ჩვენ გაგვიკვირდა,მაგრამ ამავდროულად გვესიამოვნა."
რას ფიქრობთ თამაშის შესახებ ?
"მატჩის პირველმა ნახევარმა ნამდვილად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.მათ ძალიან ბევრი მომენტის შექმნის უფლებას ვაძლევდით.საბედნიეროდ მათ მხოლოდ ერთის გამოყენება შეძლეს,როდესაც ჩვენ ბურთი გავუშვით დარწმუნებული ვიყავი,რომ ჩვენი ბიჭები ყველაფერს გააკეთებდნენ ამ მატჩის მოსაგებად.სტადიონზე ბევრი ხარვეზები იყო,თუნდაც ის,რომ სინათლე გამოირთო.ტრიბუნიდან ვყვიროდით: "ჩვენ ვაპირებთ ვითამაშოთ სიბნელეშიც!" შესვენებამ ჩვენ ბიჭებს ძალა დაუბრუნა და ამ ყველაფერმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა."
ერთიანები არიან ის ჯგუფები რომლებიც გუნდს სხვადასხვა ქალაქებში დაყვება ?
"ნამდვილად.მე ვიცი ბევრი ისეთი ადამიანი,რომელსაც არცეთი თამაში არ გამოუტოვებია "მანჩესტერ იუნაიტედის".არიან ისეთები,რომლებსაც სოციალური ქსელით ვეკონთაქტებით."
რა გრძნობთ,როდესაც ესეთი ვიზიტებით გუნდს მიჰყვებით ?
"ეს ნამდივლად საუკეთესო დროის გასაყვანია.ჩვენ მოედანზე საუკეთესო ატმოსფეროს ვქმნით.ვასრულებთ "მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერ სიმღერებს,ვყვირით ბოლო ხმაზე და სწორედ ეს არის საუკეთესო გრძნობა. ჩვენ იქ სრულიად თავისუფლები ვართ."