"მანჩესტერ იუნაიტედმა" და პარტნიორმა კორპორაციამ "ტოშიბა მედიქალ ცენტრმა" დღეს ოფიციალურად აონის სავარჯიშო კომპლექსში სამედიცინო ცენტრი გახსნეს.
"იუნაიტედმა" "ტოშიბა მედიქალ ცენტრთან" პარტნიორული ხელშეკრულება 2012 წლის ოქტომბერში გააფორმა და იაპონურმა კორპორაციამ კი დღეს წარმოადგინა ახალი შენობა - ულტრათანამედროვე სამედიცინო კომპლექსი, რომელის საშუალებითაც ფეხხბურთელები სწრაფად გაიგებენ დიაგნოზს, ასევე ექიმები ფეხბურთელებს დაეხმარებიან ფიზიკურ მომზადებაში. ასევე ცენტრი მოკლე ვადაში ჩამოაყალიბებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაღალი დონის სპორტსმენებად.
ექიმი სტივ მაქნილი, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია "იუნაიტედში" ექიმად მუშაობდა ამ ფაქტზე მცირე კომენტარი გააკეთა:
"ტოშიბა მედიქალ სიტემთან თანამშრომლობის შედეგად ჩვენ ავაშენეთ მოსფლიოში პირველი ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი. ჩვენი ახალი ცენტრი დაკომპლექტებულია ულტრაბგერითი მანქანებით. ამ ხელსაწყოების საშუალებით ჩვენი ფეხბურთელების მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდება და ისნი ტრამვებსაც მალევე მოიშუშებენ.
ამ ფაქტზე ასევე კომენტარი დევიდ მოიესმაც გააკეთა:
"მე ძალიან მოხარული ვარ, რადგან სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დასრულდა და უკვე ყველაფერი ფუნქციონირებს. ეხლა ჩვენ მოთამაშეებს შეეძლებათ სამედიცინო შემოწმების მაღალ დონეზე გავლა და ტრამვების მოკლე დროში მოშუშება.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.