თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2014, 14:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1965,
კომენტარები: 4
რედნაპი პერსიზე საუბრობს
Sky Sports - ის ექსპერტი პერსიზე საუბრობს.
რედნაპი პერსიზე საუბრობს
Sky Sports - ის ექსპერტი, ჯეიმი რედნაპი თვლის, რომ თუ კი პერსი გადაწყვეტს "იუნაიტედი" დატოვოს, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება.

"გასაოცარია თუ როგორ იცვლება ერთ წელში ყველაფერი. წინა წელს პერსი "ოლდ ტრაფორდის" გმირი იყო, ახლა საკუთარი თავის აჩრდილია."

"როცა მე ვიყავი ფეხბურთელი, ასეთ სიტუაციას ხშირად ვაწყდებოდი. ერთი ფეხბურთელი კლუბის წინამძღოლია ერთი წლის განმავლობაში, მერე კი ჩნდება ადამიანი , ვინც შენს ადგილს იკავებს. ფორვარდების შემთხვევაში ეს უფრო ხშირია, რადგან მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ იერარქიის სათავეში ყოფნა"

"წინა სეზონში პერსი საყოველთაო ყურადღების ქვეშ იყო. ის ფერგიუსონის "ოქროს ბიჭუნა" იყო. დევიდ მოიესის დროს კი ასე არაა, ახლა რუნია წინა პლანზე. მისმა ახალმა კონტრაქტმა დაადასტურა თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი კლუბისთვის. ამან რა თქმა უნდა ვან პერსის თავმოყვარეობაზე ძლიერ იმოქმედა."

"არ ვამბობ, რომ რობინი დაეცა, ან ცუდი მოთამაშეა. პრემიერ-ლიგის ისტორიის საუკეთესო უცხოელ მოთამაშეთა ჩემეულ რეიტინგში იგი მე-7 ადგილზეა. მაგრამ პერსი არ ახალგაზრდავდება და თუ კი ზაფხულში წასვლის სურვილს გამოთქვამს, არამგონია "იუნაიტედი" შეეწინააღმდეგოს."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2014 17:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტრავმებმა გაბურღა ტვინი დ აჩემი აზრით ამის ბრალი უფროა, თან გუნდის ბომბარდირია არ დავივიწყოთ. ყველაფერი რიგზეა, ვერ მოსთხოვ ისეთ ფორმაში ყოფნას როგორც შარშან იყო ამ გუნდის ფონზე
0
№2
ავტორი: Manchester_M
10 მარტი 2014 17:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ შეუტიკინენ ამ პერსის :X
0
№3
ავტორი: red devil
10 მარტი 2014 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Wavides tu unda
0
№4
ავტორი: Macklemore
11 მარტი 2014 15:51
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ბევრი რამეა პერსიზე დამოკიდებული და იმედია შევა ფორმაში. ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება მაგის კარგი ფორმა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top