თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2014, 16:42
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2935,
კომენტარები: 18
ვინგერების საკითხი აქტუალურია
ვინ უნდა შეუტიოს ფლანგებიდან?!
ვინგერების საკითხი აქტუალურია
"მანჩესტერ იუნაიტედს" ვინგერებთან დაკავშირებით სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ აქვს. დღეს განვიხილოთ 3 საუკეთესო წყვილი, რომლებმაც შეიძლება დაიკავონ ადგილი ძირითადში.

3. იანგი/კაგავა

შინჯი კაგავა 10-იანზე ერთ-ერთი საუკეთესო, რომ არის ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ფლანგზე იაპონელი ნაკლებად ეფექტურია. ის 2 წელია ცდილობს ჩაჯდეს "მანჩესტერის" სათამაშო სქემაში, თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ ამას იშვიათად ახერხებს. რა თქმა უნდა შინჯის ჰქონდა გამონათებები, თუმცა ეს საკმარისი არაა. რაც შეეხება ეშლი იანგს არ ვთვლი, რომ ის ცუდი ვინგერია, მაგრამ არა "მანჩესტერის" დონის. "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ მან ძალიან ცოტა მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე. ეს წყვილი ყველაზე სუსტია.



2. ვალენსია/იანუზაი

ამ წყვილმა უკვე ბევრი თამაში ჩაატარეს ერთად, თუმცა ბევრი მათგანი გუნდმა წააგო. ვალენსიას აქვს ის რაც ყველა ვინგერს სჭირდება: სისწრაფე, მაგრამ კრეატიულობაში ანტონიო ნამდვილად მოიკოჭლებს. ამასთანავე პრემიერ-ლიგის მცველებმა უკვე შეისწავლეს მისი მოძრაობები და ანტონიოს სულ უფრო ურთულდება მათი მოტყუება. ამის ფონზე გმირად ჩანს იანუზაი, რომლის ფინტები, გარღვევები, ჩაწოდებები სიამოვნებას გვანიჭებს. ალბათ ამ სამიდან ეს წყვილი მაინც მეორე ადგილის ღირსია.


1. ნანი/მატა

ჩემი აზრით სწორედ ეს წყვილი უნდა თამაშობდეს რეგურალურად. ბევრი სუბიექტურობაში დამდებს ბრალს (ნანის გამო) და შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ პორტუგალიელს ბოლო შანსი "კარგ გარემოში" უნდა მიეცეს. მატაზე აღარ ვისაუბრებ მასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ჩემი აზრით ეს ორი ფეხბურთელი საოცარ ფეხბურთს ითამაშებს თუ ისინი მოედანზე ერთად იქნებიან. ისინი თამაშის სტილით ჰგვანან კიდეც ერთმანეთს.

შეიძლება ბევრმა იანუზაის გამო ეს წყვილები არ მოიწონოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ რეგურალურად ითამაშოს. მას ყველაფერი წინ აქვს და დრო ნამდვილად ექნება.

აქვე "იუნაიტედის" ყველა ვინგერის სტატისტიკა.


ვინგერების საკითხი აქტუალურია



ვინგერების საკითხი აქტუალურია


გააკეთეთ არჩევანი და კომენტარებში დაწერეთ თქვენი ფავორიტი წყვილიც!
სტატიები, ახალი ამბები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
9 მარტი 2014 17:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანუზაი ვალენსია და ნანი უნდა ცვლიდნენ ერთმანეთს და მატას ფლანგის კაცად რატო მოიაზრებენ არ ვიცი :X
0
№2
ავტორი: LizarD
9 მარტი 2014 17:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
კაგავა როცა შემოდის ყველაფერი ლაგდება! ძირითადის მოთამაშეა, იანუზაია დაასვენონ ცოტა ხნით , რუნი მატა და შინჯი მოკლე პასებით მაგარ კომბინაციებს გააკეთებენ დარწმუნებული ვარ.
0
№3
ავტორი: Macklemore
9 მარტი 2014 17:49
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ესაა ჩვენი საათივით აწყობილი გუნდი რომელიც ფერგიმ დაგვიტოვა. ნახევარდაცვა არ ვარგა არცერთ ასპექტში. მაგიტომაც იყო რო მცველებს უფრო მეტი გოლი ქონდათ გატანილი შარშან ვიდრე ნახევარმცველებს!

აი ტოჩნი უდარებში ნანის 0 უნდა ქონდეს!
0
№4
ავტორი: Count Alucard
9 მარტი 2014 17:56
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იანგი წავიდეს გუნდიდან პირველ რიგში და მერე მოვიფიქრებთ რამეს, ზედმეტი ბარგია ეგ კაცი.
0
№5
ავტორი: Manchester United 14
9 მარტი 2014 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ნანი derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: GeorgeBest
9 მარტი 2014 18:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანი მატა ან იანუზაი მატა როგორც გუშინ, მშვენიერი იყო. იანგი საერთოდ არ მინდა სასტავში. ვალენსიაზე რა ვთქვა, ნანიზე მეტი სარგებელი მოაქვს გლეხი თამაშით, მაგრამ ეს ორი ვარიანტი მაინც უფრო მეიმედება. კაგავა არაა ფლანგის კაცი და ვერაფერს მოსთხოვ
0
№7
ავტორი: Malboro463
9 მარტი 2014 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ნანის შანსი უდნა მიეცეს ძირითადში უდნა დაყენოს თორე ლიაგზე მატა ვერ დაეხმარება გუნდს და მაგას შეცვლის არამგონია იანგმა ან ანტონიომ აჯობოს ნანის თან თამაში მოწყურებულ იექნება კაცს :დ
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
9 მარტი 2014 20:45
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მატა იანუზაი ვალენსია და ფორვარდის უკან რუნი !! ეს სატავი ანგრევს ყველაფერს
0
№9
ავტორი: MANUTD FAN.
9 მარტი 2014 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ნანიმ უნდა ითამაშოს უეჭველი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№10
ავტორი: BERDI
9 მარტი 2014 21:49
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ნანი და მატა, ვალენსია თვეში ერთხელ გამოანათებს და მერე ისევ იქვრება იუნაზაი ახალგაზრდა მაგრამ ნანიმ და იუნაზაის შორის უნდა იყოს ცვლილებები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top