თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2014, 13:24
ავტორი: love united,
ნანახია: 2211,
კომენტარები: 9
სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო
რობინი გვტოვებს, უელბეკს ახალი გამოწვევები ელის, საუტჰემპტონის დუეტი 40 მილიონად.
სატრანსფერო სიახლეები
რობინ ვან პერსის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. რობინი ვერ შედის სასურველ ფორმაში, ამიტომ დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ ის გუნდს დატოვებს. გავრცელდა ხმები, თითქოს ჰოლანდიელი ისევ "მეთოფე" გახდება, მაგრამ ეს არარეალურია- "არსენალს" არ სურს რობინს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს- პერსის მანჩესტერში კვირაში 240,000 ევროს უხდიან, ლონდონურ კლუბში კი იგივე თანხის გადახდას რობინისთვის ყოველკვირეულად არ აპირებენ. ფორვარდს მეორე ლონდონურ კლუბს, "ჩელსისაც" უკავშირებდნენ, მაგრამ ეს ვარიანტი კიდევ უფრო არარეალურია. "იუვენტუსი" და "მილანი" ასევე ეცდებიან მის შეძენას.

სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

რობინი გუნდისთვის საჭირო ფეხბუთელი აღარ არის?


სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაბრუნდება თუ არა რობინი ძველ კლუბში?


დენი უელბეკს ახალი გამოწვევები ელის. ის "იუნაიტედში" დიდ კონკურენციას განიცდის, ამავდროულად მოუწევს ბრძოლა ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. 23 წლის ფორვარდი დიდი ალბათობით ნაკრებს ბრაზილიაში გაყვება. რაც შეეხება მანჩესტერს, მისი საკითხი აქ უფრო რთულად დგას- მოიესი ზაფხულში 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს ახალ ფეხბურთელებში, გუნდის დატოვება კი არაერთ მოთამაშეს მოუწევს. ნაკრებში მისი მთავარი კონკურენტი დანიელ სტარიჯია, რომელის შესანიშნავ სეზონს ატარებს. თავად უელბეკმა გუშინდელ მატჩში "ვესტ ბრომის" კარი დალაშქრა და ეს მისი მეცხრე გოლი იყო პრემიერ ლიგაში.

სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

შინჯი და დენი მესამე გოლის შემდეგ


სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

უელბეკმა ფოსტერს შანსი არ დაუტოვა


სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

დენიმ გუშინდელ მატჩში რობინი შეცვალა


სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

როი ჰოჯსონი უელბეკს ენდობა


"იუნაიტედი" ეცდება შეიძინოს საუტჰემპტონის ორი მოთამაშე. დევიდ მოიესი ეცდება დაიმატოს რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე მსოფლიოს ჩემპიონატამდე, რადგან ჩემპიონატის შემდეგ მათი ფასი საგრძნობლად აიწევს. შოტლანდიელი სპეციალისტი 40 მილიონ ევროს შესთავაზებს საუტჰემპტონს ლუკ შოუსა და ადამ ლალანას სანაცვლოდ. შოუს გადასვლა "ოლდ ტრაფორდზე" ნაკლებად სავარაუდოა, რადგან "ჩელსი" აქტიურად მუშაობს მის ტრანსფერზე. რაც შეეხება ლალანას, ის იდეალურად შეეწყობა მანჩესტერს და დაეხმარება ფორვარდებს გოლების გატანაში. "იუნაიტედი" ასევე "იუვენტუსის" ჩილელი ნახევარმცველით, არტურო ვიდალით ინტერესდება.

სატრანსფერო სიახლეები "იუნაიტედის" გარშემო

ლალანა (მარცხნივ) მოიესის სამიზნეა


წყარო:dailymail
ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
9 მარტი 2014 13:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ლუკ შოუ მინდა და ფაბიო კოენტრაო რო დაითრიონ ამ 2 დან ერთ ერთი მაინც და დალშე 2 ერთი მაინც ცენტრალური მცველი და დალშე თუ უნდათ მიხედონ თავდასხმას.
0
№2
ავტორი: Svanii
9 მარტი 2014 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
Rvp ar gaushvan eseni xoaruberaven vis daitreven uketesss??? cavani ar gad,ova am araaaa da davrchebit marto welbeckis imedze da argirs amis gashvebaa.. shou minda marcxniv karoche mangala da jones shuashi da reesi da kroosi .. vici ro bevri momivida : DDD
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
9 მარტი 2014 14:11
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ლალანა მინდა !!!
0
№4
ავტორი: Malboro463
9 მარტი 2014 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
სტარიჯი ჩელსიდან რაც წავიდა მაგრად აიწყვიტა შეიძლება ველბეკმაც მოუმატოს გუნდი რო შეიცვალოს. შოუ კარგი იქნება ლალანა კიდე არც ისეთი ძლიერი ფეხბურთელია უფრო მაღალი კლასის ჭირდება გუნდს
0
№5
ავტორი: რედ ი
9 მარტი 2014 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
გაუშვან ეგ პერსი!:):) რა ჯანდაბად იუნაიტედს:):) მაგარი ბოღმა ფეხბურთელია:):) სანამ კიდევ უფრო არ გაბანძებულა და მისი ფასი არ დავარდნილა ჯობს რომ გაყიდონ
0
№6
ავტორი: VaRdo
9 მარტი 2014 15:58
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სისულელეა ყველა შეცვლას რატომ უკავშირებთ მის არ ნდობას? პერსი რატომაც შეიცვალა ყველამ კარგად დავინახეთ და 100% მართალია მოიესი და იმასაც გეტყვით, რომ არსად წავა რობინი დიდი ალბათობით. რაც შეეხება მის ხასიათს უკმაყოფილო საკუთარი თავის მიმართ არის.

შოუ მინდა ლალანა არ მინდა მის ადგილას უფრო ხმაურიან იტრანსფერი მინდა. ვაფშე კროსი მინდა და შოუ მეტი არავინ მინდა ამ გუნდში. ხო დაცვის ცენტრშიც კარგი იქნება 1 ფეხბურთელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Count Alucard
9 მარტი 2014 18:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გუნდში ბევრი ფეხბურთელია ისედაც და კიდევ გადაჭედვას შეტევაში ჯობია დაცვას მიხედონ, ერთი მარცხენა მცველი და ერთი ცენტრაური იყიდონ, ნახევარდაცვაში იანგი კლევერლის გაშვების შემდეგ ერთი კაცი და დალაგდება გუნდი, არ გვინდა ბევრი ფეხბურთელი სკამის ხალხი ისედაც გვყავს საკმარისად. თუ ვალენსიას გაუშვებენ ეგეც არაა პრობლემა, იანუზაი, ზაჰა, ლინგარდი, ნანი გვეყოლება და მატაც ხანდახან ფლანგზე მშვენიერი შეტევაა არავის ყიდვა აღარ იქნება საჭირო.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
9 მარტი 2014 18:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლალანა შოუ მაგარი ვარიანტია მომწონს მე პირადად, მგონი კარგი შენაძენები იქნებიან, შოუ მითუმეტეს. პერსი ისევ საჭიროა და ისევ დიდი ძალაა ეს ჭორები აგორდება კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ეგ არაფერი. ველბეკმა მინდ აგაიბრწყინოს მსოფლიოზე, იმედია მისცემენ შანსს და შეაგდებს თავისებურად, ნაკრებში ეგ არ ეშლება wink
0
№9
ავტორი: red devil
10 მარტი 2014 06:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shou daitrion da lalanaze msoflios mere gadawyviton
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top