თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2014, 10:37
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2014,
კომენტარები: 8
ხუან მატას ინტერვიუ
ხუან მატამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა
ხუან მატას ინტერვიუ
პირველ რგიში გილოცავ, ხუან შენ გახდი თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე. თქვენ ალბათ აღფრთოვანებული ხართ, რადგან გულშემატკივრებმა ხმა თქვენ მოგცათ ?

ეს საოცარი შეგრძნებაა! მე მოვიგე პრიზი, რომელიც გულშემატკივარმა მომანიჭა. მე გუნდს 1თვის წინ შევუერთდი და მათ მე ჯილდო მომანიჭეს. ყველას მადლობას ვუხდი ვინც ხმა მე მომცა.


როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება მანჩესტერში? ცხოვრობს თუ არა დე ხეა თქვენთან ახლოს?

სიმართლე გითხრათ ამ თვეს მიხვდი, თუ რა კარგი ქალაქი მანჩესტერია. ქალაქი მართლაც უკეთესი იმასთან შედარებით, რაც იყო 2წლის უკან. დევიდი ჩემთან ახლოს ცხოვრობს. ჩვენ მეზობლები ვართ და თითქმის ყოველთვის სადადილოდ დავდივართ.

როგორია თქვენი ურთიერთობა ხუან, სხვა გუნდის წევრებთან?

"იუნაიტედის" ყველა წევრს მადლობას ვუხდი, რადგან მათ ჩემი მოსვლიდან პირველ კვირას მხარი ბოლომდე დამიჭირეს და მათი ოჯახის წევრად გამხადეს. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს პრეოფესიონალი ფეხბურთელები დაემატება.

მნიშვნელოვანი იქნება თუ არა მარტის თვე გუნდსათვის და რა პასუხისმგებლოას გრძნობთ თქვენ?

ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე. ჩვენ მარტში ურთულესი მატჩები გველის. კლუბს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ვფიქრობ ამ რთულ მატჩებს დავძლევთ და ოთხეულში აუცილებლად მოვხვდებით. ჩვენ მარტში ვუპირისპირდებით "ლივერპულს" "სიტისა" და "ოლიმპიაკოსს" ვფიქრობ ჩვენ ამ მატჩებში დიდი რაოდენობის ქულების მოპოვებას შევძლებთ.

თქვენ მარტში ორი უმნიშვნელოვანესი მატჩები გელით "ლივერპულის" შემდეგ კი "სიტის" წინააღმდეგ. რას გრძნობთ და როგორი განწყობით ელოდებით ამ მატჩებს?

ასეთი კალიბრის მატჩებს მსოფლიოს მასშტაბით ყველა ფეხბურთის მოყვარული უყურებს. როგორც წეღან ვთქვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ ვეცდებით ყველას ამ მატჩით სიამოვნება მოვანიჭოთ. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით და შევეცდებით თითოეულ მატჩში სამი ქულის მოპოვებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენს გამარჯვებაში დიდ როლს გულშემატკვირები შეასრულებენ და ჩვენ მხარში ბოლომდე დაგვიდგებიან.


Redevils.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
9 მარტი 2014 10:40
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მაგარი კაცია რა მატა <3 ყველაფერს აკეთებს და იმედი მაქვს მალე გაიტანს პირველ გოლს !!
0
№2
ავტორი: BERDI
9 მარტი 2014 11:09
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ტექნიკურია მატა გუშინ რამდენჯერმე შესანიშნავად ითამაშა მალე გუნდის შეუცვლელი წევრი გახდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: Manchester_M
9 მარტი 2014 11:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გუშინ მაგრად დამევასა მატა ტანი არ აქ მაგრამ მაინც მაგრად დაძვრება :D
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
9 მარტი 2014 11:29
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია ის რომ მატა ბურთს კარგად აკონტროლებს და კარგი გადაცემების გაკეთებაც შეუძლია, კარგი იქნებოდა მაღალი რომ ყოფილიყო
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 მარტი 2014 11:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მიყვარს ეს ფეხბურთელი, აქამდეც მევასებოდა მაგრამ უკვე ყველას მაგრად შეაყვარა თავი, ძაან მაგარი კაცია და წარმატებული იქნება იმედია ამის კარიერა. თვის საუკეთესო გამიხარდა ამას რომ გადასცეს
0
№6
ავტორი: Macklemore
9 მარტი 2014 12:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გენავე ხუან! აბა თქვენ იცით, სიტის და ლივერპულს თუ მოვუგეთ რავიცი საღოლ ძმაო.
0
№7
ავტორი: love united
9 მარტი 2014 12:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარი ფეხბურთელი ვიყიდეთ,იმედია მალე შეეწყობა გუნდს.
0
№8
ავტორი: Manchester United 14
9 მარტი 2014 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მატა მაგარია [right][/right] good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top