თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2014, 21:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1963,
კომენტარები: 10
რუნი: "მოგება დავიმსახურეთ"
რუნი თვლის, რომ გუნდს მეტის გატანა შეეძლო
რუნი:
სტუმრად "ვესთ ბრომვიჩთან" მატჩის შემდეგ, უეინ რუნიმ BT Sport-თან მცირე კომენტარი გააკეთა. უეინს სჯერა, რომ გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ინგლისელის ანგარიშზე დღეს ერთი გოლი და საგოლე გადაცემაა. რუნიმ 210-ე გოლი გაიტანა "იუნაიტედის" მაისურით.

"წინ გვაქვს შეხვედრები "ლივერპულთან", შემდეგ "ოლიმპიაკოსთან", სადაც მოწინააღმდეგეს ორ ბურთიანი უპირატესობა აქვს. მათ მოსდევს "ვესთ ჰემი" და "მანჩესტერ სიტი". ასე რომ, დიდი მატჩები გველის. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და ვაპირებთ ამ გამოწვევით ხალხს ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.

"ოლიმპიაკოსთან" მარცხმა იმედი გაგვიცრუა მაგრამ ვალდებულები ვიყავით მოედანზე გავსულიყავით და დაგვემტკიცებინა, რომ საკმარისად კარგი გუნდი ვართ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ უკეთესი შედეგისთვის. დღეს კარგად და ენერგიულად ვითამაშეთ. ვფიქრობ, სამ ბურთიანი სხვაობით მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ მეტის გატანაც შეგვეძლო.
პირველ ტაიმში საჩვენო არაფერი ხდებოდა, გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირდა. ფილ ჯონსის გოლმა ყველაფერი შეცვალა. მეორე გოლიც შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ."
- დაასრულა რუნიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
8 მარტი 2014 21:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გააგრძელეთ ესე რა და ოლიმპიაკოსთანაც გაიგიჟეთ თავი და დაახიეთ ბურთი თავზე აბა თქვენ იცით !!!
0
№2
ავტორი: I L C
8 მარტი 2014 21:50
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
MANUTD.COM love

ნამდვილად დავიმსახურეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Jubo
8 მარტი 2014 22:39
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მატამ და რუნიმ რა კარგად აუწყეს ერთმანეთს ბურთი მეორე ტაიმში.
დაგვაკლდება მატა ოლიმპიაკოსთან. პერსი-რუნის დუეტი გამოანათებს იმედია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: RedGirl
8 მარტი 2014 23:25
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ ახლა ლივერპულთან რო წავაგოთ გავგიჟდები :ხ მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ მოვიგებთ ! რატომღაც მგონია რომ აი ყველა აკრეფს რა :დ ასე მგონია :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: GeorgeBest
9 მარტი 2014 00:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლიპიაკოსამდე ლივერპულია მისახედი, წლის თამაშია ეგ და არ გვაქვს უფლება წავაგოთ ოლდ ტრაფორდზე
0
№6
ავტორი: chudikone
9 მარტი 2014 01:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოგებების სერია გვჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Macklemore
9 მარტი 2014 01:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დარჩენილ 9 ტურში მაქსიმალურად უნდა მოვიგოთ მატჩები! დღეს მართლა დავიმსახურეთ მოგება!
0
№8
ავტორი: VaRdo
9 მარტი 2014 02:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეხლა ლივერპულს მივარჭოთ და მერე ბერძნებსაც მივაჩმორებთ. 2 ბურთი იუნაიტედისთვის პრობლემა არა და ვისაც არ სჯერა ესეიგი უნიტედის ნამდვილი ძალა არც არასოდეს სცოდნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: ლადო
9 მარტი 2014 08:26
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ყველაზე მაგრად მესამე გოლი მომეწონა, ცენტრიდან დავიწყეთ პასებით და იმათ საჯარიმომდე ისე გავაკეთეთ ერთი 15 სწრაფი და მოკლე გადაცემა, რომ ბურთი არ დავკარგეთ...მე ამთამაშში ფელაინი მომეწონა მაგრად, რაფაც მაგარი იყო, მატა-რუნიც...საერთო ჯამში ასეთი თამაში ჯერ არ უჩვენებია მანჩესტერს
0
№10
ავტორი: red devil
9 მარტი 2014 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
RedGirl,
loserpools aramgonia movugot imito ro mere berdznebtan gvaq tamashi da moiesi daasvenebs xalxs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top