წინა წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიკავა მეორე ადგილი და გაიტანა 89 გოლი, ცნობისთვის გაუშვა 33, ხოლო თანაქალაქელმა "სიტიმ" 93 გოლი გაიტანა და გაუშვა 29. 1999/00 წლებში "იუნაიტედი" ძალიან ახლოს იყო 100 ბურთიან ზღვართან და მათ 97 გოლი გაიტანეს. როგორც ასეთი სერ ალექსის "იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში 100 ბურთი არ გაუტანია. წელს ფერგის მიზნად აქვს დასახული გახდეს ჩემპიონი და გაიტანოს 100 ბურთი, ან მეტი მხოლოდ პრემიერ ლიგაში. რატომ მაინც და მაინც 100 ? იმიტომ, რომ ამდენი გოლი ჯერ პრემიერ ლიგაში არცერთ კლუბს არ გაუტანია და როგორც ვიცით "იუნაიტედი" რეკორდების თავი და თავია. თუმცა საქმე რეკორდს არ ეხება, წინა წელს დაფიქსირებულმა გოლების რაოდენობამ ფერგი მიახვედრა, რომ 100 ბურთია ის ზღვარი რომლითაც შეიძლება გახდე ჩემპიონი. "მე გადავწყვიტე მეყიდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, მას შევუწყვილე მეორე საუკეთესო და მათი დავალებაა გაიტანონ ძალიან ბევრი ბურთი მეტოქეთა კარებში." - ფერგი ფერგის თქმით ის დარწმუნებულია ჩიჩარიტოს ძალებში და ამ 100 ბურთში მექსიკელიც შეიტანს უდიდეს წვლილს. "გუნდიდან ყველას შეუძლია გოლის გატანა, ზოგს თავით, ზოგსაც ფეხით, უნდა ვეცადოთ ყველა მომენტის გამოყენებას და ყველაფერი კარგად იქნება". განაცხადა ფერგიუსონმა. ცნობისათვის, ამ სეზონში "იუნაიტედმა" 11 მატჩში 29 გოლი გაიტანა და ამ შედეგით მანჩესტერული კლუბი პირველია პრემიერ ლიგაში.