"ბენფიკის" ცენტრალური მცველი ეზეკიელ გარაი, შეიძლება ამ ზაფხულს "ოლდ ტრაფოდზე" გადაბარგდეს.
27 წლის არგენტინელმა მცველმა, რომელმაც უარით გაისტუმრა "ზენიტი", მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში", განაცხადა ეზეკიელ გარაის აგენტმა The Express-თან ინტერვიუში.შეგახსენებთ, რომ არგენტინელ მცველს კონტრაქტი პორტუგალიურ "ბენფიკასთან" შემდეგ სეზონს უმთავრდება, სავარაუდოდ ის შემდეგ სეზონს სხვა კლუბში გააგრძელებს.