თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2014, 11:04
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1842,
კომენტარები: 6
მოიესის ვან პერსის დამცველად
შოტლანდიელი ცდილობს კრიტიკა აარიდოს ჰოლანდიელს.
მოიესის ვან პერსის დამცველად
30 წლის ჰოლანდიელმა ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, საბერძნეთში ჩატარებული მატჩშის შემდეგ მისი თანაგუნდელების კრიტიკა დაიწყო. მას მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელები თამაშის მიმდინარეობისას მის პოზიციას იკავებენ, ამის შემდეგ კი მას აღარ ეძლევა შანსი გააგრძელოს მოქმედება საჯარიმოში. ვან პერსის აზრით მისი თანაგუნდელები კონტექსტიდან ამოვარდნილ ფეხბურთს თამაშობენ.
რობინ ვან პერსიმ "საფრანგეთი V ჰოლანდიის" მატჩში 90 წუთი ითამაშა, ამ მატჩში კიდევ ერთი "მანჩესტერელი" იღებდა მონაწილეობას, კერძოდ პატრის ევრა. შეიძლება სწორედ ამიტომ, შეიძლება ვინმესთვის დაკვირვების მიზნით მოიესი ამ თამაშს ესწრებოდა და ის უკან მანჩესტერში ევრასთან და ვან პერსისთან ერთად დაბრუნდა.
"მოიესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის დაბრუნდა ევრასთან და ვან პერსისთან ერთად მანჩესტერში. მისი აზრით არანაირი პრობლემა არ აქვს რობინ თანაგუნდელებთან, ან პირიქით." - განაცხადა მოიესმა პრეს-კონფერენციაზე.
"ვან პერსი არის კარგი ფორვარდი და ჩვენ გავაკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ რობინმა გააგრძელოს მუშაობა ჩვენთან და კიდევ ერთი, ის რაც ვან პერსიზე იწერება არის ტყუილი." - საუბრობს დევიდ მოიესი.
გარდა ამისა მოიესს კითხეს, თუ რა აზრის იყო ვან გაალის გადაწყვეტილებაზე, რომ ვან პერსის ეთამაშა 90 წუთი ამხანაგურ თამაშში.
"რობინი სამშაბათს მთელი დღე ლოგინში იწვა, ის არ იყო კარგად. ოთხშაბათისთვის ის უკვე თავს კარგად გრძნობდა, ასე რომ მან ითამაშა..." - მოიესი.
"სიმართლე რომ გითხრათ ცოტა გამიკვირდა, რადგან მან 90 წუთი ითამაშა იმ თამაშში სადაც ჰოლანდია 2-0ს აგებდა. თუმცა მან ეს შეძლო და არ არის პრობლემა." - საუბრობს შოტლანდიელი სპეციალისტი.
ბოლოს კი ცნობისთვის, ვან პერსი თავს კარგად გრძნობს, არ არის დაღლილი და ის ითამაშებს "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში აუცილებლად.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 მარტი 2014 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოკლედ მორჩეს რა ერთხელ და სამუდამოდ იმ თემაზე ლაპარაკი, ვან პერსი გუნდის ნაწილია და არანირი უთანხმოება არ არსებობს!!! ამ ჟურნალისტებს კიდე ცუდის დაწერის გარდა სხვა საქმე არა აქვთ???
0
№2
ავტორი: GeorgeBest
8 მარტი 2014 11:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ გვჭირდება განხეთქილება გუნდში, მარტივად უნდა მოგვარდეს და მაგან კიდე თავი შეიკავოს ესე უაზრო ლაპარაკისგან. ვან პერსის წასვლა რატო უნდა უნდოდეს ხალხს არ ვიცი, კავანის ვარიანტი იდეალური იყო მაგრამ ამ ეტაპზე ეგეტი ვინმე რომ არ გადმოვა ყველამ იცის, ამიტომ ესე უაზროდ ხალხი არ უნდა იკარგებოდეს
0
№3
ავტორი: Best 7
8 მარტი 2014 12:36
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Xo vambobdi araferi ar uchirs am kacs daanebet kritikias
0
№4
ავტორი: ლადო
8 მარტი 2014 13:01
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია დარჩებვა, ახალ გუნდში განხეთქილებები და ეგეთი ზურაობა რაღაცეები არ გვჭირდება
0
№5
ავტორი: Manchester United 14
8 მარტი 2014 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კრიტიკა BAN ! BAN ! BAN !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: Macklemore
9 მარტი 2014 01:18
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
უნდა შეეშვას ასეთი განცხადებების კეთებას პერსი და გუნდს კარგად შეერწყას. გუნდმა არ უნდა ითამაშოს პერსისთვის, პერსიმ უნდა ითამაშოს გუნდისთვის. ასერომ თავის საქმეს მიხედოს და თუ პრეტენზიააქვს მაღალი დონის ფეხბურთელობაზე მომენტები მაქსიმალურად გამოიყენოს!

ფულემთან რო ზერელედ მოეკიდა ბოლო წუთებში თავის მომენტს, მაგიტომაც დავკარგეთ 2 ქულა!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top