ათვლის წერტილი. როდის დაიწყო ყველაფერი?
MrRedDevil-სა და SolarPhoenix-ს სტატია, დევიდ მოიესის შესახებ.
როცა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სერ ალექსის შემცვლელი მისი თანამემამულე დევიდ მოიესი იქნებოდა, გულშემატკივრები რბილად რომ ვთქვათ გაოცებულნი დარჩნენ, რადგან "ევერტონი" მოიესს არც რომელიმე ტურნირის გამარჯვებამდე მიუყვანია და არც ჩემპიონთა ლიგაზე გაუყვანია.
მაშინ როცა მსოფლიოში არ მოიძებნებოდა არც-ერთი მწვრთნელი, რომელსაც ისეთი რეპუტაცია ექნებოდა როგორც სერ ალექს ფეგიუსონს, პრესა აცხადებდა, რომ ორივე შოტლანდიელი ერთი და იგივე ფესვებისაა. მართალია, ისინი თანამემამულეები არიან, მაგრამ ფერგიუსონი ყოველთვის გამარჯვებული იყო, ყოველთვის პირველი იყო, ხოლო მოიესი არასდროს ყოფილა მწვერვალზე, პრიზიორებს შორისაც კი არ ყოფილა.
ფერგიუსონმა "ძველი ფირმის" ჰეგემონობა დაამხო შოტლანდიაში, სამჯერ მოაგებინა კლუბს ეროვნული ჩემპიონატი, 4-ჯერ შოტლანდიის თასი და ერთხელ შოტლანდიის ლიგის თასი - ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 7 წელიწადში. ფერგიუსონი საერთაშორისო არენაზეც ბრწყინავდა. თასების მფლობელთა თასის ფინალში, 1983 წელს ფერგიუსონმა მადრიდის "რეალი" დაამარცხა, მოგვიანებით კი მისმა ბიჭებმა "ჰამბურგს" სძლიეს უეფა-ს სუპერ თასის ფინალში.
ალექს ფერგიუსონი სადღეგრძელოს სვამს "რეალის" დამარცხების შემდეგ
"აბერდინმა" "ჰამბურგს 2-0 სძლია ორი მატჩის ჯამში
მწვრთნელისთვის, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებას აპირებს, ეს შესანიშნავი რეზიუმეა. "იუნაიტედი" ამ დროს გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა. მაგრამ როცა მოქმედი ჩემპიონი ხარ, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიხარ, უფრო ძლიერი მწვრთნელია საჭირო.
ბევრი ავლებდა პარალელს ფერგიუსონის პირველ ხუთ მატჩსა და მოიესის პირველ ხუთ მატჩს შორის. შემდეგ პირველი 10 შეხვედრა. შემდეგ კი ამას აცხადებდნენ:
"ფერგიუსონს სამი წელიწადი დასჭირდა, რომ პირველი თასი მოეგო, ახლაც იყავით მომთმენები მოიესის მიმართ." ამის მოსმენა ორჯერ და სამჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ მეათეჯერ უკვე მოსაბეზრებელი ხდება. კლუბს სწორი პოლიტიკა ჰქონდა არჩეული ფერგიუსონის მიმართ,რადგან მას იმ დროისთვის თავისი სიდიადე დამტკიცებული ჰქონდა, მაშინ როცა მოიესს ეს არ გაუკეთებია. ფერგიუსონს ასე იმიტომ ექცეოდნენ, რომ მან გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი ჩაიბარა, მოიესმა კი ჩემპიონები. მათი სამწვრთნელო შედეგების შედარება, ისევე როგორც მოიესის გასამართლებელი საშუალებების ძიება უკვე სასაცილო ხდება.
"რჩეული"
მიუხედავად ყველა ზემოთქმულისა, ეს ადამიანი ფერგიუსონმა აირჩია, ასე რომ მას მხარი უნდა დავუჭიროთ. ბევრს ეჭვი ღრღნის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ მოიესის დანიშვნით საუკეთესო გამოსავალი ვიპოვეთ. მოგება, წაგება, ფრე უმნიშვნელოა, სახლში თუ გარეთ გულშემატკივრები მაინც იმღერებენ მოიესის სადიდებელ სიტყვებს. რა შემაძრწუნებელიც არ უნდა იყოს "ლივერპულსა" და "სიტისთან" წაგება, ასევე იმედგამაცრუებელი "ვესტ ბრომვიჩთან", "ნიუკასლთან", "სუონსისთან" და "სტოკ სიტისთან" განცდილი მარცხები, გულშემატკივრები მაინც მათ მხარეს იქნებიან. ყველამ ვიცით, რომ ეს გარდამტეხი პერიოდია და ბევრი საკადრო პრობლემები გვაქვს, ამიტომ მიუხედავად ინტერნეტში გავრცელებული კომენტარებისა მოიესს მაინც ექნება მხარდაჭერა.
თუნდაც "ოლიმპიაკოსთან" მატჩი ავიღოთ - მიუხედავად "იუნაიტედის" საშინელი თამაშისა, საბერძნეთში ჩასული ქომაგი უკანასკნელ სასტვენამდე არ გაჩერებულა და კლუბს ამხნევებდა. შეგვიძლია შედარებისთვის 2005 წელს ჩატარებული მატჩი მოვიყვანოთ, რომელიც "იუნაიტედმა" 1-0 წააგო "ლილთან". დღემდე ეს უკანასკნელი კრიზისი იყო "იუნაიტედის" ეპოქაში, მოიესი კი გულშემატკივრების იმ შფოთს გადაურჩა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს. "იუნაიტედი" მაშინაც ირონიულად მე-7 ადგილზე იმყოფებოდა. ჩატარებული შეხვედრების მხოლოდ ნახევარი ჰქონდა მოგებული და ჩამორჩენა ლიდერ "ჩელსისთან" 13 ქულა იყო.
მაგრამ დიდი სხვაობაა მიმდინარე სეზონსა და ზემოხსენებულ სეზონს შორის. "იუნაიტედმა" სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, 12 დარჩენილი შეხვედრიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 1 კი წააგო. ეს სეზონი კი სულ უფრო და უფრო ცუდი ხდება "იუნაიტედისთვის". 2013 წლის ბოლო დღეებში "ჩელსის" მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებოდით, ხოლო ლიდერს 7 ქულით. რვა თვის შემდეგ კი 15 ქულას ვაგებთ "ჩელსისთან".
რა მოხდა?
უკანასკნელი ორი თვე ნნამდვილი კატასტროფა იყო "იუნაიტედისთვის", ეს იყო ყველაზე ცუდი ორი თვე ათწლეულების განმავლობაში. თუმცა სწორედ ამ 2 თვეში ჩაისახა რაღაც იმედები. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჩემპიონები ვერ გავხდებოდით, მაგრამ ახლა "დიდი ოთხეულიც" ხელდან გვეცლება.
2014 წელი "ტოტენჰემთან" 2-1 მარცხით დაიწყო. 4 დღის შემდეგ ინგლისის თასიდანაც გამოვვარდით "სუონსისთან" იგივე ანგარიშით დამარცხების შემდეგ. აი ორი დღის შემდეგ კი "სანდერლენდმა" დაგვამწუხრა ისევ 2-1 მარცხით. 4 დღის შემდეგ "სუონსისთან" რევანში ავიღეთ (2-0) რამაც კიდევ ერთხელ ჩაგვისახა იმედები, მაგრამ ლონდონის "ჩელსიმ" 3-1 გაგვანადგურა "სტემფორდ ბრიჯზე". სამუელ ეტო'ომ, რომელმაც აქამდე მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, ამდენივე შეაგდო "იუნაიტედის" კარში. სამი დღის შემდეგ "სანდერლენდმა" უკვე პენალტების სერიით გამოგვთიშა თასს. ყველაზე იმედგამაცრუებელი კი ის იყო, რომ "იუნაიტედის" ზოგიერთმა გულშემატკივარმა სიხარული განიცადა ამ წაგებით, რადგან ფინალში თანაქალაქელ "სიტის" ვხვდებოდით, რომლისაგანაც განადგურებას ელოდნენ. "სანდერლენდთან" დამარცხება ყველამ უცებ გადაივიწყა, ხოლო "სიტისთან" მარცხი ისტორიაში შევიდოდა.
"იუნაიტედი" პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონის გამარჯვების გოლი "იუნაიტედის" კარში
შემდეგ შეხვედრაში, რომელიც "სტოკთან" წაგების შემდეგ ჩატარდა, "კარდიფს" ვებრძოდით. ამ შეხვედრაშიც კი მოიესს უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა. ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყო "ფულემთან" დასრულებული ფრე. ჩვენი მოწინააღმდეგეები ათწლეულების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ჩვენს დამარცხებას. თასებზე დამარცხება, დერბიში მარცხი, - ყველაფერი ეს სისულელე აღმოჩნდა. ლონდონური კლუბი ვერაფერს ქმნიდა და კერიკის ზუსტი დარტყმით ჩვენ comeback მოვახდინეთ, რის შედეგადაც 2-1 ვიგებდით. მეორე ტაიმში 80 ჩაწოდება განვახორციელეთ მეტოქის საჯარიმოში, სასაცილოა და უფრო მეტიც. ვერავინ იჯერებდა, რომ 45 წუთის განმავლობაში დროს უაზრო მოწოდებებზე ვკარგავდით. "ფულემის" მოთამაშეებს ისღა დარჩენოდათ "მეორე სართულზე" საიმედოდ ეთამაშათ.
"იუნაიტედის" კიდევ ერთი განიავებული 2 ქულა
ხშირად მაოცებდა მოიესის მატჩისშემდგომი ინტერვიუები. ის პრესასთან მიმართებაში დიდ შეცდომებს უშვებდა. ისევე როგორც მაშინ, როცა განაცხადა:
"ჩვენ შევეცდებით, გავურთულოთ "ნიუკასლს" თამაში, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება". ისე ამბობს თითქოს საშუალო გუნდის საშუალო მწვრთნელი იყოს. "ფულემთან" მატჩის შემდეგ მისმა გაკეთებულმა კომენტარმა კი საერთოდ შოკში ჩამაგდო:
"ასევე გავაგრძელებ მუშაობას, რადგან ვიცი, რომ სწორად ვიქცევი. ჩვენ იმავე შემართებით გავაგრძელებთ თამაშს, ვიცით, რომ სწორად ვიქცევით - საჭიროა მხოლოდ ფეხბურთელების მომზადება და ყველაფერი შეიცვლება, დარწმუნებული ვარ."თამაშის ისევე გაგრძელება?! "ოლდ ტრაფორდზე" ვეთამაშეთ აუტსაიდერს, ჩავაწოდეთ 80-ჯერ და ვერც-ერთი ვერ ვაქციეთ გოლად. აუცილებელი არაა იყო დიდი ტაქტიკოსი, რათა მიხვდე, რომ ცვლილება საჭიროა. თამაშის მიმდინარეობისაც საჭიროა ცვლილებების განხორციელება, მიტუმეტეს მომდევნო მატჩებში.
მოიესმა "ევერტონში" უდიდესი შრომა ჩადო, მისი გუნდი მუდამ იბრძოდა ევროტურნირებზე მოსახვედრად. მაგრამ მას ჯერ არ დაუმტკიცებია, რომ მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი მწვრთნელიდან, ტიტულებისთვის მებრძოლ მწვრთნელად იქცა. აქ საქმე სულაც არაა მოუთმენლობაში. არავინ ითხოვდა პირველსავე წელს ტიტულებს მას შემდეგ რაც გუნდი ისეთმა პიროვნებამ დატოვა, როგორიც ფერგიუსონია. პირიქით, ჩვენ გვესმის რომ საქმე სულ უფრო და უფრო ცუდისკენ მიდის. ე.ი. არასწორი მიმართულება აგვირჩევია.
ვუყურებთ ფეხბურთელებს, რომელთაც ჩვენი გუნდის ფორმა აცვიათ: ვან პერსი, რუნი, მატა, იანუზაი, მათ არავითარი გამართლება არ აქვთ. თუ მოვიხედავთ და შევხედავთ მათ, ვინც წინა სეზონებში ჩვენზე მაღალ საფეხურზე დაასრულა სეზონი - "ჩელსის" და "სიტის", დავინახავთ, რომ მათ არც-ერთს არ ჰყავს ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორიც ჩვენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაცემის ეტაპზე ვართ და არავითარი წინაპირობა იმისა, რომ სიტუაცია გამოსწორდება არ არსებობს. წლის მიწურულს არაჩვეულებრივი შანსი გვქონდა, რომ ოთხეულში, ან უფრო მაღალ საფეხურზე დაგვესრულებინა სეზონი. ბოლო 12 შეხვედრაში კი, მოხლოდ 3 მატჩი მოვიგეთ, 7 კი წავაგეთ. კიდევ შეიძლებოდა თავი გვენუგეშებინა იმით, რომ ასეთი შედეგი ძლიერ გუნდებთან თამაშის შედეგად გვაქვს, მაგრამ ჩვენი დამმარცხებლების უმეტესობა ცხრილის დაბალ საფეხურებზე მდგომი გუნდები იყვნენ.
იმის თქმას სულაც არ ვცდილობ, რომ ხელმძღვანელობას მწვრთნელის გაგდებას ვთხოვ. გამოსავალი არ არის - ახალი მწვრთნელი, რომელიც სეზონის დასაწყისში მოვა, კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას მოიტანს, რაც არავის არ აწყობს. არამგონია დარჩენილ 11 შეხვედრაში აღმოვფხვრათ 11 ქულიანი ჩამორჩენა "ლივერპულთან". ერთადერთ იმედად ჩემპიონთა ლიგა რჩება. მხედველობაში უნდა გვქონდეს 2005 წელს "ლივერპულის" მიერ ჩადენილი გმირობა, ან 2012 წელს "ჩელსის" მოგებული ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მახსენდება რა "ოლიმპიაკოსთან" განცდილი მარცხი, ოცნებები მემსხვრევა. მოდით გავიხსენოთ - ბერძნებმა მათი მთავარი ბომბარდიირი, კოსტას მითროღლუ გაყიდეს. ამგვარად ჩვენ ის გუნდი შეგვხვდა, რომელსაც მთავარი დამრტყმელი ძალა გამოაკლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი შემცვლელი, ნესლონ ვალდესი ძირითადში არ იდგა.
"ფულემმა" მითროღლუ იანვარში შეიძინა
მოიესის ეპოქაში, 1978 წლიდან პირველად დავმარცდით სახლში "ვესტ ბრომვიჩთან". პირველად დავმარცდით "ნიუკასლთან" საშიანო შეხვედრაში 1972 წლის შემდეგ. 1992 წლის შემდეგ პირველად წავაგეთ "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონთან". ისტორიაში პირველად მოგვიგო "სუონსიმ". 1984 წლის შემდეგ პირველად დავმარცდით "სანდერლენდთან" ლიგის თასზე. ისტორიაში პირველად დავმარცხდით ბერძნულ გუნდთან ევროტურნირებზე. 2011 წლის შემდეგ პირველად წავაგეთ სამი შეხვედრა ზედიზედ (იმ სეზონს გუნდი ჩემპიონი გახდა). ამ სეზონში უკვე რვა თამაში წავაგეთ პრემიერ-ლიგაში, მსგავსი შემთხვევა, როცა "იუნაიტედმა" სეზონში 9 მატჩი წააგო 2001/02 და 2003/04 წლების სეზონებში იყო.
"იუნაიტედის" პირველი საშინაო მარცხი 1978 წლის შემდეგ
"იუნაიტედის" პირველი მარცხი "ოლდ ტრაფორდზე" 1972 წლის შემდეგ
"იუნაიტედის" პირველი საშინაო მარცხი 1992 წლის შემდეგ
ეს სულაც არ არის უიღბლობა არა? ეს რაღაც კოშმარია და მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები სულაც არ გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით. მხოლოდ უელბეკი და რუნი პროგრესირებენ სხვებთან შედარებით.
არ ვამბობ, რომ მოიესი არ მიყვარს. ის რა თქმა უნდა ვერ უმკლავდება, მაგრამ რთულია იყო "იუნაიტედის" მწვრთნელი და მესმის. ფიქრობთ, რომ ვინმეს შეუძლია ფერგიუსონის შეცვლა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე? კიდევ ერთი კითხვა ჩნდება - არის კი ვინმე მზად, რომ " იუნაიტედი" ჩაიბაროს მოიესის ასეთი "გამოცდილების" შემდეგ? ეს და სხვა პრობლემებიც, 2005 წლის შემდეგ გლეიზერებს და მათ "ინვესტიციებს" უკავშირდება. კლუბი, რომელიც შემოსავლით მესამეა მსოფლიოში, გასავლის მხრივ მხოლოდ "სტოკს" თუ შეედრება. მოიესიც მოწვევაც კი თავისებური გლეიზერული ქმედება იყო - საშუალო დონის კლუბიდან მწვრთნელის მოწვევა, რომელიც დაზოგვას მიჩვეულია, ფინანსური მხრივ მომგებიანია. მსოფლიო კლასის მწვრთნელს კი ყოველთვის მაღალი კლასის ფეხბურთელები და ბევრი ფულის დახარჯვა სურს. მწვრთნელების უმეტესობა, რომელიც ჩვენს ჩემპიონთა შემადგენლობას გადახედავს, იტყვის, რომ შევსება გვჭირდება. დაფიქრდით და მითხარით - "იუნაიტედის" ასეთი პრობლემების ფონზე, იქნებოდა კი მარუან ფელაინი ერთადერთი შენაძენი ჩვენი მწვრთნელი მოურინიო ან გვარდიოლა რომ ყოფილიყო?
მიუხედავად მოიესის კრიტიკისა, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გლეიზერებს ეკისრებათ, რომლებიც ჩემი აზრით მთავარი "ბოროტი ძალაა" "იუნაიტედისთვის".
ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ვცდებოდე და მოიესმა რომ ყველაფერი პირიქით შემოაბრუნოს. როცა ფერგიუსონის შემცვლელის სახელი გავიგე, მთელი გულით მსურდა, რომ ასეთი აზრი არ გამჩენოდა. ყველამ ვიცოდით, რომ სეზონი რთული გამოდგებოდა და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ ყველაზე უარეს ღამის კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ასეთ სურათს. არ ვაპირებ მოიესის განსჯას, მე ჩემი გუნდის ერთგული ვარ და იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში ეს მხოლოდ დავიწყებული კოშმარი იქნება.
manutd8.com