რონალდ დე ბური დარწმუნებულია, რომ რობინ ვან პერსი "იუნაიტედს" აუცილებლად დატოვებს ზაფხულში, იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ახალა ვარსკვლავებს არ შეიძენს.
"რობინის მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა, მიმდინარე სეზონში კი ეს მისთვის შეუძლებელია. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რობინი კმაყოფილდება იმ ფეხბურთით, რომელსაც "იუნაიტედი" აჩვენებს. პერსის დინამიურ, ლამაზ სტილში უყვარს თამაში, რაც დღეს-დღეობით "ოლდ ტრაფორდზე" არ არის. ვიცი, რომ ის ახლა კრიტიკის ქარ-ცეცხლშია მოყოლილი, მაგრამ როცა შენ ვარსკვლავი ხარ ეს ნორმარულია."
"იუნაიტედს" შემადგენლობის განახლება სჭირდება. რამდენიმე ფეხბურთელს საოცარი კარიერა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მათი დრო უკვე წავიდა. სწორედ ამიტომაც, თუ "იუნაიტედი" არ გაძლიერდება ალბათ რობინი კლუბს ზაფხულში დატოვებს."-ციტირებს დე ბურის სიტყვები.
"მანჩესტერმა" რობინ ვან პერსის ოცნება აუხდინა და "პრემიერ ლიგის" ტიტული გადმოსვლის წელსვე მოიპოვა. ახლა კი "იუნაიტედი" კრიზისშია. რას იზამს პერსი? დატოვებს კლუბს? ეს ჯერ არავინ იცის, გულშემატკივარს მხოლოდ ლოდინიღა დარჩა.