როგორც ცნობილი გამოცემა Mirror იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" 26 წლის ირლანდიელი მცველი ჯონი ევანსი ბარძაყის ტრამვის სრულად აღმოფხვრის გამო გუნდს კიდევ 3 კვირა ვერ დაეხმარება.
"იუნაიტედის" მცველმა ტრამვა თვეზე მეტი ხნის წინ მიიღო. ექიმები აცხადებენ, რომ ჯონის ტრამვის მოშუშებაში პროგრესი არ შეინიშნება.
სავარაუდოდ ჯონი ევანსი გუნდს "ოლიმპიაკოსთან", "ლივერპულთან" "ვესტ ბრომვიჩთან" და "სიტისთან" მატჩებში ვერ დაეხმარება.