მექსიკელი თავდამსხმელი ბედნიერია იმით, რომ მან შეძლო თავისი პირველი ხეტ-ტრიკის გაფორმება მანჩესტერ იუნაიტედში, იმის მიუხედავად რომ მისი მეორე გოლი ასტონ ვილას მცველს მიაწერეს.
"მე ვნახე ჩანაწერი ჩემს მიერ გატანილი მეორე გოლის და ვთვლი, რომ ის ბურთი ჩემზე უნდა მიეწერათ. მცველს არ შეუცვლია ბურთის მიმართულება, იგი უბრალოდ შეეხო მას. ახლაც არ მჯერა, რომ ჩვენ გუშინ მოვიგეთ. რაც მთავარია-გუნდმა სამი ქულა წამოიღო. ჩვენ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და დროებით გავზარდეთ ქულათა სხვაობა მეორე გუნდთან."
"როდესაც ფერგიმ მოედანზე გამომიყვანა მითხრა, რომ გამეკეთებია ყველაფერი რისი გაკეთებაც შემეძლო. ვცდილობ, რომ ბევრი სარგებელი მოვუტანო ჩემს გუნდს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი პირველი გოლი იყო. კარგია, რომ ამის გაკეთება ადრე მოვასწარით და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ."
"თუ თქვენ ამ გუნდის ისტორიას გადახედავთ, მიხვდებით რომ ეს გუნდი ბოლომდე იბრძვის. მაგრამ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში. როდესაც ორ გოლს გაუშვებ საკუთარ კარში, ძალიან რთულია შემდეგ შეხვედრის გამოსწორება. საბედნიეროდ, ჩვენ ეს მოვახერხეთ. გუშინდელი მატჩი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში იქნება ჩემს კარიერაში."